საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88128

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ დავითის ასული ალხაზაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ილია სოლომონის ძე ალხაზაშვილის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „საზღვაო საქმეზედ“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას წერილი „ომი თუ მშვიდობიანობა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ს. დარიანის (სერგი დანელია) ფელეტონი „შრომის ნატურალიზაცია“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვასილ ბარნოვის ახალი რომანი „ხაზართა სასძლო“ ქართულმა ბეჭდვითმა ამხანაგობამ შეიძინა და მოკლე ხანში ცალკე ტომად გამოიცემოდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის „წერ. რედაქციისადმი“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 6 აპრილს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე განიხილეს ფ. შიმანოვსკის მოხსენება ამიერკავკასიაში აბრეშუმის გავრცელების შესახებ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 აპრილს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ივანე ხატისოვმა დამსწრე საზოგადოებას „რუსული შამპანიის“ ღვინო გაასინჯა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის აპრილში თბილისში ცხენის ჭირთან საბრძოლველად საგუბერნიო ვეტექიმი ბოლოტოვი მოიწვიეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 11 აპრილის „დროებაში“ დაიბეჭდა გიორგი ბებურიშვილის წერილი სენაკის ხაზინადრისა და მისი მოადგილის შესახებ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 10 აპრილის „დროებაში“ პაციენტების მიღებასთან დაკავშირებით, ვ. როზენბერგის განცხადება დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 10 აპრილის „დროების“ ცნობით, ვ. ს. როზენბერგი კბილის ექიმი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 10 არილის „დროების“ ცნობით, თ. ავალიშვილი ადვოკატი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 10 არილის „დროების“ ცნობით, თ. ავალიშვილი გ. ყარანგოზიშვილის ადვოკატი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 10 არილის „დროების“ ცნობით, თბილისის მომრიგებელ სამსაჯულოში გ. ყარანგოზიშვილის და ქრისტეფორე თაიროვის საქმე განიხილეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 8 აპრილის „დროების“ მეშვეობით, მარიამ და ლუარსაბ მაღალაშვილებმა საზოგადოებას მათი შვილის, გიორგის გარდაცვალება აცნობეს.

1885

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1885 წლის 8 აპრილის „დროების“ ცნობით, მარიამ დიმიტრის ასული მაღალაშვილისა და ლუარსაბ მაღალაშვილი ცოლ-ქმარი იყვნენ.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 12 აპრილის „დროების“ ცნობით, კირილე ლორთქიფანიძე ქუთაისის ურთიერთშორის ნდობის საზოგადოების ბანკის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 13 აპრილის „დროების“ ცნობით, ქართულ დრამატულ დასს 15 აპრილს ალექსანდრე ყაზბეგის (მოჩხუბარიძის) კომედია „ცხოვრების თანამგზავრი“ უნდა წარმოედგინა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს გიგო დიდიამ სოფელ გულეიკარში სკოლა გახსნა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 14 აპრილის „დროებაში“ პარმენ თვალჭრელიძის ლექსი „გაზაფხული“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის 8 აპრილის „დროების“ ცნობით, გიორგი ლუარსაბის ძე მაღალაშვილი გარდაიცვალა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 12 აპრილის „დროების“ მეშვეობით მიხეილ და დიმიტრი მელიქიშვილებმა ნაცნობებსა და ნათესავებს შეატყობინეს, რომ მათი და, თამარი გარდაიცვალა.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის 12 აპრილის „დროების“ ცნობით, გარდაიცვალა თამარ მელიქიშვილი.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 12 აპრილის „დროების“ ცნობით, ი. ბოლე მეაბრეშუმეთა დირექტორი იყო.