რეგისტრირებული ფაქტები88132
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორ ანასტასია თუმანიშვილის ძმა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მწერალი მიხეილ თუმანიშვილი გიორგი თუმანიშვილის მამა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თუმანიშვილი მეგობრობდა ნიკოლოზ ბარათაშვილთან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თუმანიშვილი საგლეხო რეფორმების განხორციელებისთვის მუშაობდა.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილმა სასამართლო უწყებაში დაიწყო სამსახური.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870-იან წლებში გიორგი თუმანიშვილმა პეტრე უმიკაშვილთან, ალექსანდრე სარაჯიშვილსა და ბესარიონ ღოღობერიძესთან ერთად დააფუძნა ამხანაგობა, რომელსაც მიზნად ჰქონდა ქართველ მწერალთა თხზულებების გამოცემა.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-80 წლებში გიორგი თუმანიშვილი ქართული თეატრის პირველი მუდმივი დასის ხელმძღვანელი და რეჟისორი იყო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს გიორგი თუმანიშვილმა დააარსა გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“, რომელთანაც თანამშრომლობდნენ ნიკო ნიკოლაძე, გიორგი ზდანოვიჩი, გიორგი ლასხიშვილი, აკადემიკოსი ივანე თარხნიშვილი, ნიკო მარი, ალექსანდრე ხახანაშვილი და სხვ.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880-90-იან წლებში თბილისის სომეხთა საზოგადოებამ გიორგი თუმანიშვილი ქალაქის ხმოსნად აირჩია.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880-იან წლებში გიორგი თუმანიშვილი საურთიერთო ნდობის საზოგადოების დირექტორად აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილმა დიდი ღვაწლი გასწია უმაღლესი სასწავლებლების დასაარსებლად თბილისში.

