რეგისტრირებული ფაქტები88126
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, საგურამოს სკოლის რევიზია გრიგოლ მაჭავარიანს მიენდო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ატენისა და ვარიანის სკოლების რევიზია საოსტატო სემინარიის ქართული ენის პედაგოგ კირილე ივანეს ძე არველაძეს მიენდო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, სოხუმის სკოლის რევიზია პეტრე გიორგის ძე ჭარაიას მიენდო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ბათუმის სკოლის რევიზია ილია ივანეს ძე ფერაძეს მიენდო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ზუგდიდისა და მოიდანახის სკოლების რევიზია ზუგდიდის მაზრის სახალხო სკოლების ინსპექტორ ვლადიმერ გაგუას მიენდო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, თელავის სკოლის რევიზია გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს მიენდო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოების სკოლებს არ ჰყავდა მეთვალყურე. სკოლების დათვალიერება ადგილობრივ მცოდნე პირებს მიენდო, სიღნაღის მაზრის, ნუკრიანისა და შრომის სკოლების რევიზია კი – ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომა ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობით, რომელზეც ფინანსთა მინისტრს დაევალა ეროვნული საბჭოს მიერ მოთხოვნილი თანხების ფინანსური უზრუნველყოფა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ევროპაში წამსვლელი დელეგაციის თავმჯდომარედ გრიგოლ გიორგაძე აირჩიეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კახეთის რკინიგზის კომისრად დაინიშნა ნიკოლოზ ქარცივაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კახეთის რკინიგზის კომისარს, ნიკოლოზ ქარცივაძეს დაენიშნა ხელფასი თვეში 750 მანეთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი, პავლე საყვარელიძე, იესე ბარათაშვილი. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ გრიგოლ გიორგაძე, ვლადიმერ ახმეტელაშვილი და როსტომ ყაზბეგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მზრუნველობის სექციის გამგედ მიხეილ მაჩაბელი დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი, პავლე საყვარელიძე, იესე ბარათაშვილი. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე მოისმინეს და მცირე შესწორებებით მიიღეს ევროპაში წამსვლელი დელეგაციისათვის შედგენილი ინსტრუქციის პროექტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი, პავლე საყვარელიძე, იესე ბარათაშვილი. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე ევროპაში წამსვლელი დელეგაციისათვის გამოიყო 50 000 მანეთი, ხოლო, უკრაინაში წამსვლელი დელეგაციისათვის – 14 000 მანეთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი, პავლე საყვარელიძე, იესე ბარათაშვილი. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე გაიმართა დისკუსია კახეთის რკინიგზის მოსამსახურეთა ხელფასების გაზრდის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მზრუნველობის სექციის წევრებად დაინიშნენ პართენ გოთუა, ვასილ ყიფიანი, რევაზ გაბაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, იესე ბარათაშვილი, ივანე გომართელი, გერ. ქიქოძე, პავლე საყვარელიძე, გიორგი ცინცაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა რევაზ გაბაშვილი; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, დავით ახმეტელაშვილი, ავთანდილ კვიტაშვილი, გიორგი ბაქრაძე. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 მარტს პოლიკარპე ლუკას ძე ბახტაძე ხონის ქალთა გიმნაზიის მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
სახალხო მილიციის უფროსის ვლადიმერ სულაქველიძის განკარგულებით დააპატიმრეს ქალაქის კომენდანტი კაპიტანი ალექსანდრე ქრისტეფორეს ძე ცქიტიშვილი და მისი ადიუტანტი ბაგრატ კიმოთეს ძე გვამბერიძე, რომლებიც 1918 წლის 19 მარტს მთვრალები შესულან მილიციის უფროსთან და „ანგარიშების“ გასწორება მოუთხოვიათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი პეტრე ალექსანდრეს ძე შვეიკოვსკი ქალაქ გროზნოს ნოტარიუსად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ა. მ. შარაფიანი ვაჭრობისა და მრეწველობის კომისტრის ამხანაგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქაზახის ნოტარიუსი მაჰმუდ-ბეგ ალიბეკოვი თბილისის ნოტარიუსად დაინიშნა.

