რეგისტრირებული ფაქტები81259
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 5 აგვისტოს საქართველოს დროებითი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, თბილისის სასამართლო პალატის კანცელარიის თანამშრომლებმა ოლგა ვლადიმერის ასულმა პავლიჩენკომ და სირანუშ სერგოს ასულმა სუსანოვამ კრიმინალური დეპარტამენტის მეორე პალატაში მიიღეს სამსახური.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 5 აგვისტოს საქართველოს დროებითი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, თბილისის სასამართლო პალატის კანცელარიის თანამშრომელმა ემილია ფიოდორის ასული ბელოცერკოვსკაიამ კრიმინალური დეპარტამენტის მეორე პალატაში მიიღო სამსახური.
1917
ტიპი: თანამდებობა
დროებითი მთავრობის 1917 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების თანახმად ლიდია ივანეს ასული კოლესნიკოვა სასამართლოს საქალაქო დეპატრამენტში კანცელარიის თანამშრომლად დაინიშნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N17 ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ დროებითი მთავრობის დადგენილებით, ომის დროს შინაგან საქმეთა მინისტრს უფლება ეძლევა დახუროს ან აკრძალოს ყოველგვარი კრება და ყრილობა, რომელიც სამხედრო საქმის საზიანოდ ჩაითვლება, ან სახელმწიფოს რაიმე საშიშროებას უქადის.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ (N17) იუწყება, სოციალ-ფედერალისტების პარტიის ლიდერის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის გარდაცვალებას.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 17 „პირველი სუფრაჟისტკას“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა პუბლიკაცია „ქალებით ვაჭრობა“. ავტორი ლაპარაკობს ქალების გაყიდვაზე, რომელიც ისე კარგად არის ორგანიზებული, რომ მასთან ბრძოლა ძალიან უჭირს 1910 წელს დაარსებულ ქალთა მფარველ ორგანიზაციას.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 17 გამოქვეყნდა „მოწოდება ძველი რევოლუციონერებისა“. ძველი რევოლუციონერების ჯგუფი მოწოდებით მიმართავს რუსეთის მოქალაქეებს, რომ რუსეთის რევოლუციას და თვით რუსეთს საშიშროება ემუქრება, რადგან აგიტაცია და შეთქმულება წარმოშობს არეულობას ზურგში და ღალატს ფრონტზე. რევოლუციისა და ქვეყნის გადასარჩენად მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭომ გადაწყვიტა მიმართოს განსაკუთრებულ ზომებს. მათ აღჭურვეს უაღრესი უფლებით დროებითი მთავრობა ა. ფ. კერენსკის თავმჯდომარეობის ქვეშ, მისცეს სრული უფლება და გამოაცხადეს ის რევოლუციის მხსნელ მთავრობად. დამფუძნებელი კრების მოწვევამდე დროებითი მთავრობა ერთადერთი უფლებამოსილი მთავრობაა და ერთადერთი მმართველი რუსეთისა. დღეიდან ყველამ უნდა დაივიწყოს პარტიული კამათი და გაერთიანდნენ განურჩევლად პარტიისა და კლასისა მტრის წინააღმდეგ ერთი მიზნისთვის, სამშობლოს გადასარჩენად. მოწოდებას ხელს აწერენ: ა. არგუნოვი, ე. ბრეშკო-ბრეშკოვსკაია, ლ. ბულანოვი, ლ. დეიჩი, მ. ვ. ნოვორუსკი, ვ. პანკრატოვი, გ. ვ. პლეხანოვი, ა. მ. პრუგანოვი, ვ. ფიგნერი, ნ. ვ. ჩაიკოვსკი, ვ. ჩენოვი და სხვა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 17 დაიბეჭდა შეცდომების გასწორება. რედაქცია იუწყებოდა, რომ გაზეთის N 14-ში შეცდომით იყო დასტამბული შემოწირულობა 4 მან. 50 კაპ. დავით მელქაძისგან, უნდა ყოფილიყო: ნინა ივანეს ასული მელქაძისა, რომელმაც გაზეთის ფონდის გასაძლიერებლად 4 მან. 50 კაპ შესწირა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 აგვისტოს ირაიდა გაჩეჩილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოსკოვის მედიკურ ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N16 ცნობით, ქ. თბილისში, აგვისტოს პირველ რიცხვებში დანიშნულია გუბერნიის კომისართა თათბირი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N17 ცნობით, ქუთაისის სასურსათო კომიტეტს 32 ვაგონი საკლავი საქონელი მოუვიდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N18 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ ყოფილი იმპერატორი, ნიკოლოზ I მთელი მისი სახლობით ქ. ტობოლსკში გადაიყვანეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი თბილისის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ (N19) სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნ. ნ. ავინოვი დამფუძნებელი კრების არჩევნების საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 21 ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ მთავარსარდალმა კორნილოვმა კერენსკის მთავრობის ჩაბარება მოსთხოვა. პეტროგრადში სამხედრო წესები გამოაცხადა. პეტროგრადის ბანკები ნიჟნი ნოვგოროდში გადაჰქონდათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 21 ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ კერენსკიმ ლვოვი პასუხის ნაცვლად დაატუსაღა, გენერალი კორნილოვი თანამდებობიდან არ გადამდგარა. იყო ცნობები, რომ ჯარის ნაწილი კორნილოვს ემხრობოდა და კერენსკის მომხრე ჯარსა და მთავარსარდლის შეტაკებას ელოდებოდნენ. თუ ყაზახთა ჯარი კორნილოვს მიემხრობოდა, პეტროგრადს საშიშროება ემუქრებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N21 ცნობით, იმერეთის სამღვდელოებამ დროებით მმართველობას მიმართა თხოვნით, რომ იმერეთიდან კათალიკოზის არჩევნებში მონაწილობის მისაღებად წავა სამასკაციანი დელეგაცია, რომელთათვისაც საჭიროა განსაკუთრებული მატარებელი. სამღვდელოების მმართველობა კომისარს სთხოვს რკინიგზის მმართველობის წინაშე შუამდგომლობას, რომ დელეგაციას დაეთმოს საგანგებო მატარებელი. გუბერნიის კომისარმა გრ. გიორგაძემ უკვე აცნობა რკინიგზის მმართველობას სამღვდელოებისათვის ცალკე მატარებლის დათმობის თაობაზე.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N20 ცნობით, მოცეკვავე სტუდენტი ნანიაშვილი ცეკვის დროს რევოლვერით ფეხში დაიჭრა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველ აგვისტოს ნადეჟდა კასრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შვილის, შალვა კასრაძის სამთო ინსტიტუტში სწავლისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.