საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80350

1861

ტიპი: გარდაცვალება

1861 წლის 15 მაისს ნახშირღელის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ სვიმონის ძე კლდიაშვილი გარდაიცვალა.

1861

ტიპი: გარდაცვალება

1861 წლის 6 მარტს ჭაგნის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ შენგელია გარდაიცვალა.

1861

ტიპი: გარდაცვალება

1861 წლის 4 მარტს სოფ. მაქათუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი დავით თედორეს ძე ბლუაშვილი გარდაიცვალა.

1861

ტიპი: გარდაცვალება

1861 წლის 15 თებერვალს თლუ­ღის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელ­ი სტეფანე გიორგის ძე გურგენიძე გარდაიცვალა.

1861

ტიპი: გარდაცვალება

1861 წლის 8 თებერვალს ოფეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი მღვდელ-მონაზონი გერასიმე (ცინცაძე) გარდაიცვალა.

1861

ტიპი: გარდაცვალება

1861 წლის 19 იანვარს გო­რი­სუბ­ნის წმ. ბარ­ბა­ლეს ეკლესიის მღვდელი იოვანე კაციას ძე ფოფხაძე გარდაიცვალა.

1861

ტიპი: გარდაცვალება

1861 წლის 19 იანვარს ბა­რე­უ­ლის მა­ცხოვ­რის ეკლესიის მღვდელი იოვანე კაციას ძე ფოფხაძე გარდაიცვალა.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861 წელს თბილისის საჯარო საზოგადო ბიბლიოთეკის გამგე იყო ადოლფ პეტრეს ძე ბერჟე, რომელმაც ბიბლიოთეკის სისტემატური და ანბანური ნაწილისაგან შემდგარი კატალოგი გამოსცა.

1861

ტიპი: ღონისძიება

1861 წელს გრიგოლ მოსეს ძე პეტრიაშვილი მღვდლად აკურთხეს.

1861

ტიპი: ავტორობა

1861 წელს ილია ჭავჭავაძემ დაწერა ლექსი „ალექსანდრე ჭავჭავაძე“ და გამოაქვეყნა ჟურნალ "ცისკარი"-ში.

1861

ტიპი: ავტორობა

1861 წელს ილია ჭავჭავაძემ სოლომონ ჭავჭავაძეს გაუგზავნა, რომელშიც სწერდა, რომ მზად იყო, ნებისმიერ დროს დაეწერა ჯვარი მის ქალიშვილზე, თან 500 მანეთის გაგზავნას სთხოვდა.

1861

ტიპი: ავტორობა

1861 წელს ილია ჭავჭავაძემ სოლომონ ჭავჭავაძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვდა, მისი სახნავები და ვენახები გაეზომათ და მონაცემები მსახური ბიჭის ხელით მისთვის გაეგზავნათ, რადგან განზრახული ჰქონდა, იოსებ წილოსანის ვალი სახელმწიფო „პრიკაზში“ გადაეტანა.

1861

ტიპი: ორგანიზაცია

1861 წელს ილია ჭავჭავაძე ცდილობდა, დაეარსებინა ლიტერატურული საზოგადოება, რომლის მიზანი ხალხში ქართული წერა-კითხვისა და წიგნების გავრცელება იქნებოდა, მაგრამ ნებართვის მიღება გაუჭირდა.

1861

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1861 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისიდან ყვარელში გაემგზავრა.

1861

ტიპი: განათლება

1861 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგის სასწავლებლიდან გარიცხეს და მისცეს მოწმობა,რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

1861

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1861 წელს ილია ჭავჭავაძემ გადაიხადა 3000 მანეთი ვალი, რომელიც მის ოჯახს გრიგოლ ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ დარჩა.

1861

ტიპი: ავტორობა

1861 წელს ილია ჭავჭავაძის კრიტიკული სტატიის „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგამ „შეშლილის“ თარგმანზედა“ საპასუხოდ ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნდა ბარბარე ერისთავი ჯორჯაძის, რევაზ ერისთავისა და გიორგი ბარათაშვილის წერილები.

1861

ტიპი: ავტორობა

1862 წელს ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა მამების თაობასთან გამართულ პოლემიკაში ილია ჭავჭავაძის მხარდამჭერთა ორი წერილი, ორივე „თერგდალეულის“ ხელმოწერით – კირილე ლორთქიფანიძის „წიგნი მიწერილი რედაქტორთან ექვთიმე წერეთლისა“ და სამსონ აბაშიძის „რამდენიმე სიტყვა ზემოური იმერლის გორისელის სტატიაზედ".

1861

ტიპი: ავტორობა

1861 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან მიიღო ნიკო ღოღობერიძის ბარათი, რომელშიც ის წერდა, რომ სტუდენტები გამოცდების შემდეგ დაიწყებდნენ ანბანის შედგენაზე მუშაობას და თავდაპირველად წიგნის 2000-იანი ტირაჟით გამოცემას სთავაზობდა.

1861

ტიპი: ავტორობა

1861 წელს ილია ჭავჭავაძემ ნიკო ღოღობერიძეს პეტერბურგში გაუგზავნა წერილი იმის შესახებ, რომ მას და მის თანამოაზრეებს ხალხის განათლების ასამაღლებლად სკოლის გახსნა და სახელმძღვანელოების გამოცემა ჰქონდათ გადაწყვეტილი, რისთვისაც თავდაპირველად ანბანის შესასწავლი წიგნის დაბეჭდვას აპირებდნენ.

1861

ტიპი: განათლება

1861 წელს ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკაშვილი პეტერბურგის კადეტთა კორპუსში სწავლობდა.

1861

ტიპი: თანამდებობა

1872 წელს ჩატარებულ თავადაზნაურობის კრებაზე ბანკის წესდების შემმუშავებელმა კომიტეტმა ილია ჭავჭავაძეს დააკისრა ფუნქციები ზედამხედველი კომიტეტისა, რომლის მოვალეობასაც შეადგენდა ბანკის დაარსება. ასევე აირჩიეს ბანკის მმართველად და მიანდეს დირექტორების დასახელება. ილიამ დიმიტრი ყაზბეგი და დავით ყიფიანი აირჩია.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861-93 წლებში გაბრიელ მოსეს ძე მახარაშვილი სოფ. ახალსოფლის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861-69 წლებში გერასიმე ნიკოლოზის ძე ხუსკივაძე არგვეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.