საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89920

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და საბოლოო რედაქციით დაამტკიცეს კანონი საქარხნო ინსპექციის გაუქმების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და საბოლოო რედაქციით დაამტკიცეს მთავრობის წინადადება დაწესებულებათა ლიკვიდაციასთან დაკავშირებული დეკრეტის გამოცემის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 ივლისს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი შალვა დისიონის ძე ახვლედიანი განცხადებით მიმართავს განათლების მინისტრს, რომ დაასაქმოს თავის უწყებაში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვეჯინის განყოფილების დამაარსებელთა კრებაზე საწევროს შეტანის საკითხი განიხილეს. გადაწყვიტეს, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებაში ოცდათორმეტი მანეთი შეეტანათ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილი და მდივანი ბესო ფურცელაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვეჯინის განყოფილების დამაარსებელთა კრებაზე სამკითხველოს საკითხი განიხილეს. აირჩიეს კომისია, რომლის წევრებიც კოლა ყალაბეგაშვილი, ლევან სონღულაშვილი და ბესო ფურცელაძე იყვნენ. მათ სამკითხველოსთვის ბინის პოვნა და მოწყობა დაევალათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 ივლისს სოფელ ვეჯინის განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ საზოგადოების წევრობის მსურველი 32 პირი მიეღოთ და განყოფილების დაარსების ნება მიეცათ. წერილს ხელს აწერენ ვეჯინის განყოფილების დამაარსებელთა დროებითი გამგეობის თავმჯდომარე იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილი და მდივანი ბესო ფურცელაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვეჯინის განყოფილების დამაარსებელთა კრებას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილი, კოლა ყალაბეგაშვილი, მღვდელი იოსებ ილიას ძე მაჭავარიანი, ნანა ივანეს ასული ჩიტოშვილისა, ლევან სონღულაშვილი, ანეტა დიმიტრის ასული ანდრონიკაშვილი და ბესო ფურცელაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ და გერმანიის წარმომადგენლობამ საკუთარ თავზე აიღეს შავი ზღვის სავაჭრო და საგზაო ფლოტის გემთა ხელშეუხებლობა, აგრეთვე ფოთსა და შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროების ნავსადგურებს შორის რეისების მოწესრიგება. ამის გამო რუსეთის ეროვნულმა საბჭომ თავისი წარმომადგენელი ნ. ეზერსკი გაგზავნა, რომელსაც დაევალა უზრუნველეყო რუსი ლტოლვილების ფოთიდან გამგზავრების საქმე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: სამსონ დადიანი, გერასიმე ქიქოძე, კოტე მაყაშვილი, დამხმარე იყო გიორგი ნანეიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა სამსონ დადიანი, მდივნობდა საქმისმწარმოებელი დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე დამფუძნებელი კრების წევრმა, იურისტმა სამსონ პლატონის ძე დადიანმა წაიკითხა 17-მუხლიანი პროექტი რესპუბლიკის ჯარის დებულებისა. გაიმართა კამათი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 ივლისს მიიღეს ინსტრუქცია საქართველოს რესპუბლიკის კანონის – შტატგარეშე (სალიკვიდაციო) გასამრჯელოს შესახებ – შესრულების შესახებ. ხელს აწერს შრომის მინისტრის მოადგილე გიორგი ერაძე, ადასტურებს სამინისტროს საქმეთა მმართველი ილია გოლდმანი.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის ზაფხულში ცნობილი მოღვაწე, ქართველი მაჰმადიანი მემედ აბაშიძე, რომელიც ბათუმის აღების დროს ოსმალებმა შეიპყრეს და სტამბოლში გადაასახლეს, თბილისში ჩამოვიდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს განათლების მინისტრმა მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს, რომ სომეხთა ეროვნული საბჭოს წარმომადგენლის, ტიგრანიანის პროტესტი ყოფილი სამოსწავლო ოლქის ლიკვიდაციის წესის წინააღმდეგ უკვე გაუგზავნა და ახლა უგზავნის ისეთივე პროტესტს აზერბაიჯანის რესპ. წარმომადგენლის გამიდ-ბეკ შახტახტინსკისას. სასწავლო კომისარიატის ლიკვიდაცია უკვე ხორციელდება კომისარ იშკოვის ხელმძღვანელობით, რომელსაც წინადადება მიეცა, აზერბაიჯანის საქმეები აზერბაიჯანის კანონიერ რწმუნებულს გადასცეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და იაკობ სოლომონის ძე ღულაძე სკოლების გაეროვნულების საკითხთან დაკავშირებით მიიწვია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს კრება ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით, რომელზეც მუხლობრივად განიხილეს და დაამტკიცეს კანონი მილიციაში მოსამსახურეთათვის საშტატო ჯამაგირის გაზრდის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სამხედრო კომისიის წევრად ვლადიმერ გობეჩიას ნაცვლად აირჩიეს ივანე გობეჩია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე საფინანსო კომისიის წევრად აირჩიეს ილია კაკაბაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე მუშათა კომისიის წევრად ლეო შენგელიას ნაცვლად ვასილ ბარბაქაძე აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიის წევრად ივანე ჩერგეზიშვილის ნაცვლად ნიკოლოზ ჩიგოგიძე აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრად ნიკო ნიკოლაძის ნაცვლად ალექსანდრე ასათიანი აიჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ჯანმრთელობის კომისიის წევრად დიმიტრი ჯავახიშვილის ნაცვლად ვასილ წერეთელი აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიის წევრად დიმიტრი ჯავახიშვილის ნაცვლად ალექსანდრე ასათიანი აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დავით ონიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის განცხადება: 1. მთავრობას დაევალა საერობო არჩევნების დროებით გადადება 2. ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიას დაევალა შესწორების შეტანა ამიერკავკასიის კომისიის მიერ დამტკიცებულ დებულებაში, რომელიც ეხება საერობო დადგენილებებს ამიერკავკასიაში და სასოფლო, სამაზრო და საგუბერნიო საერობო ხმოსნების არჩევას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დავით ონიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო მთავრობის წინადადება დეკრეტის გამოცემის შესახებ, რომლითაც მთავრობას მიენიჭებოდა უფლება იმ დაწესებულებათა ლიკვიდაციისა, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს, რუსეთისა და ამიერკავკასიის საერთო დაწესებულებების სახელით ფუნქციონირებდნენ. ეს წინადადება იურიდიულ კომისიას გადაეცა განსახილველად.