საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19691

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივნისში გამოვიდა ახალი სიმღერა „დავრდომილი სნეული“, სიმღერის ტექსტი კოტე მაყაშვილს ეკუთვნოდა, მელოდია – ანდრია ყარაშვილს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 15 თებერვლის „დროებაში“ დაიბეჭდა დავით ნაცვლიშვილის განცხადება ხაშმში მოხდარი ინციდენტის შესახებ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 15 თებერვლის „დროებაში“ გიორგი წერეთლის სტატია „ოზურგეთი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 16 თებერვლის „დროებაში“ ალექსანდრე სკრებრიაკოვის სტატია „თელავი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 7 თებერვლის „დროებაში“ მიხეილ გავაშელიშვილის სტატია „სიღნაღი“ დაიბეჭდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) მეთაური წერილი „პოლიტიკური ინტრიგები“ გამოქვეყნდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საზღვარგარეთიდან აკაკი ჩხენკელისგან მიიღო დეპეშა, რომ იაპონიამ ოფიციალურად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და უმაღლესი საბჭოს დადგენილებას შეუერთდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე წაიკითხეს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის, ქართველი მსახიობების, ა. პურადაშვილის, სოხუმის ქართველთა წრის და სხვ. მისალოცი დეპეშები.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სამსონ კიკაჩეიშვილის წერილი „სამტრედიის წარმოდგენები“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 10 თებერვლის „დროებაში“ ი. ლაზარიძის სტატია „ბრძოლა ციხისძირთან“ დაიბეჭდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 6 მარტს გაზეთ „დროებაში" დაიბეჭდა ნიკოლოზ ნიკოლაძის სტატია „ივერიის" პირველი ნომერი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ივანე მაჭავარიანის მიერ ფრანგულიდან თარგმნილი წიგნი „გლეხი-კაცის ისტორია“ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და ქართველთა ამხანაგობის მაღაზიებში იყიდებოდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 12 სექტემბერს კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრებაზე მეშვიდე სექციის სხდომას განსახილველად წარუდგინეს სამი მოხსენება – სმირნოვის, რიაბოვის და ნიკოლოზ შავროვისა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დარბაზში გამართულ კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრებაზე სიტყვა წარმოთქვა ალექსანდრე ქალანთარმა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დარბაზში გამართულ კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრებაზე სიტყვა წარმოთქვა სააბრეშუმო სადგურის გამგემ, ნიკოლოზ შავროვმა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დარბაზში გამართულ კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრებაზე მოხსენება წაიკითხა მიკოლოგმა კ. იაჩევსკიმ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკო მარმა გამოსცა ახალი წიგნი, „სიბრძე-სიცრუე ბალავარისა“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკო მარმა გამოსცა ახალი წიგნი „ეტიმოლოგია ორის ტერმინისა“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იოანე შავთელისა და ჩახრუხაძის ლექსების კრებული ნიკო მარის განმარტებითი წერილების თანხლებით გამოიცემოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ავქსენტი ცაგარელი დრამატულ საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ უახლოეს ხანში დაასრულებდა და გაუგზავნიდა ახალ პიესას, რომელიც თითქმის მზად იყო დასადგმელად.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე წაიკითხეს ხონის დრამატული წრის, იუზა ზარდალიშვილის, იოსებ გრიშაშვილის და სხვათა მისალოცი დეპეშები.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლეო ქიაჩელის თხზულება „ქება გაზაფხულისა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მოსე თოიძის სტატია „ქართული პლასტიკური ხელოვნება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „მელ. გობეჩია“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის ლექსი „სამშობლო სტირის...“ (მ. გობეჩიას ხსოვნას).