რეგისტრირებული ფაქტები32153
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა გვარდიელ ე. ბროკიშვილის განცხადება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას „წითელი აზერბაიჯანის“ ლაშქართან ბრძოლისას არაერთი გვარდიელი შეეწირა. მათ შინაშე მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად გვარდიის საგანგებო ბატალიონის და საინჟინრო გუნდის კულტურულ-საგანმანათლებლო სექცია წითელ ხიდთან დახოცილთა ოჯახების დასახმარებლად საღამოს მართავდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გზათა დეპარტამენტის ინსპექტორმა, ინჟინერმა გვარამაძემ და რესპუბლიკის ნავსადგურ-სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა მამაცაშვილმა ჩაიბარეს ბათუმის ნავსადგური, რომელსაც სანიტარული, ტექნიკური და კომერციული მხრივ გაუმჯობესება ეტყობოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 19 ივლისს, 19 სთ-ზე რეალურ სასწავლებელში, საქართველოს ტექნიკური საზოგადოების კრებაზე, ინჟინერი ს. აკენტიევი წაიკითხავს მოხსენებას: Об обследовании Горийского землетрясения.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 ივლისის სხდომაზე, რომლის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე ლომთათიძე, ივანე გომართელის წინადადებით მიიღეს მადნეულობის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადების კანონის საბოლოო ტექსტი.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 18 ივლისს მეორე ქართულ კლუბში (პლეხანოვის პრ. N129) გაიმართება საოჯახო საღამო-კონცერტი პარიზის დიდი ოპერის არტისტის მიშელ დარიალ ნანობაშვილის, საბინინის და გაბაშიძის ქალის მონაწილეობით. დადგმული იქნება მოქმედება „ებრაელი ქალიდან“, როიალთან გოლდმანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდა გრიგოლ წერეთელი, რომელიც ლექციების წაკითხვას აპირებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველ სემესტრში რუსულად, შემდეგ – ქართულად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წ. ქ. სამტრედიის ქალთა ინტერპარტიული ორგანიზაციის გამგეობის მდივანმა ვ. მელქაძემ რედაქტორ კატო მიქელაძეს სთხოვა ამავე გამგეობის მიერ 1918 წლის 2-4 ივნისს მეომართა სასარგებლოდ გამართული „ფინჯანი ჩაის“ ანგარიშის განთავსება გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ უახლოეს ნომერში. „ფინჯანი ჩაის“ შემოწირულობა იმავე წლის 8 ივნისს გაეგზავნა სამხედრო სამინისტროს. შემომწირველები იყვნენ: კოტე კასრაძე, ელისო კალანდაძე, კლიმენტი გელეიშვილი, აკაკი კალაძე, სიმონ სპირიდონის ძე ქართველიშვილი, ვალიკო ხარებავა, დიმიტრი სტეფანიდი, მ. წერეთლისა („ფინჯან ჩაის“ გამგე), ერინი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 ივნისს ქ. კავკავში, თერგის ოლქში, საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ვასილ იოსების ძე არდიშვილმა, ბიქტორ ვასილის ძე თევზაიამ და სახალხო კომისართა საბჭოს სასურსათო საქმეთა კომისარმა იოსებ ისიდორეს ძე ელერდოვმა დადეს ხელშეკრულება, რომ თერგის ოლქიდან საქართველოს რესპუბლიკაში პურის გაგზავნას საფუძვლად დაედოს საქონლის გაცვლა-გამოცვლის პრინციპი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 ოქტომბრის „ბარრიკადის“ ცნობით, ივანე გომელაურმა შეადგინა სახელმძღვანელო, რომელშიც დავით კლდიაშვილის ნაწარმოებები ისე შეიტანა, ავტორს არაფერი გადაუხადა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ივნისს დასავლეთ საქართველოს სახალხო მასწავლებელთა კავშირის ქუთაისის განყოფილების გამგეობამ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შვიდი წევრი, მოისმინა ქუთაისის სახალხო მასწავლებლების მოხალისეთა რაზმის წევრის, დამსახურებული მასწავლებლის გიორგი წივწივაძის მოხსენება 5 ივნისს ქ. ხონის კომისრის ჭავჭანიძის მიერ მისი უდანაშაულოდ დაპატიმრებისა და თავისუფალი მოქალაქის უფლებების შელახვის შესახებ და დაადგინა, რომ ხონის კომისარს გამგეობის სახელით საჯაროდ გამოეცხადოს საყვედური. კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ვლ. ნაცვლიშვილი, მდივანი ავქ. ლორთქიფანიძე. ვლ. ნაცვლიშვილის მიერ საქართველოს მთავრობის სახალხო განათლების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს გაეგზავნათ დეპეშა მოთხოვნით დაწყებულიყო გამოძიება და აღდგენილიყო უდანაშაულოდ დასჯილი გიორგი წივწივაძის უფლებები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი ნიკო ნიკოლაძის, ბიქტორ თევზაიასა და ვლადიმერ ახმეტელაშვილის თანხლებით ბერლინში გაემგზავრა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 მაისის საქართველოს მთავრობის პირველ სხდომაზე დაადგინეს საქართველოს ეროვნული ბანკის დაარსების საკითხი, ასევე საემისიო უფლებით გადაეცეს ეროვნულ საბჭოს საფინანსო კომისიას, რომელშიც მთავრობისგან შევლენ: ფინანსთა მინისტრი გ. ჟურული და კ. კანდელაკი. ასევე გადაწყდა, რომ რუსულ კორპუსს წინადადება მიეცეს თავიანთი ქონება დაუყოვნებლივ ჩააბარონ მთავრობას. დაადგინეს გამოიცეს ქართული მთავრობის გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ და მის რედაქტორად მოიწვიონ გაზ. „კავკაზ“-ის რედაქტორი ქავთარაძე. სასურსათო მინისტრის ამხანაგად დაინიშნა საბაშვილი. სამხედრო მინისტრის თანაშემწე გენ. მაიორი გ. ი. კვინიტაძე დაინიშნა საქართველოს ლაშქრის მთავარ-სარდლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს ბათუმში გაემგზავრა სომეხთა დელეგაცია ა. ი. ხატისოვის მეთაურობით. დელეგაციის წევრები იყვნენ: მ. ი. პაპაჯანოვი და რ. ი. კარაზნუნი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს საზავო დელეგაცია ბათუმში მიემგზავრება ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით. დელეგაციაში შედიან გენერალი ილია ზაქარიას ძე ოდიშელიძე, გიორგი გვაზავა და გრიგოლ რცხილაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წინაშე ლენინი თავის მოხსენებაში ამბობს, რომ ოსმალეთში გარკვეული მდგომარეობა დამყარდა გეგეჭკორისა და წერეთლის ბოროტ-მოქმედების გამო, რომელთაც არ ცნეს ბრესტის ხელშეკრულება და შემდეგ კავკასიის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. მისი აზრით, ამაზე გავლენას ახდენს გერმანიის იმპერიალიზმი, რაც გერმანიასა და ოსმალეთს ნებას აძლევს კავკასიის ერთი ადგილიდან მეორეზე გადააადგილდნენ და თან განაცხადონ, რომ ბრესტის ხელშეკრულებას არ არღვევენ,
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წინაშე ლენინმა შემდეგი მოხსენება გააკეთა, რომ ოსმალეთში ადგილი ჰქონდა კავკასიელ მენშევიკთა ხანგრძლივ კონტრ-რევოლუციონურ მუშაობას, რომლებიც თავს ს. დ-ებს უწოდებენ და მარცხის შემდეგ დაფიქრდნენ ბოლშევიკებთან საერთო ენის გამონახვაზე, მაგრამ ამ დროს გეგეჭკორის ადგილი დაიკავეს წერეთელმა, ჩხეიძემ და ჩხენკელმა, რომლებმაც ბოლშევიკების გასაჟლეტად ოსმალები მიიწვიეს. მისი აზრით, თუ კავკასიის რადას წევრები მიიღებენ გერმანიის ჯარის დახმარებას, ეს საბჭოთა კავშირს ახალი ომის აუცილებლობის წინაშე დააყენებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 აპრილს ამიერკავკასიის მთავრობის მეთაურმა აკაკი ჩხენკელმა და სეიმის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძემ რადიოტელეგრაფით აუწყეს მთელი მსოფლიოს ცენტრს სეიმის დადგენილება ამიერკავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის აპრილში თბილისიდან ქუთაისში შემდეგი დეპეშა მოვიდა, რომ სეიმის და მთავრობის სხდომაზე, რომელიც 9 საათიდან ღამის 2 საათამდე გაგრძელდა, გამოცხადდა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა, დამარცხდა გეგეჭკორის მთავრობა. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, მთავრობა გადადგა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ჭიათურის საავადმყოფოს გამგე, ექიმი ჯაფარიძე გუბერნიის კომისარს ატყობინებს, რომ ქალაქში უპურობაა, რის გამოც საავადმყოფო სავსეა ავადმყოფებით, და პურის გაგზავნას სთხოვს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 იანვარს უმაღლესი მთავარსარდლის კრილენკოს მიერ ფოთის, ბათუმის, თბილისის კომისართა სახელებზე გამოგზავნილი ტელეგრამა იუწყება, რომ საზავო მოლაპარაკება დასრულდა. გერმანელმა კაპიტალისტებმა, ბანკირებმა და მემამულეებმა ისეთი პირობები წამოუყენეს რუსეთის დელეგაციას ბრესტში, რომელსაც ისისნი ხელს ვერ მოაწერდნენ. რუსმა დელეგატებმა 28 იანვარს განაცხადეს, რომ რუსეთის რესპუბლიკა უარყოფს ანექსიურ ხელშეკრულებას და თავის მხრივ, მას ომი შეწყვეტილი აქვს. ხელს აწერდნენ: რუსეთის საზავო დელეგაციის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ა. ტროცკი, დელეგაციის წევრები: სახელმწიფო ქონებათა სახალხო კომისარი ა. ბიცენკო, კორელი, იოფე, პოკროვსკი, უკრაინის ც. აღ. კ. მედვედევი, უკრაინის სამხედრო საქმის სახალხო კომისარი შახრაი, დელეგაციის მდივანი კარახანი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 დაიბეჭდა დაბა ზესტაფონის „ქალთა კავშირის“ სამადლობელი წერილი იმ პირთა მიმართ, რომლებმაც გაიღეს წვლილი მათ დასახმარებლად. შემომწირველთა სია: ა. ცქიტიშვილი, ი. ხამაშურიძე, ოლ. ჩანტლაძე, ნ. ჩუბინიძე, ა. საყვარელიძე, ბ. საყვარელიძე, კ. ღლონტი, კ. თუთფერიძე, დ. ყუბარაძე, მ. ჭანკვატაძე, ლილუაშვილი, კოტე ბერიკაშვილი, პ. ჩილინგაროვი, ვ. ჩხეიძისა, მ. მახარაძე, თ. კვანტრიშვილი, სეფორა ნემსაძე, სონა ქებიაშვილი, ლ. სიხარულიძისა, ბ. საყვარელიძისა, ელენა გაჩეჩილაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N32) დაიბეჭდა დაბა ზესტაფონის ქალთა კავშირის სამადლობელი წერილი შემომწირველთა მიმართ. შემომწირველთა სია: სტეფანე ხოჯაევი, ა. მამფორია, ს. ჩხეიძე, გ. გეწაძე, ი. გვანცელაძე, ბიქტორ გაჩეჩილაძე, თ. წერეთლისა, ი. საყვარელიძე, კ. საყვარელიძე, გ. მაჭარაშვილი, გ. წერეთელი, დ. ჩიბურდანიძე, კ. ჭედლიძე, ბ. საყვარელიძე, ს. აბაშიძე, ა. ნოზაძე, მ. ნიქაბაძე, ე. ჭუმბურიძე, ო. დგებუაძე, ა. გაჩეჩილაძე, მ. ასათიანი, ევგენი გედევანიშვილი, გ. ჩხეიძე, ე. თაბაგარი, პ. კვირიკაშვილი, პ. საყვარელიძე, ნ. ქოჩეჩაშვილი, ე. ლაბაძე, დ. გაბახაძე, ს. ნებიერიძე, ა. მაჭავარიანი, ვ. ესაიაშვილი, ე. მაჭავარიანი, ნინა ცქიტიშვილისა, ქ. გაჩეჩილაძე, ცქიფურიშვილი, კ. ცქიტიშვილი, სოკოლოვი, ვ. შეყრილაძე, ი. ხიხინაშვილი, მ. გველესიანი, ა. ბერაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N32) დაიბეჭდა გაზეთის სასარგებლოდ სამტრედიელ შემომწირველთა სია: ესტატე ლიპარტელიანი, ცქიტიშვილი, ნიკურაძე, ჟღენტი, ბურჭულაძე, ცქიტიშვილი, ვარლამ ბანძავა, ხუნდაძე, პროპორჩიკი გეგელია, ვერა სიმონიშვილი, მარგარიტა ხონელიძე, დიმიტრი თურქია, მარიამ დიდებულიძე, ცხონდია, თებზაძე, კანდელაკი, ლეონტი ხოშტარია, ცუღუ თოფურიძე, მელიტონ გიგინეიშვილი, ლიდია ტონია, დომენტი დანელია, მ. აბრამოვი, ბერძენიშვილი, ტაბიძე, ვ. ბერულავა, მამფორია, ანეტა შენგელია, სონია შენგელია, ფაღავა, შენგელია, ძნელაძე, იოსებ გეგენავა, იოსელიანი, ტ. წითლაძე, ვანო ჯაში, ტ. აბრამიშვილი, ა. ნაფეტვარიძე, დ. ბერიოზნიკოვი, ა. მისენკო, შალიკო ქუთათელაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N32) დაიბეჭდა გაზეთის სასარგებლოდ სამტრედიელ შემომწირველთა სია: ანასტასია კანდელაკისა, კოწია ახობაძე, ევტერი პაპავა, ელენე პაპავა, სეფორა მამალაძისა, შანია პაპავა, მირკვილე ნაცვალაძისა, სალომე ნადირაძისა, არშაკ ნაზაროვი, ეფროსინე რუხაძე, გაიანე კუჭუხიძე, ივანე კიკაჩეიშვილი, ნატალია სტურუა, მაკრინე მელქაძისა, ტონია დიდია, აბრამოვი, ბარქაია, ე. ქირია, ფაღავა, შენგელია, ვ. ბოკუჩავა, ვ. დიდიშვილი, ვ. მამრიკიშვილი, პ. ძნელაძე, პოდპორუჩიკი ნიკურაძე, იოსებ გეგენავა, ა. მიქელაძე, დომნიკა ავლაძე, სირია, შტეინბერგი, ნიკიტინი, გურიევი, კანდელაკი, ხონელიძე, ხიდისკარელი, ნაცვლიშვილი, ლეჟავა, გრიგოლია.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N32) დაიბეჭდა გაზეთის სასარგებლოდ სამტრედიელ შემომწირველთა სია: ხატო მღებროვისა, ლადო ჯაფარიძე, ვალის ავდალაძე, მელიტონ ტოხვაძე, ალექსანდრე ჯანელიძე, იაკოფ მეგრელიშვილი, ნესტორ იობიძე, ლევარსამ სიხარულიძე, ევდაკია სტურუა, ვარიჩკა გრიგოლია, ტასია შენგელია, ბარნაბა შენგელია, ოლღა შენგელია, საშა შენგელია, ვერა პაპავა, კესა პაპავა, ანეტა სტურიძე, მოსე სტურიძე, პასიკო კვანტალიანი, კატო ჯანელიძე, ლუბა პაპავა, ოლღა პაპავა, ქსენია კანდელაკი.

