საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32170

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში მიხეილ გაჩეჩილაძისთვის 17. 42 მანეთის მიცემის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს იაკობ გოგებაშვილის მოხსენება „დედა ენის“ ახალი გამოცემის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ალექსანდრე როინაშვილის ქვრივს, ელისაბედ როინაშვილისას 20 მანეთი გადასცეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს პ. მასხარაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ხელნაწერი გადასცა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ნიკოლოზ, ალექსანდრე და ვლადიმერ ლორთქიფანიძეები ვალდებულნი იყვნენ ყოველწლიურად ეხადათ საწევრო – 3 მანეთი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ყულაბებით შეაგროვა 13 მანეთი და 65 კაპიკი.

1899

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილ-ჭავჭავაძისთვის გაეგზავნათ მადლობის წერილი, ასევე საჯაროდ გადაეხადათ მადლობა გაზეთებში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა გიორგი იოსელიანმა წარადგინა ანგარიში კავკავის სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ევგენია სარაჯიშვილის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა N 43.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ჭყონია და ივანე ზურაბიშვილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში მიხეილ გაჩეჩილაძისთვის 11. 40 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, მღვდელ კალისტრატე ცინცაძესთვის ალექსანდრე როინაშვილის წლისთავის პანაშვიდის სანთლების, მგალობლების, გზისა და სხვა ხარჯებისთვის 8 მანეთი მიეცათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა ანასტასია წერეთლისამ ვერის საკვირაო სკოლას 100 მანეთის საზოგადოების წიგნები გადასცა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე იაკობ გოგებაშვილი არ დაეთანხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებას სენაკის სკოლის მასწავლებლების – პლატონ და გრიგოლ წულუკიძეების, მიხეილ შარაშიძის, ივანე გომელაურისა და გიორგი ბოკერიას – სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. მისი აზრით, მასწავლებლები სხვაგან უნდა გადაეყვანათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე ზურაბიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ნიკოლოზ ცხვედაძისთვის წინარეხის სკოლის შენობის თანხის – 120 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ალექსანდრე პოლტორაცკისთვის წიგნსაცავისათვის ნაყიდი ძველი სიგელების თანხის – 3. 50 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ზაქარია გრიქუროვისთვის უნდა გადაეცათ წიგნების თანხა – 40 მანეთი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივლისს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ჭყონია.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ალექსანდრე ხახანაშვილისთვის წიგნების თანხის – 82. 60 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში მღვდელ ნესტორ ყუბანეიშვილისთვის 4 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ფოტოგრაფიის გამგე ვასილ როინაშვილისთვის სახარჯოდ 40. 55 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ფოტოსახელოსნოს კედლების, იატაკისა და ჭერის შესაღებად ვასილ როინაშვილისთვის 14. 55 მანეთის გამოყოფის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში, რომ გუბერნატორისთვის წლიური ანგარიშის 3 ეგზემპლარად გადასაწერისთვის ელენე ანტონოვსკაიას მიეღო 1. 80 მანეთი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ვასილ ბეჟანიშვილისთვის წიგნების თანხის – 1. 5 მანეთის მიცემის შესახებ.