საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33213

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში მხატვარ გრიგოლ ტატიშვილისთვის მიცემული 9 მანეთის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფელ ოჩხომურის სამრევლო სკოლის დამაარსებლის, მღვდელ თეოფანე კალანდარიშვილის თხოვნა, რომ გამგეობას სკოლისთვის გაეგზავნა გოგებაშვილის „დედა ენა“ და „რუსკოე სლოვო“.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თონეთის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი აგლაძის თხოვნა, რომ გამგეობას სკოლისთვის გაეგზავნა 100 ქართულის ბადიანი და 50 ჩვეულებრივი რვეული, გ. იოსელიანის „საღვთო სჯული“ – 15, მისივე „ლოცვანი“ – 20, იაკობ გოგებაშვილის „კონა“ – 17 ცალი, რომელთა საერთო ღირებულება იყო 28 მან. 45 კაპ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თონეთის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი აგლაძის მიერ წარმოდგენილი გასული წლის ანგარიში. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილე ნიკო ცხვედაძეს დაევალა ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის საფლავისთვის რკინის მოაჯირის შეკვეთა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881-1882 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ ჩატარებულ სხდომებს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე 19-ჯერ დაესწრო (17-ჯერ როგორც თავმჯდომარე). სხვა წევრები: იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი – 26-ჯერ, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი – 20-ჯერ, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე – 18-ჯერ, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი – 17-ჯერ, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი – 16-ჯერ, იონა მიხეილის ძე მეუნარგია – 13-ჯერ, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე – 6-ჯერ, მ. დ. ერისთავი – 3-ჯერ. გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი და გიორგი კურდღელას ძე უთურგაური – არც ერთხელ არ დასწრებიან.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამართული 23 სხდომიდან 18-ის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე. სხდომებზე განსახილველად წარადგინეს 168 საქმე, რომელთაგან 9 გადაიდო შემდეგი სხდომისთვის, 119 კი – განიხილეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ გამართულ სხდომებს 26-ჯერ თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე, 2-ჯერ – დავით კარიჭაშვილი, 3-ჯერ – ექვთიმე თაყაიშვილი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ ზოგიერთი ბიბლიოთეკა გააუქმეს. თბილისის ერთი ბიბლიოთეკა უსახსრობის გამო დახურეს, უმოქმედო იყო ხარაგაულისა და ყვირილის ბიბლიოთეკები, რომლებიც ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელმა რაზმმა გადაწვა. ხელს აწერენ კომისიის ხელმძღვანელი ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 აპრილს გრიგოლ ჩარკვიანმა წინადადებით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ შეეძლო მათთვის ნახევარ ფასად მიეყიდა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ნიკოლოზ ორბელიანის, გრიგოლ ორბელიანის ლექსები, „გულივერის მოგზაურობა“, „თამარიანი“, ეკატერინე გაბაშვილის „სურათები გლეხი კაცის ცხოვრებიდან“, ალექსი მირიანაშვილის „პატარა მოამბე“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ვლადიმერ დავითის ძე გუდიაშვილის, ვლადიმერ ფხალაძის, ნინო გვასალიას, ალექსანდრე თადეოზის ძე შვანგირაძის და ა.შ. თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 4 მარტს ნიკოლოზ მახარობლიძემ მიიღო „საქართველოს სამოთხის“ 2 ეგზემპლარის საფასური 18 მანეთი (საკომისიო 10 პროცენტის გამოკლებით). გასაყიდი დარჩა კიდევ 2 წიგნი.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 18 დეკემბერს ნიკოლოზ მახარობლიძეს გადაეცა მიხეილ საბინინის „საქართველოს სამოთხის“ 3 ეგზემპლარის საფასური 27 მანეთი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 24 ნოემბერს თბილისის საცავი ბრიტანეთისა და უცხოეთის საბიბლიოთეკო საზოგადოებას უგზავნის წერილს, რომელშიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიისათვის ითხოვს ქართული ფსალმუნის 5 და ქართული ევანგელეს 20 ეგზემპლარს. წერილს ხელს აწერს სტეფანე შიუკოვი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 28 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა გრიგოლ ჩარკვიანმა წინადადებით, რომ შეეძლო მათთვის ნახევარ ფასად მიეყიდა ახალგამოსული „ჩანგის“ 200 ეგზემპლარი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 31 იანვარს გრიგოლ ტატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა თხოვნით, შეესყიდათ მისი წიგნის – „ანბანი კანვაზე საკერი“ 320 ეგზემპლარი. ის თითო წიგნს აფასებდა 1 აბაზად, საიდანაც 20 კაპიკს საზოგადოებას დაუთმობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 დეკემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის პედაგოგიური საბჭო განათლების სამინისტროს სასწავლებლის ექიმის კ. ა. აშიანცის, როგორც „დაშნაკების“ პარტიის წევრისა და საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ მოქმედი პირის, თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაამტკიცეს ანგარიში წინარეხის სკოლის ახლად დანიშნულ მასწავლებელ ანტონ თოიძისთვის გზის ფულის – 6. 10 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში იაკობ გოგებაშვილისთვის 112. 5 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 მარტს ქართველთა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ვასილ ბეჟანეიშვილისთვის 1 მან. 50 კაპ. გაგზავნის შესახებ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა სერგეი წერეთელს შესაწირისთვის მადლობა გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას მდივანმა პეტრე მირიანაშვილმა აცნობა, რომ სერგეი წერეთელმა საზოგადოებას 500 მანეთი შესწირა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო სახოკიას წერილი იმის შესახებ, რომ თედო ჟორდანია საზოგადოების წიგნსაცავს სწირავდა სოლომონ მეორის წერილს. გამგეობამ დაადგინა, მადლობა გამოეცხადებინათ შემწირველისთვის. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა გამგეობის მდივნის, დავით კარიჭაშვილის მიერ დაყენებული საკითხი წინარეხის სკოლის მასწავლებლისთვის ხაზინიდან ხელფასის მიცემის შესახებ – მასწავლებლისთვის ივნისამდე თვეში 25-25 მანეთი უნდა მიეცათ იმ პირობით, რომ ხელფასის აღებისთანავე დაუბრუნებდა საზოგადოებას. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 20 მარტს პეტრე სურგულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, მისთვის ვალის გარკვეული ნაწილი ეპატიებინათ და მათაც აპატიეს.