საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19691

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 მაისის „დროებაში“ ალექსანდრე ჭიჭინაძის სტატია „ქუთაისის ბანკის მესამე სხდომა“ დაიბეჭდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 1-ელ ივნისს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის ფელეტონი „ლუი ბლანის აზრი ჯონ სტუარტ მილლიზე“ გამოქვეყნდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო კრებაზე ალადათოვმა განაცხადა, რომ ქალაქის დეპუტატების მოვალეობა მოქალაქეებისთვის უფასოდ შრომა იყო და ჯილდოს სახით თანხის გადაცემა საჭიროებას არ წარმოადგენდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჟურნალ „ჯეჯილის“ XI ნომერში ივანე გომართელის სტატია „ფიზიოლოგიური წერილები“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჟურნალ „ჯეჯილის“ XI ნომერში ლადო აღნიაშვილის სტატია გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მიხეილ ნასიძის წერილი „თეატრის ქრონიკა“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ფერაძის ისტორიული ნარკვევი „წმ. დიდი მოწამე ქეთევან კახეთის დედოფალი“ გამოქვეყნდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 მაისის „დროებაში“ ალექსანდრე ჭიჭინაძის სტატიის „ქუთაისის ბანკის კრება“ დასასრული დაიბეჭდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ალექსანდრე მირზაშვილის კორესპონდენცია „ს. მეტეხი, დედის შეუბრალებლობა“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფ. ხაჯალიის სამრევლო სკოლის მასწავლებლის, იოსებ უშვერიძის წერილი, რომელშიც მადლობას უხდის სოფ. ჯუმათის სადგურის მმართველ გ. ფ. გაბუნიას სკოლისთვის გაწეული დახმარების გამო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „კრიტიკა თუ გაუგებრობა?! (ბ. ზ. ჩხიკვაძის რეცენზიის გამო კ. ფოცხვერაშვილის კონცერტზე)“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის წერილი „ნაცარქექიობა“.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წელს ქუთაისის გაზეთ „კოლხიდაში“ ჯაჯუ ჯორჯიკიას პირველი ნაწარმოები „ციხის საიდუმლო“ დაიბეჭდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სვიმონ ფაშალიშვილის ლექსი „მოვალეობა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი შინატეხელის ლექსი „ნუ მომილოცავთ“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა საფო მგელაძის ლექსი „ბაგრატის ტაძრის ნანგრევები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ კირვალიძის ლექსი „ავადმყოფ მგოსნებს“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დარია ახვლედიანის ლექსი „პასუხი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქალაქის საექიმო ლაბორატოორიის გამგე გიორგი ალიბეგოვმა თხოვნით მიმართა ქალაქის გამგეობას, ლაბორატორიისთვის მოემატებინათ ფული ახალი თანამშრომლების ასაყვანად, რადგან ლაბორატორია რუსეთიდან შემოსული დიდი რაოდენობით ხორცის დროულად შემოწმებას ვერ ასწრებდა.

1914

ტიპი: ავტორობა

სომხური ჟურნალის „პატანი“ (ჭაბუკი) 1914 წლის №4-ში დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის სომხურად თარგმნილი ლექსი „ღამე ტყეში“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ვაჭარმა სტეფანე ფეიქრიშვილმა ამხანაგობა „კოლხიდას" სთხოვა ქუთაისის გუბერნიაში სხვადასხვა ადგილას გაემართა მისი სამეურნეო იარაღების გამოცდა და დემონსტრაცია.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს იოსებ სოლომონის ძე მჭედლიშვილმა პოემა „ახალი ღმერთი“ დაწერა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს დემნა შენგელაიამ დაწერა ხუთმოქმედებიანი დრამა „დამსხვრეული კერპი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 21 დეკემბერს ქ. თბილისის გამგეობამ და ხორცის დუქნების გამგე-კომისიამ მოისმინა დუქნების მმართველის, ნ. ალიხანოვის ანგარიში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 7 დეკემბერს არტისტთა საზოგადოების საკონცერტო დარბაზში გამართული კონსტანტინე ფოცხვერაშვილის კონცერტის შესახებ.