საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19691

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ალექსანდრე ზურაბის ძე წერეთელმა ამაშუკეთის სამკითხველოს 18 წიგნი გადასცა.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 3 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა თავად მიხეილ ქაიხოსროს ძე ერისთავის კერძო განცხადება თბილისსა და ქუთაისში მიწის ნაკვეთების 12 წლით გაქირავების შესახებ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 24 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა თავად ალექსანდრე ერისთავის განცხადება – ის ითხოვდა ხელშეწყობას გიორგი ერისთავის თხზულებათა სრული კრებულის გამოსაცემად საჭირო მასალების შეგროვებაში.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 26 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის მიერ ქართულად თარგმნილი ფრანგი მწერლისა და პუბლიცისტის, ედუარდ ლაბულიეს ლექცია „თვითგანათლება“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 6 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკო დადიანის ლექსი „ნატვრა“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 26 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გარდახვეწილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი შარვაშიძის ლექსი „ჩემსა საღამოს, გლახსა საამოს“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე ბერძენოვის წერილი „ს. ხაშმი“ ამ სოფლის ისტორიის, ბუნებისა და წეს-ჩვეულებებათა შესახებ.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 12 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის ლექსი „სევდისა გუნდნი შემომხვევიან“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 26 აპრილს გაზეთ „დროებაში“ წყალტუბელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი იოსელიანის „კორრესპონდენცია რუსეთიდგან“ მოსკოვსა და მთელს იმპერიაში გაბატონებულ სიდუჭირეზე, რომელიც გასულ ზამთარს განსაკუთრებით თვალშისაცემი გამხდარა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 13 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რაჟდენ გედიანიძის კერძო განცხადება თბილისში, შიოევის სახლში, ბერძნული მაღაზიის გახსნის შესახებ, რომელშიც გაიყიდებოდა ჩაი და მაგარი სასმელები, კახური ღვინო, ლიქიორი და ყველა სორტის შამპანური.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 20 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი დავით ერისთავის წერილისა „სიტყუა საყოველთაოდ საუწყებელი წიგნთა ქართულთა ბეჭდვისა გამო“, რომელშიც ავტორი კრიტიკულად აფასებს პლატონ იოსელიანის ისტორიულ ნაშრომებს.

1869

ტიპი: ავტორობა

1969 წლის 20 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ინჟინერ ნ. ზუბოვის წერილი „ორიოდე სიტყვა“ ქუთაისში ღვარცოფით დაზიანებული ჯაჭვის ხიდის შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 17 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მღვდელ მიხეილ მჭედლიძის „კორრესპონდენცია სვანეთიდან“, რომელშიც ავტორი თენგიზ დადეშქელიანთან სტუმრობას იხსენებდა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 6 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის მიერ თარგმნილი გოტც მილერის ლექსი „კრიტელი დედა-კაცი მორეაში“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 6 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი გიორგი წერეთლის წერილისა „ერთი თვალის გადავლება“, რომელშიც მოთხრობილია იმერეთში მოგზაურობის ამბები.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა იოსებ ქაჩუხა-შვილის კორესპონდენცია ახალციხეში მომრიგებელი სასამართლოს გახსნის თაობაზე.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 19 ივნისს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი იყო ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანის“ გამოცემა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 4 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ჭალადიდელის კორესპონდენცია „გურიიდან“ ნაგომრობის სახალხო დღესასწაულის შესახებ.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა თომა მაჭავარიანის მოთხრობა „ნინოს“ მესამე, მეოთხე და მეხუთე თავები.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 20 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის ლექსი „ამ დროის სიმღერა“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე სულხანოვის წერილი „გორის უეზდიდგან“ საადგილმამულო ბანკების კაბალურ პოლიტიკაზე, რომელსაც გორის მაზრის გლეხობა გაღატაკების ზღვრამდე მიუყვანია.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ფაზელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მამია გურიელის ლექსი „უმორჩილეს ძმას, თ-ს ა. მიქელაძეს“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის ლექსი „ყველა კაცთ შთამოებანი“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ორმოქმედებიანი ვოდევილი „ჩვენი ნაცარქექიები ანუ ორი ვირის თავი“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 10 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი გიორგი წერეთლის ნარკვევისა „უჩინმაჩინის ქუდოსანი და მისი საუბარი მკითხველთან“.