რეგისტრირებული ფაქტები33213
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში გვარდიელებს მიჰყავდათ ტუსაღები: ნ. ოგანეზოვი, ა. ალიხანიანცი, ი. ჩილიკაძე და გრ. ტერ-სარქისოვი. მათ გაქცევა სცადეს და გვარდიელებმა ცეცხლი გაუხსნეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიცე- დირექტორმა, ზ. ნანეიშვილმა თანამშრომლებს გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში სახალხო გვარდიის დღესასწაულის გამო ნოე ჟორდანიამ, სახალხო გვარდიამ და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმმა სხვადახვა კუთხიდან და ორგანიზაციებიდან მიიღეს მისალოცი დეპეშები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში პოლკოვნიკი უილიამ ჰასკელი თავისი შტაბით სომხეთში გაემგზავრა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 დეკემბერს ნინა კოშიცის მესამე გასტროლის დროს სახელმწიფო თეატრში ოპერა „დემონი“ უნდა წარმოედგინათ რუსულად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს დათვალიერეს ბრმათა სკოლა, რომელსაც ერისთავის მეუღლე განაგებდა. სკოლაში 26 ბავშვი და 11 ზრდასრული ირიცხებოდა. უსინათლოები კითხულობდნენ, წერდნენ, უკრავდნენ როიალზე და აკეთებდნენ სხვადასხვა ნივთს. მათი ნაკეთობების გასაყიდად ფართის მოძებნა იყო საჭირო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს სასტუმრო „ორიენტში“ საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის საზღვაო ძალების ამირბარ ფერდინანდ ჟან-ჟაკ დე ბონის პატივსაცემად გამართულ ბანკეტს დაესწრნენ დე ბონი, ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი, ნოე გიორგის ძე ხომერიკი, კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკი და სხვა თანამდებობის პირები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ქალაქის საბჭოს სხდომაზე მოხსენებებით გამოვიდნენ კონსტანტინე ფანიევი, პართენ გოთუა, ივანე გომართელი და არჩილ ჯაჯანაშვილი. სხდომაზე ქალაქის მთავარ პრობლემად პურის გაძვირება მიიჩნიეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით ქალაქის საბჭოს სხდომა გაიმართა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ექიმ ვახტანგ ღამბაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ჭლექთან მებრძოლი საზოგადოების პირველ კრებაზე დაავადებასთან ბრძოლის გზები განიხილეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში მოკავშირეთა უმაღლესი კომისრის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ჯეიმს რეიმ საქართველო დატოვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში საზავო კონფერენციის უმაღლესი კომისრის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რეიმ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ინახულა. მათ დიდხანს ისაუბრეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს დამფუძნებელი კრების განათლების კომისიამ ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის მონაწილეობით განათლების მინისტრის პროექტი მოიწონა და მუზეუმისთვის ძვირფასი ნივთების შესაძენად მილიონი გადადო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში იუსტიციის მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა თბილისის პირველი და მეორე ციხეები დაათვალიერა და იქ არსებული წესრიგით კმაყოფილი დარჩა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში განათლების სამინისტრომ მთავრობის წინაშე აღძრა შუამდგომლობა კოტე ყიფიანისთვის პენსიის დანიშვნაზე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სახალხო სახლში 8 საათზე კონსტანტინე ხახანაშვილის ნათარგმნი სამმოქმედებიანი პიესა „ლაქია“ უნდა წარმოედგინათ, ასევე დაედგათ სპექტაკლი „ჭკუა მიჭრის“.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში ციციანოვის ქუჩაზე მცხოვრებ დარია მგალობლიშვილს მილიციის ფორმაში გამოწყობილმა ოთხმა უცნობმა სახლიდან 51000 მანეთი გამოსძალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში სახელმწიფო თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ბენეფისი უნდა გამართულიყო და „აბესალომ და ეთერის“ 25-ე დადგმა წარმოედგინათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს სამაზრო ერობების ყრილობაზე წასული ქალაქისთავი ბენია ჩხიკვიშვილი ქალაქში დილის მატარებლით დაბრუნდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს იუსტიციის დეპარტამენტის მმართველმა გიორგი ჟორდანიამ თბილისის ზოგიერთი მომრიგებელი მოსამართლისა და სასამართლოს გამომძიებელთა კამერები დაათვალიერა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში ქართულმა საოპერო სტუდიამ ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერის“ სწავლა დაიწყო. რეპეტიციები ყოველდღიურად მიმდინარეობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ნოემბერს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული დეპეშით სენაკის სამაზრო სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების წარმომადგენელთა ყრილობა მთავრობასა და მის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მიესალმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 ოქტომბერს ლაგოდეხში ბოლშევიკური ბრბოების გამოსვლის დროს მე-8 ასეულის უფროსმა, ლეიტენანტმა გამყრელიძემ და სხვა ჯარისკაცებმა, მოთხოვნის მიუხედავად, იარაღი არ ჩააბარეს და ამბოხებულებს არ დანებდნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში ზანგეზურის საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე სომხური და აზერბაიჯანული მხარეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, უნდა შეეწყვიტათ სამხედრო შეტაკება, შეეკეთებინათ ზანგეზურის გზები და აღედგინათ სამშვიდობო მიმოსვლა, ყველაფერი, მათ შორის საზღვრების საკითხიც, შეთანხმებით გადაეწყვიტათ. მედიატორად ამერიკელი პოლკოვნიკი ჯეიმს რეი აირჩიეს.

