საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88132

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, კანონპროექტი მოსამართლეთა, მდივანთა და თარჯიმანთათვის დამატებითი ჯამაგირისა და საკანცელარიო ხარჯების დაწესების შესახებ გადაეცა იურიდიულ და საფინანსო კომისიას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, კანონპროექტი თბილისის მაზრის სოფლების: მიხაილოვკის, ტატიანოვკის, ვოიეკოვოს და ვასილიევკის 1918 წლის პურისა და თვის მოსავლის სახელმწიფო კუთვნილებად გამოცხადების შესახებ, გადაეცა აგრარულ კომისიას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, კანონპროექტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამმართველოს შტატისა და 1918 წლის სავარაუდო ხარჯების შესახებ, საფინანსო კომისიას გადაეცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, კანონპროექტი ეროვნულ საბჭოს წევრთა გასამრჯელოს შესახებ საფინანსო კომისიას გადაეცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, სამოსამართლო პალატის შტატების შემცირების კანონი გადაეცა იურიდიულ კომიასიას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ინიციატივით, ნოე რამიშვილმა მთავრობის თავმჯდომარის პოსტი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ნოე ჟორდანიას გადააბარა, ხოლო თავად მთავრობაში მუშაობა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გააგრძელა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ინიციატივით ნოე რამიშვილმა მთავრობის თავმჯდომარის პოსტი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ნოე ჟორდანიას გადააბარა, ხოლო თავად მთავრობაში მუშაობა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე განაგრძო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი. სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე იესე ბარათაშვილმა განაცხადა მთავრობის გადადგომისა და ახალი მთავრობის შექმნის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი; ესწრებოდნენ: ალექსანდრე წერეთელი, კალენიკ ქავთარაძე, ივანე ჩერქეზიშვილი და ალექსანდრე ახმეტელი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნოე ჟორდანიას დაევალა ახალი მთავრობის შედგენა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნოე ჟორდანიამ საბჭოს მთავრობის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ მთავრობის შემადგენლობაში ყოფილი მინისტრები რჩებოდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ირაკლი წერეთელმა განაცხადა, რომ ეროვნული საბჭო სრულ ნდობას უცხადებდა ახალი მთავრობის შემადგენლობას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე იესე ბარათაშვილმა განაცხადა, რომ დღის წესრიგში მხოლოდ მთავრობის განცხადება იყო გადადგომის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 ივნისიდან 1919 წლის 8 იანვრამდე გზათა სამინისტროს უმცროს თანამშრომელ ელენა შმიდტს ხელფასის სახით 150 რუბლი დაერიცხა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 22 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მე-11 კომისარიატის მილიციელმა წითელგვარდიელის დახმარებით დაიჭირა სახაზინო ხაზინდრის გაძარცვის მონაწილე წამალაშვილი, რომელსაც აღმოაჩნდა გატაცებული ფული 9 000 მანეთი და რევოლვერი „ნაგანი“.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 22 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სასურსათო მაღაზიის დაწვის გამო დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს შტაბის კაპიტანი გიორგი ოზოლი, პუგალევინი, კირევიჩი და სხვ. ამ პირებმა ცეცხლი გააჩინეს და მთავრობის წარმომადგენელთა მისვლის დროს რაიონის სხვადასხვა ადგილას ატეხეს სროლა, რათა ადმინისტრაციისათვის გზა აებნიათ და ცეცხლის გაჩენის ნამდვილი მიზეზი დაემალათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და გამგეობის წევრი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს უნივერსიტეტთან არსებული სამეცნიერო წრის სატერმინოლოგიო სექციისთვის სხვადასხვა ხელნაწერის საჭიროების საკითხი. ხელნაწერები საზოგადოების მუზეუმში იყო დაცული. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თამარა მიხეილის ასული ქარცივაძის თხოვნა წიგნის მაღაზიაში პრაქტიკანტად გამყიდველის თანამდებობაზე მიღების შესახებ. ის თანახმა იყო თვეში 100 მანეთად ემსახურა. გამგეობის გადაწყვეტილებით ეს საკითხი გადაიდო. დადგენილების ოქმს ხელს აწერდნენ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 ივნისს შრომის სამინისტროს კანონშემოქმედებითმა განყოფილებამ ნოე ჟორდანია მიიწვია სხდომაზე, რომელზეც უნდა განეხილათ დამატებები და შესწორებები 8-საათიანი სამუშაო დღის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 ივნისს შრომის სამინისტროს კანონშემოქმედებითმა განყოფილებამ მოქალაქე გოგიბერიძე მიიწვია სხდომაზე, რომელზეც უნდა განეხილათ დამატებები და შესწორებები 8-საათიანი სამუშაო დღის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 ივნისს შრომის სამინისტროს კანონშემოქმედებითმა განყოფილებამ მოქალაქე აზატიანცი მიიწვია სხდომაზე, რომელზეც უნდა განეხილათ დამატებები და შესწორებები 8-საათიანი სამუშაო დღის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 ივნისს ამირაბოვი შრომის სამინისტროს მიერ სავაჭო-სამრეწველო პროფესიული კავშირის მუშებისთვის სიღნაღში მოაწყობილ ექსკურსიას ხელმძღვანელობდა.