რეგისტრირებული ფაქტები79625
სორტირება თარიღი კლებადობით
1985
ტიპი: თანამდებობა
1985-1991 წლებში მიხეილ სერგეის ძე გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტი იყო.
1985
ტიპი: ღონისძიება
1985-1991 წლებში საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის მიერ განხორციელებულმა რეფორმამ დაასრულა „ცივი ომი“, ამასთან დასრულდა კომუნისტური პარტიის ჰეგემონიაც და საბჭოთა კავშირი დაიშალა.
1985
ტიპი: ღონისძიება
1985 წელს ბიძინა ალექსანდრეს ძე კვერნაძე შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
1985
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1985 წელს ჯანსუღ ავდიდის ძე ჩარკვიანს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატია წოდება მიენიჭა.
1984
ტიპი: გარდაცვალება
ნიკოლოზ აგიაშვილი გარდაიცვალა 1984 წლის 22 ნოემბერს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
1984
ტიპი: თანამდებობა
1984-1994 წლებში ალექსანდრე ჭიჭინაძე ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერი იყო.
1983
ტიპი: გარდაცვალება
ელიზბარ ზედგინიძე გარდაიცვალა 1983 წლის 9 ოქტომბერს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
1983
ტიპი: ღონისძიება
1983 წლის 10 აპრილს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში გაუგზავნა „ვეფხისტყაოსანი“, რაფიელ ერისთავის თხზულებები, „არსენა მარაბდელი“ და გიორგი ლეონიძის ლექსები.
1983
ტიპი: ავტორობა
1983 წლის 10 აპრილს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ გრიგოლ ფერაძის ბიბლიოთეკა, ათონის ქართული მონასტრიდან ჩამოტანილი ხელნაწერი წიგნები, სამღვდელო მოსასხამი, საბეჭდი მანქანა ქართული, რუსული და ინგლისური ანბანით და მისი სხვა ნივთები რუსულმა ეკლესიამ წაიღო.
1983
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1983 წელს სან-ფრანცისკოში ალექსანდრე სულხანიშვილის პენსია თვეში 680 დოლარი იყო.
1983
ტიპი: ღონისძიება
1983 წელს ალექსანდრე სულხანიშვილმა სან-ფრანცისკოში კოლაუ ნადირაძის ლექსების კრებული მიიღო.
1983
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1983 წელს ძმები ნოშრევან და მირიან გალაშვილები სანტა-როზაში ცხოვრობდნენ.