საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32172

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას 25 000 მანეთი უანდერძა, ქუთაისს საქალაქო თეატრის ასაგებად – 150, 000, კავკავს ღარიბ მოსწავლეთა სწავლის ფულის გასასტუმრებლად – 30, 000, ქართულ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას – 25, 000 მანეთი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის სამეურნეო მრეწველობის გამოსაკვლევად ჩატარებულ კომიტეტის პირველი კრებას დაესწრო სასტატისტიკო კომიტეტის მდივანი ა.მუატი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ზაფხულში ხარფუხის კლუბის მამასახლისთა საბჭომ ალექსანდრე სიმონის ძე ლორთქიფანიძის ინიციატივით კლუბის ეზოში საზაფხულო სცენა მოაწყო და კვირაში ერთხელ ქართულ წარმოდგენებს მართავდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე ტასო აბაშიძის ქართველ მსახიობთა დასში მიწვევა გადაწყვიტეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 აგვისტოს საგარეჯოში შაქრო საფაროვის მონაწილეობით „ახლანდელი სიყვარული“ და „მე მოვკვდი“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე ბეგლარ ახოსპირელის ქართველ მსახიობთა დასში მიწვევა გადაწყვიტეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გრიგოლ ხერხეულიძის ხსოვნის აღსანიშნავად მისმა ძმამ, მიხეილმა კურორტ ბახმაროს სამკითხველოს წლის ბოლომდე გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მარო მდივანი ქუთაისის დასში მიიწვიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ანდრია მურუსიძე ქუთაისის დასში მიიწვიეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში გამართულ საბჭოს სხდომაზე პატივი მიაგეს გარდაცვლილი ხმოსნის, ლევან მჭედლიშვილის სხოვნას.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ივლისში მარო მდივანი ქართულ წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად ბათუმში ჩავიდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე გადაწყვიტეს, ვალერიან გუნია ქართველ მსახიობთა დასში მიეწვიათ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისის მოურავ დავით ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ საბჭოს კრებაზე ქალაქის გამგეობის წევრები აირჩიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 სექტემბერს სახალხო თეატრში კონსტანტინე შათირიშვილის რეჟისორობით „მეფე“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე იმედაშვილი ქუთაისის დასში მიიწვიეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ივლისში ამაღლების სამკითხველოს ნინო ყაჭეიშვილისამ თავისი ხარჯით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 ივლისს საგარეჯოში მათე იანქოშვილმა წარმოადგინა საკუთარი პიესა „გაჭირვებული ადვოკატი“, რომელშიც ყველა როლი თვითონ შეასრულა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 20 ოქტომბერს ვაჭართა საზოგადოებამ იოსებ დავიდოვს საზოგადოებისთვის 25 წლის სამსახურისთვის ქების ფურცელი გადასცა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის აგვისტოში ნიკო მარი თბილისში ჩამოვიდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე ნინო შიოს ასული დავითაშვილის ქართველ მსახიობთა დასში მიწვევა გადაწყვიტეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ივლისში წაღვერში გიორგი ჯაბაურმა ვალერიან გუნიას „და-ძმა“ წაიკითხა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს შალვა დადიანმა ქართულად თარგმნა „ლეონარდო და ვინჩი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ევგენი რიადნოვმა თბილისში საოპერო სტუდია დააფუძნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 29 აგვისტოს მამადავითის ეკლესიაში ილია ჭავჭავაძის პანაშვიდს ალექსანდრე ცაგარელი დაესწრო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 2 სექტემბერს სამტრედიის თეატრში პოლიევქტოს ირეთელის „დამარცხებულნი“ წარმოადგინეს.