საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები79625

1980

ტიპი: გარდაცვალება

მიხეილ მრევლიშვილი გარდაიცვალა 1980 წლის 1-ელ მარტს.

1980

ტიპი: ღონისძიება

1980 წლის 25 თებერვალს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბიბლიოთეკას გაუგზავნა „საქართველოს ხელოვნების ისტორია“ პოლონურ ენაზე.

1980

ტიპი: ავტორობა

1980 წელს მარიამ ყაუხჩიშვილმა ქრისტინე შარაშიძეს აკაკი წერეთლის იუბილესთან დაკავშირებით მისალოცი ტექსტის დაწერა და ქუთაისში გამართულ საღამოზე სკოლის სახელით წაკითხვა დაავალა.

1980

ტიპი: ღონისძიება

1980 წელს იოსებ ბართლომეს ძე მეგრელიძე საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე გახდა.

1980

ტიპი: ავტორობა

1980 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვარშავაში დაწერა მოგონება „...1907 წლის ზაფხულის დღე იყო...“.

1980

ტიპი: თანამდებობა

1980-იან წლებში ციცი ბუქურაული საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე იყო.

1980

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1980 წელს სულხან ივანეს ძე ნასიძეს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1980

ტიპი: ავტორობა

1980 წელს გამოქვეყნდა კლავდია დევდარიანის ბიოგრაფიული რომანი „ყმაწვილკაცობა მემატიანისა”.

1980

ტიპი: ავტორობა

1980 წელს გამოქვეყნდა სოლომონ ხუციშვილის ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევი „მანათობელი”.

1979

ტიპი: გარდაცვალება

გიორგი კაჭახიძე გარდაიცვალა 1979 წლის 2 დეკემბერს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1979

ტიპი: ავტორობა

1979 წლის 9 სექტემბერს მიხეილ კვალიაშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს პოლიტიკური შინაარსის წერილი გაუგზავნა.

1979

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1979 წლის 6 ივლისს მიხეილ კვალიაშვილი 78 წლის გახდა.

1979

ტიპი: გარდაცვალება

ბორის ჩხეიძე გარდაიცვალა 1979 წლის 22 აპრილს თბილისში.

1979

ტიპი: გარდაცვალება

არნო ონელი გარდაიცვალა 1979 წლის 23 თებერვალს. დაკრძალულია თბილისში.

1979

ტიპი: ღონისძიება

1979 წელს მიხეილ კვალიაშვილს ექიმებმა პოზნანიდან საქართველოში მგზავრობა აუკრძალეს.

1979

ტიპი: ღონისძიება

1979 წელს გივი გიორგის ძე ჟორდანიამ საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიიღო.

1979

ტიპი: ავტორობა

1979 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვარშავაში ერთ-ერთ პოლონურ გაზეთს თავისი თარგმნილი ვაჟა-ფშაველას „გოგოთურ და აფშინა“ გადასცა დასაბეჭდად, მაგრამ ტექსტი 4 წლის შემდეგ, 1983 წელს, გამოქვეყნდა.

1979

ტიპი: თანამდებობა

1979 წელს გრიგოლ გრიგოლის ძე აბაშიძე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.

1979

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1979 წელს ბიძინა ალექსანდრეს ძე კვერნაძეს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1979

ტიპი: განათლება

1979 წელს რომანოზ ვასილის ძე ფერაძეს გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

1979

ტიპი: ავტორობა

1979 წელს გამოქვეყნდა სოლომონ ხუციშვილის ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევი „ქართული პუშკინიანა”.

1979

ტიპი: ავტორობა

1979 წელს გამოქვეყნდა გიორგი სამხარაძის პოეტური კრებული „სიახლოვე”.

1978

ტიპი: თანამდებობა

1978 წელს გამოსული ჟურნალ „საისტორიო მოამბის“ 37-38-ე ტომის რედაქტორი იყო ა. მანელაშვილი.

1978

ტიპი: ავტორობა

1978 წელს გამოქვეყნდა ანდრო ლომიძის „მოთხრობები“.

1978

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1978 წელს ჯანსუღ ავდიდის ძე ჩარკვიანს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.