რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1971
ტიპი: ღონისძიება
1971 წელს შალვა მიხეილის ძე მშველიძე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
1885
ტიპი: ნასამართლეობა
1885 წლის პირველ მაისს თედო გოჩაშვილმა გველეთელი ქისტი ლაზიკოვი თოფით მოკლა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილი ბევრს მუშაობდა ამიერკავკასიაში ერობის შემოღების საკითხზე, ამ საკითხზე წერდა სტატიებს რუსულ ჟურნალებსა და გაზეთში „ვესტნიკ ევროპი“.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 15 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის გუბერნიის კეთილშობილთა კრებაზე ლუარსაბ მაღალაშვილი თბილისის მაზრის მარშლად აირჩიეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 15 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის გუბერნიის კეთილშობილთა კრებაზე ივანე ციციშვილი გორის მაზრის მარშლად აირჩიეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 15 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის გუბერნიის კეთილშობილთა კრებაზე ივანე ბაგრატიონ-მუხრანბატონი დუშეთის მაზრის მარშლად აირჩიეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 15 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის გუბერნიის კეთილშობილთა კრებაზე რევაზ ვახვახიშვილი თელავის მაზრის მარშლად აირჩიეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 15 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის გუბერნიის კეთილშობილთა კრებაზე ივანე ანდრონიკაშვილი სიღნაღის მაზრის მარშლად აირჩიეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 15 მაისის „დროების“ ცნობით, ვასილ ჩერქეზიშვილი თბილისის გუბერნიის კეთილშობილთა საზოგადოების მდივნად აირჩიეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 მაისს ეგზარქოს პავლეს დუშეთში წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია უნდა ეკურთხებინა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 15 მაისის „დროების“ ცნობით, გუსტავ რადე კავკასიის მუზეუმის დირექტორი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 17 მაისის „დროებაში“ დავით სუმბათაშვილისადმი მიძღვნილ ნადიმზე ლუარსაბ მაღალაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა დაიბეჭდა.
1966
ტიპი: ღონისძიება
1966 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე მელიქიშვილს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს საქართველოს ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენელ დეპუტატთა კრებამ საქართველოს ეგზარქოს ფლაბიანეს თავმჯდომარეობით აირჩია 14-კაციანი განსაკუთრებული კომისია, რომელსაც დაევალა ისეთი წესის შემუშავება, რომლის თანახმადაც მღვდლებისათვის სამრევლო გადასახადი გაუქმდებოდა და მათ დაენიშნებოდათ მოჭრილი ხელფასი.

