საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19691

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ ჯუმათის სკოლის ხელმძღვანელის, მღვდელ ნ. ჯიჯიეიშვილის წერილი რედაქტორისადმი, რომელშიც მის მიერ განკარგული შემოწირულობების შესახებ იყო საუბარი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა დასაწყისი არჩილ დარეჯანაშვილის სამეცნიერო ნარკვევისა „მცენარეთ-მეტყველება“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 ნოემბერს გაზეთ „დროებაში” დაიბეჭდა ქეთო ზარაფიშვილის წერილი „თეატრის მატიანე” ქუთაისის დრამატული თეატრის ქართული წარმოდგენების შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის მეორე მომრიგებელ-მოსამართლემ განიხილა საქმე რუსეთის საიმპერატორო თეატრის მსახიობ მ. ვ. დალსკისა, რომელიც ქართულ დრამატულ საზოგადოებას უჩიოდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის გამგეობის სხდომას გამგეობის წევრმა ნ. ვ. ჩერქეზიშვილმა გააცნო ოქმი კონსულის ქუჩაზე თბილისის ცეცხლის მქრობელი რაზმის სადგურის ასაგებად კომისიის მიერ ადგილის დათვალიერების შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის სექტემბერში გიორგი კონსტანტინეს ძე ერისთავმა შექმნა ალექსანდრე შანშიაშვილის „ივერიკოსა“ და შალვა შარაშიძის „ავგაროზის“ ილუსტრაციები.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 1-ელ აგვისტოს გამართულ სხდომაზე კავკასიის გამოფენის ჩატარების თაობაზე მოხსენება წაიკითხა კოტე მესხმა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „ნუთუ საჭიროა ლიტერატურული ომი?“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის სტატია „ვინ არის მსახიობი?“

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის სტატია „ქართველ მწერალთა წერილები“ (პეტრე უმიკაშვილი) IX ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ექიმ ვახტანგ ღამბაშიძის სტატია „რა ასუსტებს სხეულს?“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა შარაშიძის ლექსი „აშიკნი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით კილოსანიძის თხზულება „ბებია და პაპა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის თხზულება „დღეობაში“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ჩხეიძის მოთხრობა „მშობლიური ცის ქვეშ“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ მეგრელიშვილის ლექსი „სინდისს“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის პიესის „ცხოვრება“ V ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 5 სექტემბერს ნოქართა კლუბში გამართულ ლიტერატურულ საღამოზე რაფიელ ჯიბლაძემ წაიკითხა სცენები გურულთა ყოვედღიურ ჭირ-ვარამზე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ზაფხულში სილოვან ხუნდაძის ლექსები დაიბეჭდა, მაგრამ ცენზურის გამო მათი გაყიდვა დროებით შეაჩერეს.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 16 ნოემბერს გაიმართა „საბაღოსნო საზოგადოების“ კრება, რომელზეც ნ. ნ. სპეშნევმა წაიკითხა მოხსენება კავკასიაში ბლეკროტის შესახებ. იგი ამტკიცებდა, რომ ბლეკროტი ნამდვილად იყო საქართველოს ტერიტორიაზე.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მ. ლიხელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მიხეილ მურვანიშვილის კორესპონდენცია „კრილოვის ძეგლი“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ხორშელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სპირიდონ ნორაკიძის კორესპონდენცია „დ. ოჩამჩურე. საზარელი ავაზაკობა“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ივ. კავთელის ფსევდომინით გამოქვეყნდა ივანე ჯაჯანაშვილის წერილი „სამაგალითო ობლების სკოლა“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის წიგნის მაღაზიებში მიტროფანე ლაღიძის მიერ გამოცემული პარმენ ცახელის კრებული „რჩეული ლექსები და უკვდავი სარდალი“ 10 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის წიგნის მაღაზიებში მიტროფანე ლაღიძის მიერ გამოცემული აკაკი წერეთლის პოემა „ნათელა“ 20 კაპიკად იყიდებოდა.