რეგისტრირებული ფაქტები77961
სორტირება თარიღი კლებადობით
1994
ტიპი: გარდაცვალება
ალექსანდრე ბარამიძე გარდაიცვალა 1994 წლის 30 დეკემბერს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
1993
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1993 წელს რევაზ ანდრიას ძე ჯაფარიძეს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.
1992
ტიპი: გარდაცვალება
მაყვალა მრევლიშვილი გარდაიცვალა 1992 წლის 5 სექტემბერს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
1992
ტიპი: გარდაცვალება
ირაკლი აბაშიძე გარდაიცვალა 1992 წლის 14 იანვარს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
1991
ტიპი: ღონისძიება
1991 წლის იანვარში ნატო ციციშვილს გოჩა შათირიშვილმა ვარშავიდან ნიკოლოზ მათიკაშვილის წერილი ჩაუტანა.
1990
ტიპი: გარდაცვალება
1990 წლის 11 ნოემბერს ალექსანდრე სულხანიშვილი აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.
1990
ტიპი: გარდაცვალება
1990 წლის ნოემბერში ემიგრაციიდან სამშობლოში 18 დღის დაბრუნებული ალექსანდრე სულხანიშვილი გარდაიცვალა.
1990
ტიპი: ღონისძიება
1990 წლის 19 ოქტომბერს ალექსანდრე სულხანიშვილი პაატა ნაცვლიშვილთან ერთად სან-ფრანცისკოდან საქართველოში დაბრუნდა.
1990
ტიპი: ღონისძიება
1990 წლის 27 ივნისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმს პოლონური „PRZEGLAD ORIENTALISTYCZNY” გადასცა.
1990
ტიპი: ღონისძიება
1990 წლის 27 ივნისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმს 1990 წლის აპრილში პარიზში გამოსული ჟურნალ „ივერიის“ 34-ე ნომერი გადასცა.
1990
ტიპი: ღონისძიება
1990 წლის 26 ივნისს ლალი ცომაია ციცი ბუქურაულთან ერთად პოლონეთში, ზალესიე-დოლეში, 89 წლის ნიკოლოზ მათიკაშვილს ეწვია და მისი არქივის ერთი ნაწილი საქართველოში წამოიღო.
1990
ტიპი: ღონისძიება
1990 წელს პაატა ნაცვლიშვილი საშა სულხანიშვილის საქართველოში ჩამოსაყვანად სან-ფრანცისკოში ჩავიდა.