საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82929

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ნათაძის პიესა „აი, ახლა კი დავწინაურდი“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისის მოურავ დავით ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ საბჭოს კრებაზე ქალაქის გამგეობის წევრები აირჩიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის სტატია ლევან ბატონიშვილის შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მარიამ მარკოზის ასული ტყემალაძის (მარიჯანის) ლექსი „მოგონება“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ აბრამიშვილის სტატიის „ღამის მგოსანი (გალაკტიონ ტაბიძის ლექსები)“ III ნაწილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 სექტემბერს სახალხო თეატრში კონსტანტინე შათირიშვილის რეჟისორობით „მეფე“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე იმედაშვილი ქუთაისის დასში მიიწვიეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პოლიევქტოს კალანდაძის სამმოქმედებიანი კომედიის „ბედნიერი დღე“ I ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ვალერიან გუნიამ დაწერა შარჟი „სამთა კავშირი ვილჰელმი, ფრანც იოსები და მაჰმუდი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ივლისში ამაღლების სამკითხველოს ნინო ყაჭეიშვილისამ თავისი ხარჯით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დარია ქაჯაიას ლექსი „ვუძღვნი ჩემს დებს (მაჰმადიან ქართველ ქალებს)“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისს ცხინვალში გამართულ ილიას საღამოზე ანა სოლოღაშვილმა ილიას პოეზიის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 ივლისს საგარეჯოში მათე იანქოშვილმა წარმოადგინა საკუთარი პიესა „გაჭირვებული ადვოკატი“, რომელშიც ყველა როლი თვითონ შეასრულა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 20 ოქტომბერს ვაჭართა საზოგადოებამ იოსებ დავიდოვს საზოგადოებისთვის 25 წლის სამსახურისთვის ქების ფურცელი გადასცა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის აგვისტოში ნიკო მარი თბილისში ჩამოვიდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დასაწყისი გაბრიელ გოგუაძის მოთხრობისა „დიდებული საიდუმლო“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე ნინო შიოს ასული დავითაშვილის ქართველ მსახიობთა დასში მიწვევა გადაწყვიტეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისს საგარეჯოში მათე იანქოშვილმა წაიკითხა ლექცია „უმავთულო ტელეგრაფის“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის მოთხრობის „დასის მოგზაურობა“ VI ნაწილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ივლისში წაღვერში გიორგი ჯაბაურმა ვალერიან გუნიას „და-ძმა“ წაიკითხა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს შალვა დადიანმა ქართულად თარგმნა „ლეონარდო და ვინჩი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ევგენი რიადნოვმა თბილისში საოპერო სტუდია დააფუძნა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ შიუკაშვილის წერილი „ქართველი კუპრინის „ორმოში““.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის ივლისში ნიკოლოზ გვარაძე ხონის თეატრის რეჟისორად მიიწვიეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ე. ვ. ფოგელისა თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ფორტეპიანოს მასწავლებლად მუშაობდა.