რეგისტრირებული ფაქტები81259
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 16 იტყობინება, რომ ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძის განკარგულებით, ყველა მეეტლე ვალდებულია თან იქონიოს გამოსვლაზე დადებული ტაქსა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N16 ცნობით, თბილისიდან ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძეს შეატყობინეს, რომ დროებითმა მმართველობამ გააუქმა საქალაქო საკრებულოები.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N16 დაიბეჭდა ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძის განცხადება, რომელშიც იუწყება, რომ მისი მიზანია საგუბერნიო აღმასრულებელ კომიტეტთან და მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოსთან ერთად ხელი შეუწყოს რევოლუციურ სულისკვეთებას, მისგან მოპოვებული თავისუფლების განმტკიცებას, ებრძოლოს კონტრ-რევოლუციურ გამოსვლებს, ხოლო მოქალაქენი ვალდებულნი არიან დაეხმარონ მას. რევოლუციის გამარჯვება მოქალაქეებისგან მოითხოვს ქვეყნის ნივთიერ, ფიზიკურ და გონებრივ ამუშავებას, ამიტომ ის მოუწოდებს მოქალაქეებს ხაზინაში შეიტანონ გადასახადები, დეზერტირები გამოცხადდნენ უფროსებთან, ყველამ ატაროს მოწმობა, არ დაარღვიონ საზოგადოებრივი წესრიგი, ვაჭრებმა ხელოვნურად არ გაზარდონ საქონლის ფასი და არ გამოიწვიონ კრიზისი. მისი სიტყვით, ყოველგვარი ურჩობა და განკარგულების შეუსრულებლობა, როგორც ღალატი დაუყოვნებლივ მკაცრად დაისჯება.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N16 დაიბეჭდა ინფორმაცია გაზეთის სასარგებლოდ აგარაკებში ყულაბებით ფულის შეგროვების შესახებ. სურამიდან შემოვიდა 327 მანეთი, შემომწირველები: ნანა ფანჯაკიძე, სონია მურმანოვა, ლუბა ჩინჩალაძე, ქეთო მარუაშვილი, ჭელიძე, ხუნდაძე, ნინა მურბანავა, ჯოჯუა, ბერიშვილი, მამინოვი, ბლიაძე. ცაგერიდან შემოვიდა 127 მან. 66 კაპ. შემომწირველები: შალიკო გოგოლაშვილი, იოსებ ფეიქაროვი, საშა ხიტაროვი, მარკველაშვილი, მოშიაშვილი, ლეუშა. ბორჯომიდან შემოვიდა 552 მანეთი. შემომწირველები იყვნენ: კატია ხაზარაძე, ხიტაროვი, ჯანელიძე, ჩერქეზიშვილი, ვალოდია ხაზარაძე, მიქელაძე, დატებოვი, ანტოშა ხაზარაძე, ხუნდაძე, ვარდო ხოშტარია, თამარა ბერიძე, მეძმარიაშვილი, ქ. ჯანელიძე, მოშიაშვილი. რედაქცია „ხმა ქართველი ქალისა“ მადლობას უხდის აღნიშნულ პირებს დახმარებისათვის.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 20 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N15 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით აქვეყნებს ნ. ვ. ჩაიკოვსკის სიტყვას, რომელიც ამბობს, რომ სოციალისტებს აკისრიათ პასუხისმგებლობა ჯარსა და პროლეტარიატში ერთობის დარღვევაზე. ის ღებულობს რეზოლუციას და მოითხოვს ახალი მთავრობის მხარდაჭერას მის საიერიშო ბრძანებაზე ყველა ფრონტზე და სამხედრო კრებების აკრძალვას ფრონტებზე იერიშის გამოცხადების შემდეგ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N15 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკანასკნელი არეულობის დროს პეტროგრადში, ცარსკოე სელოში, ალექსანდროვის სასახლეში მცხოვრებნი აღელვებულნი იყვნენ, ყოფილი მეფე და დედოფალი დარაჯისგან გებულობდნენ საქმის ვითარებას. სამშაბათს ღამით, როცა არეულობამ მწვავე ხასიათი მიიღო, ყოფილმა იმპერატორმა, ნიკოლოზ რომანოვმა მოითხოვა ცარსკოე სელოს მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს აღმასრულებელი წევრის ნახვა, რაც არ დააკმაყოფილეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N15 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ როცა რუსეთის ჯარმა მტერს ზურგი შეაქცია, კავკასიელები და პოლონელები თავგანწირულად ეკვეთნენ წინ მომავალ გერმანელებს და უკუაგდეს. გენერალი კორნილოვი მათ მადლობას უხდიდათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 ივლისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა“ N 15-ის ცნობით, ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბის ბიუროში, რომლის ხელმძღვანელი იყო კატო მიქელაძე, 22 ივლისიდან კლუბის წევრთათვის იხსნებოდა პროპაგანდისტ ქალთა კურსები.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 20 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N15 გამოქვეყნებულია გულნარა ქაიხოსროს ასული კანდელაკისას განცხადება, რომელიც კურნავს სხვადასხვა დაავადებებს და მსურველთ შეუძლიათ მიმართონ შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, ძველი თბილისის ქუჩა, აპელის სახლები, მიღება დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 ივლისს ქუთაისის სახაზინო პალატამ გასცა ცნობა, რომ დავით არევაძეს ხაზინაში არ ჰქონდა შეტანილი სამხედრო გადასახადი – 12 მანეთი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14-15 ივლისს როსტოვში ჩატარდა სახალხო უფლებამოსილის თავმჯდომარეობით დამფუძნებელი სხდომა, კრებას თავმჯდომარეობდა ჟ. ნ. ზილოვი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14-15 ივლისს როსტოვში ჩატარდა სახალხო უფლებამოსილის თავმჯდომარეობით დამფუძნებელი სხდომა, კრებას ხმის მიცემის უფლებით ესწრებოდა ფ. გ. ბოაჯიევი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14-15 ივლისს როსტოვში ჩატარდა სახალხო უფლებამოსილის თავმჯდომარეობით დამფუძნებელი სხდომა, კრებას ხმის მიცემის უფლებით ესწრებოდა ნ. ი. გრიაზნოი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14-15 ივლისს როსტოვში სახალხო უფლებამოსილის თავმჯდომარეობით ჩატარებულ დამფუძნებელ სხდომას ხმის მიცემის უფლებით ესწრებოდნენ: ლინოვკო პოლოვინეცი, ა. ს. რისი, ო. რ. ზინდერი და მ. ი. ვიშნეგორსკი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14-15 ივლისს როსტოვში სახალხო უფლებამოსილის თავმჯდომარეობით ჩატარებულ დამფუძნებელ სხდომას ხმის მიცემის უფლებით ესწრებოდნენ: ი. ე. ლიბარსკი, ა. გ. პავლოვი და ი. კ. მიკულოვსკი.