საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93145

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში გიორგი მაზნიაშვილმა დაასრულა ვლადიკავკაზის სამხედრო პროგიმნაზია.

1870

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1870 წლის 6 მაისს გორის მაზრის სოფელ სასირეთში.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში გიორგი მაზნიაშვილი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა.

2021

ტიპი: ღონისძიება

2021 წლის 22 მაისს გიორგი კვინიტაძის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, სრული მხედრული პატივით დაკრძალეს თბილისში, მთაწმინდის პანთეონში.

2013

ტიპი: ღონისძიება

2013 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, გენერალ კვინიტაძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

2008

ტიპი: ღონისძიება

2008 წლის 16 აპრილს ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს გიორგი კვინიტაძის სახელი მიენიჭა.

2008

ტიპი: ღონისძიება

2008 წლის 16 აპრილს ქართულ არმიაში დაწესდა გიორგი კვინიტაძის სახელობის მედალი „გენერალი კვინიტაძე“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს გიორგი კვინიტაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს გიორგი კვინიტაძე საბრძოლო დამსახურებისადა სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს გიორგი კვინიტაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს გიორგი კვინიტაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს გიორგი კვინიტაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს გიორგი კვინიტაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი კვინიტაძე 1917 წლის 27 სექტემბერს წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 31 ივლისს გიორგი კვინიტაძე საბრძოლო დამსახურებისადა სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა გიორგის ოქროს იარაღით დააჯილდოვეს.

1999

ტიპი: ავტორობა

1999 წელს ქართულად ითარგმნა და გამოიცა გიორგი კვინიტაძის ნაშრომი „საქართველოს დამოუკიდებლობის წლები. 1917-1921“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან გიორგი კვინიტაძე მთავრობის წევრებთან, მეუღლესთან, შვილებსა და შვილების ძიძასთან ერთად წავიდა ემიგრაციაში და იმყოფებოდა ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ – საბერძნეთში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22-23 თებერვალს ბოლშევიკებმა შეტევა გააძლიერეს და თბილისი ალყაში მოქცევის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ქართული ჯარის სიმცირემ, მოწინააღმდეგის დიდმა რიცხობრივმა უპირატესობამ და რეზერვების უქონლობამ მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე აიძულა თბილისი დაეტოვებინა და თავდაცვის ზღუდე უფრო ხელსაყრელ მდებარეობაზე მოეწყო, რაც ვერ მოხერხდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 16 თებერვალს მთავარსარდლად დანიშვნისთანავე გიორგი კვინიტაძემ გამოიხმო საზღვრიდან გადარჩენილი ნაწილები, მას სარეზერვო ქვედანაყოფები და სამხედრო სკოლის იუნკრები დაუმატა და თბილისის დაცვის მოწყობას შეუდგა. დაცვა იმდენად ეფექტურად იყო ორგანიზებული, რომ სამჯერ მეტმა მტერმა ქართველების თავდაცვითი ხაზის გარღვევა ვერ შეძლო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 16 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიის საქართველოზე თავდასხმისას გიორგი კვინიტაძე ქართული არმიის მთავარსარდლად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის შემოდგომის გამოსაშვებ საღამოზე იუნკრებმა გიორგი კვინიტაძეს ოქროთი მოჭედილი ხანჯალი მიართვეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის შემოდგომაზე გიორგი კვინიტაძე გადადგა მთავარსარდლისა და სამხედრო სკოლის უფროსის თანამდებობიდან, თუმცა დარჩა სკოლაში ტაქტიკის და სამხედრო ისტორიის მასწავლებლად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ლაგოდეხში ბოლშევიკების მიერ შეცდომაში შეყვანილი ჯარის ნაწილების აჯანყება გიორგი კვინიტაძემ უსისხლოდ ჩაახშო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც ინგლისმაჯარები გაიყვანა ბათუმის ოლქიდან, 7 ივლისს გიორგი კვინიტაძის სარდლობით ქართული ჯარის ნაწილები შევიდნენ ბათუმის ოლქში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის ივნისში ცხინვალის რეგიონში რუსი ბოლშევიკების ინიცირებით მოხდა ოსების აჯანყება. მათ დაამარცხეს მთავრობის მცირე რაზმი და ქალაქი ცხინვალი დაიკავეს. გიორგი კვინიტაძის აქტიური საომარი მოქმედებით ქართველებმა იოლად აიღეს ცხინვალი და 21 ივნისს როკის უღელტეხილი დაიკავეს.