რეგისტრირებული ფაქტები33144
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 სექტემბერს ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს უკან გამოსახლებით დაემუქრნენ, რადგან თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების გამგე პლიოტკინის განცხადებით, ამ ბინაზე სარაჯევებამდე სხვა მოქალაქე დამდაგარა აღრიცხვაზე. სარაჯევს შეუჩივლია ქალაქის გამგეობის წევრ ჩერქეზოვისთვის, რომელსაც უღიარებია, რომ ეს შეცდომა იყო და შეპირდა დაზარალებულს, რომ მის თხოვნასაც დააკმაყოფილებდა და მეორე მოქალაქისაც.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 სექტემბერს ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს უკან გამოსახლებით დაემუქრნენ, რადგან თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების გამგე პლიოტკინის განცხადებით, ამ ბინაზე სარაჯევებამდე სხვა მოქალაქე დამდაგარა აღრიცხვაზე. პლიოტკინის პასუხით უკმაყოფილო სარაჯევს მიუმართავს ქალაქის გამგეობის წევრ ჩერქეზოვისთვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 სექტემბრის დილით ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს 6-ში მილიციონერი დაადგა და ამცნო, რომ მათი შესახლება დროებით შეჩერებული ყოფილა. წყვილი არ დამორჩილებია მილიციონერს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 სექტემბერს ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს უკან გამოსახლებით დაემუქრნენ. ვითარების გასარკვევად სარაჯევი თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების გამგე პლიოტკინთან მისულა. იმას კი უცნობებია, რომ ბინაზე სარაჯევამდე აღრიცხვაზე დამდგარა მოქალაქე ჩ., თუმცა პლიოტკინს უარი ვერ უთქვამს სარაჯევის მეუღლისთვის, რომელსაც მორალური წნეხის ქვეშ მოუქცევია ჩინოვნიკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 სექტემბერს თბილსელ მუშათა დახმარებით სარაჯევები ახალ ბინაში გადასულან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ექიმ სარაჯევის წერილი რედაქციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების გამგე პლიოტკინს დაუკმაყოფილებია სარაჯევების თხოვნა მათი ცარიელ ბინაში შესახლების თაობაზე და შესაბამისი დოკუმენტაციაც გაუცია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ექიმ სარაჯევის წერილი რედაქციას. სტატიის თანახმად, სარაჯევების ოჯახი მეტად შეჭირვებულად ცხოვრობდა, ამიტომ ბინის მიღების თაობაზე განცხადების შეტანის შემდგომ, მის ცოლს საბინაო განყოფილების გამგე პლიოტკინისთვის უთხოვია დაეჩქარებინა მათი ბინაში შესახლება.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 23 ნოემბრის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ყიფიანმა ბათუმიდან თბილისში ჩამოსული დეპუტატების სადილად მიწვევა გადაწყვიტა, რომელსაც წარმოჩენილი ადამიანები დაესწრებოდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 22 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ვასილ აბაშიძე ქართული პიესების რეპერტუარის შედგენას აპირებდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 17 ნოემბერს გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში მყოფ ზაქარია ჭიჭინაძეს ავაზაკებმა პალტო და ფული წაართვეს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მელიტონ კურტანიძე საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პარმენ ქებაძე საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პლატონ ჩუბინიძე საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული კარპეზ ბრეგვაძე საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.

