საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1862

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ მიხედვით, მეზღვაური, სოციალ-დემოკრატი გრიგოლ გუგუშვილი ქუთაისის ჩეკაში აწამეს, შიშველი ჩააგდეს განსაკუთრებულ საწამებელ ბნელ საკანში N10, სადაც ჭერიდან თოვლი და წვიმა ჩამოდიოდა.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის აპრილში სტუდენტი ვლადიმეს მოსიძე რუსეთში გადაასახლეს.

2026

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ მიხედვით, სტუდენტი, სოციალ-დემოკრატი ვლადიმერ მოსიძე 6 კვირა ქუთაისის ჩეკას ბნელ სამკუთხეში იჯდა. თბილისის ჩეკაში კედელში ჩაჭედეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, ათანასე ჭანტურია ბათუმის ჩეკაში 13 დღე ბნელ სარდაფში, N1 საკანში, ჰყავდათ დამწყვდეული. გამომძიებელი – სინკინი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უპარტიო მასწავლებელი იოსებ ჟვანია ქუთაისის ჩეკაში აწამეს ფეხებით კიდებდნენ და თოფის ზუმპით სცემდნენ.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის სექტემბერში სტუდენტი ლორთქიფანიძე სოლოვკაში (სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში) გადაასახლეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი, სტუდენტი ლორთქიფანიძე ქუთაისის ჩეკაში აწამეს, გვერდის ნეკნები ჩაუმტვრიეს.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის 23 ივლისს ქუთაისში დააპატიმრეს მეხუთე ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი ციბალაშვილი და არალეგალური მუშაობისთვის 10 წელი მიუსაჯეს. სასჯელს იხდიდა მეტეხის ციხეში.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის 23 ივლისს ქუთაისში დააპატიმრეს მეხუთე ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი პოლიკარპე გეგეშიძე და არალეგალური მუშაობისთვის 5 წელი მიუსაჯეს. სასჯელს იხდიდა მეტეხის ციხეში.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, თედო ხატიაშვილი, მიუხედავად საგარეჯოს ჩეკაში წამებისა, თავს დამნაშავედ არ ცნობდა.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის ნოემბერში დაჭერილი თედო ხატიაშვილი რამდენიმე თვე ბნელ სარდაფში ჰყავდათ, სცემდნენ, უწყობდნენ დახვრეტის სიმულაციას. პატიმრები ცალ-ცალკე გაჰყავდათ და შესაშინებლად ესროდნენ, სხვებს კი სროლის ხმას ასმენინებდნენ, სისხლიან ხალათს აჩვენებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი ამხანაგი დახვრიტეს და, თუ არ გამოტყდებოდა, მასაც დახვრეტდნენ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის ნოემბერში ყოფილი გვარდიელი თედო ხატიაშვილი საგარეჯოში ვაჭრის გაძარცვის ბრალდებით დააპატიმრეს. საგარეჯოს ჩეკას თავმჯდომარემ, ლომიძემ დაუზოგავად აწამა.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის ნოემბერში საგარეჯოში დაპატიმრებული ვარლამა გელაშვილი რამდენიმე თვე ბნელ სარდაფში ჰყავდათ და გამუდმებით სცემდნენ ჯოხით, რევოლვერითა და თოფის ზუმპით, უწყობდნენ დახვრეტის სიმულაციას. პატიმრები ცალ-ცალკე გაჰყავდათ და შესაშინებლად ესროდნენ, მეორეს კი სროლის ხმას ასმენინებდნენ, სისხლიან ხალათს აჩვენებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ მისი ამხანაგი დახვრიტეს და, თუ არ გამოტყდებოდა, იგივე ელოდა.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის ნოემბერში ყოფილი გვარდიელი ვარლამა გელაშვილი საგარეჯოში დააპატიმრეს და ვაჭრის გაძარცვა დააბრალეს. საგარეჯოს ჩეკას თავმჯდომარემ, ლომიძემ დაუზოგავად აწამა.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრს, ბაგრატ ჭეიშვილს ჩეკაში სცემეს და 5 დღე აშიმშილეს, 15 დღე ჰყავდათ თბილისის ჩეკაში. გამომძიებლები – პოლშინი და შაშკურინი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 23 ივნისს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გენო დიდებულიძე არალეგალური მუშაობისა და პარტიის წევრობის ბრალდებით გორში დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 23 ივნისს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი მიხეილ ჩხეიძე არალეგალური მუშაობისა და პარტიის წევრობის ბრალდებით გორში დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 23 ივნისს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ტიტიკო გაგუა არალეგალური მუშაობისა და პარტიის წევრობის ბრალდებით გორში დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 23 ივნისს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ამირან ალანია არალეგალური მუშაობისა და პარტიის წევრობის ბრალდებით გორში დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 23 ივნისს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი წულაია არალეგალური მუშაობისა და პარტიის წევრობის ბრალდებით გორში დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, პოლიციამ სომხის ბაზარში გორის მაზრის მცხოვრები დ. დ. ათანელოვი დააკავა.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფ. ჯვარცხმის პედაგოგები სერგო რუხაძე და პარმენ ჭანიშვილი დააკავეს.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ ბასილეთის სკოლის პედაგოგი ემელიანე ლომთაძე დააკავეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 23 ივნისს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი ნიკოლაშვილი გორში არალეგალური მუშაობისა და პარტიის წევრობის ბრალდებით გორში დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 23 ივნისს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ვარლამ ფანცულია არალეგალური მუშაობისა და პარტიის წევრობის ბრალდებით გორში დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.