საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89553

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, კბილის ექიმი პ. ა. ქაჯაია პაციენტებს თუმანოვის 17 ნომერში დილის 9 სთ-დან საღამოს 19 სთ-მდე იღებდა.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქუთაისში „კიწმარიშვილის და ამხანაგობის“ თესლის გამყიდველი მაღაზია ფუნქციონირებდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სილოვან თოიძე სამედიატორო სასამართლოში იწვევდა გაზეთის პუბლიკაციების ავტორს „ბუკს“. ს. თოიძის მეიდატორები იქნებოდნენ პედაგოგები: გიორგი ქილიფთარი და ნანიკო მჟავანაძე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს იროდიონ ევდოშვილი გაზეთ „ახალ სხივში“ ბუკის ფსევდონიმით პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 16 მარტს ქუთაისის თეატრში გაიმართებოდა ვლ. ალექსი-მესხიშვილის სპექტაკლები: „შავი ბერი“ და „სიკვდილი ნაპოლეონისა“

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისის დრამატული დასი 18 და 19 მარტს ფოთში წარმოადგენდა სპექტაკლებს: „ჰამლეტი“ და „ურიელ აკოსტა“. დასის წევრები: თ. მდივანი, ბ. რიონელი, პ. შოთაძე, ვლ. ალექსი-მესხიშვილი, კ. მესხი, ი. ზარდალიშვილი, თ. ივანიძე, ვ. ურუშაძე, ი. ჟივაძე, მ. მატარაძე, ბ. ბეგლარიძე, ა. ალექსიძე, ი. გრიშაშვილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისის დრამატული დასი 17 მარტს სამტრედიის რკინიგზის თეატრში წარმოადგენდა სპექტაკლს „ჰამლეტი“. დასის წევრები: თ. მდივანი, ბ. რიონელი, პ. შოთაძე, ვლ. ალექსი-მესხიშვილი, კ. მესხი, ი. ზარდალიშვილი, თ. ივანიძე, ვ. ურუშაძე, ი. ჟივაძე, მ. მატარაძე, ბ. ბეგლარიძე, ა. ალექსიძე, ი. გრიშაშვილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისის დრამატული დასი 13 მარტს ქუთაისში წარმოადგენდა სპექტაკლებს: „ჰამლეტი“ და „ურიელ აკოსტა“. დასის წევრები: თ. მდივანი, ბ. რიონელი, პ. შოთაძე, ვლ. ალექსი-მესხიშვილი, კ. მესხი, ი. ზარდალიშვილი, თ. ივანიძე, ვ. ურუშაძე, ი. ჟივაძე, მ. მატარაძე, ბ. ბეგლარიძე, ა. ალექსიძე, ი. გრიშაშვილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისის დრამატული დასი 11 და 12 მარტს ჭიათურაში წარმოადგენდა სპექტაკლებს: „ჰამლეტი“ და „ურიელ აკოსტა“. დასის წევრები: თ. მდივანი, ბ. რიონელი, პ. შოთაძე, ვლ. ალექსი-მესხიშვილი, კ. მესხი, ი. ზარდალიშვილი, თ. ივანიძე, ვ. ურუშაძე, ი. ჟივაძე, მ. მატარაძე, ბ. ბეგლარიძე, ა. ალექსიძე, ი. გრიშაშვილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, რუსეთის დუმის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ და შრომის ჯგუფმა პროტესტი გამოუცხადეს თავმჯდომარე ს. შიდლოვსკის, რომელმაც ნება დართო პურიშკევიჩს ლანძღვით მოეხსენიებინა მოსწავლე-ახალგაზრდობა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაიმართა კავკასიელ ქალთა საზოგადო კრება, სადაც განიხილეს საროსკიპოებისა და ვენდაავადებათა საკითხი. კრებას თავმჯდომარეობდა თარხანოვისა, მონაწილეობდნენ: ისტამანოვი და შერბანინა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გარდაიცვალა განმათავისულებელი მოძრაობის მებრძოლი გრიგოლ კალანდაძე.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ნაგურსკიმ და დ. ყიფიანმა ჟურნალისტთა საზოგადოების მიერ არჩეულ პატივის აღმდგენ სასამართლოდან სპასსკი და მამულაიშვილი გადააყენეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 9 მარტს მე-8 საპოლიციო უბანში კ. ზ. რევაზოვი დააკავეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ა. ნ. ლისოვსკი სახალხო უნივერსიტეტში წაიკითხავდა ლექციას „მე-19 საუკუნის შესავალი და საფრანგეთის დიდი რევოლუცია“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისში ლვოვ-რაგოჩევსკის ელოდნენ, რომელიც წაიკითხავდა 3 ლექციას თემაზე: „მ. გორკი და ბალმონტი“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ა. გ. რჩეულოვმა თავადაზნაურთა დეპუტატების საკრებულოში ქართული თეატრის იჯარით აღების თაობაზე განცხადება შეიტანა. იჯარის სახით ის 14 000 მანეთს იძლეოდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ნიგოითსა და საჯავახოს სადგურებს შორის მატარებელზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა, რომლის დროსაც გარდაიცვალნენ: მეგრელიშვილი, სტროგანოვი, ჟურავლიოვი, ხომენკო და შვარაშეინიკოვი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ვლადიკავკაზში მეცხვარეთა კავშირის თავმჯდომარე მამონტოვი დაატუსაღეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მოსკოვის საგანგებო საქმეთა გამომძიებლის განკარგულებით ვოლკონსკი პეტერბურგში დააპატიმრეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სამსახურიდან დათხოვნილმა „გოროდავოიმ“ ბოქაული პადეისკი მსუბუქად დაჭრა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქ. პოლტავის საგანგებო საქმეთა გამომაძიებელმა ო. ვოზნესესკიმ პოლიტიკური დანაშაულისთვის მღვდელი პროკოპოვიჩი დაატუსაღა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ავჭალის N34-ში კბილის ექიმი რომანაშვილ-დგებუაძისა პაციენტებს 2-დან 6 საათამდე იღებდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გამოვიდა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, რომელშიც ედმონ როსტანის პიესა „შანტეკლე“ დაიბეჭდა. რედაქტორ–გამომცემელი იოსებ იმედაშვილი.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ნ. ი. ბოზარჯიანცის სახლი მყიდველებს უმარლესი ხარისხის პაპიროსებს „ივან და მარის“ სთავაზობდა.