რეგისტრირებული ფაქტები72439
სორტირება თარიღი კლებადობით
1972
ტიპი: გარდაცვალება
1972 წლის 13 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II სიონის ტაძარში დაკრძალეს.
1972
ტიპი: ღონისძიება
1972 წლის 10 აპრილს მაიკო მიხეილის ასული კვალიაშვილი პოზნანიდან შვეიცარიაში გაემგზავრა, საიდანაც ერთი დღით ლონდონში უნდა ჩასულიყო და ნათლია, ვიტალი უგრეხელიძე, მოენახულებინა.
1972
ტიპი: ღონისძიება
1972 წელს აკაკი ნესტორის ძე სურგულაძე პოლონეთში მყოფ ქართველ პარტიზანებზე ინფორმაციას აგროვებდა.
1972
ტიპი: ღონისძიება
1972 წელს მიხეილ კვალიაშვილი საქართველოში ჩამოსვლას და კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-სთან შეხვედრას გეგმავდა. მას თავისი შრომის „ქრისტიანობის ისტორია საქართველოში“ პატრიარქისგან მიღებული ინფორმაციით შევსება სურდა.
1972
ტიპი: ღონისძიება
1972 წელს მიხეილ კვალიაშვილმა პროფესორ იოსებ ბართლომეს ძე მეგრელიძეს მიაწოდა ცნობები ვარშავაში მცხოვრები მთავარმართებლის, ალექსანდრე იმერეტინსკის შესახებ.
1972
ტიპი: ღონისძიება
1972 წელს მიხეილ კვალიაშვილმა პროფესორ სურგულაძის თხოვნით პოლონეთში მყოფი ქართველი პარტიზანების შესახებ ინფორმაციისთვის ვარშავაში ანტონ სანოიცას მიმართა.
1972
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1972 წელს მიხეილ კვალიაშვილმა თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში, ციცი ბუქურაული გაიცნო.
1972
ტიპი: ღონისძიება
1972 წელს მიხეილ კვალიაშვილმა მეუღლესთან ერთად 3 თვით საქართველოში ჩამოსვლის ნებართვა მიიღო.
1972
ტიპი: ღონისძიება
1972 წელს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანში მიიღო რევაზ ბარამიძის ახალი წიგნი „ქართული საისტორიო პროზა“.
1972
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1972 წელს, საქართველოში ყოფნისას, მიხეილ კვალიაშვილი მეუღლესთან ერთად ესტუმრა შალვა ამირანაშვილს, რომელმაც თავისი წიგნი „საქართველოს ხელოვნება“ აჩუქა ავტოგრაფით.
1972
ტიპი: თანამდებობა
1972-1985 წლებში ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო.
1972
ტიპი: ღონისძიება
1972 წელს ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
1972
ტიპი: ღონისძიება
1972 წელს შალვა სოლომონის ძე ასლანიშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
1972
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1972 წელს ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძეს რსფსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
1971
ტიპი: გარდაცვალება
ალიო მირცხულავა გარდაიცვალა 1971 წლის 16 ოქტომბერს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
1971
ტიპი: ღონისძიება
1971 წლის 11 მაისს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანში ლევან გოთუას „მითრიდატეს“ I ტომი მიიღო.