საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72138

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ვიქტორ ლუარსაბის ძე კლდიაშვილს ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ვალ. პეტრეს ძე კეკელიძეს ქუთაისში, ბაღის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდა მიშენებითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ვიქტორ ლუარსაბის ძე კლდიაშვილის ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, მდებარე ორსართულიან სახლს მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ვალ. პეტრეს ძე კეკელიძის ქუთაისში, ბაღის ქუჩაზე, მდებარე ორსართულიან სახლს მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ზინაიდა, ნინა, მარიამ, ლიდია და იულია ივანეს ასულ ფედოტოვებსა და ვლადიმერ, არკადი და ალექსანდრე ივანეს ძე ფედოტოვებს თბილისში, ოქრომჭედლების ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდათ სარდაფით, ორსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ზინაიდა, ნინა, მარიამ, ლიდია და იულია ივანეს ასულ ფედოტოვების და ვლადიმერ, არკადი და ალექსანდრე ივანეს ძე ფედოტოვების თბილისში მდებარე ორსართულიან სახლს სარდაფით, ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი წერეთლის მოთხრობა „მამიდა ასმათი“ ცალკე წიგნად დაიბეჭდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე გაბრიელის ძე ყარალაშვილი პორუჩიკ ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ყარალაშვილის მამა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ თევდორეს ასული ყარალაშვილი პორუჩიკ ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ყარალაშვილის დედა იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს მაღალოვი თბილისში ექიმად მუშაობდა. 

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მარტს თბილისის ბანკის თეატრში გიორგი ერისთავის მიერ თარგმნილი პიესა „ყვარყვარე ათაბაგი“ წარმოადგინეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ვასილ კოპტონაშვილი სოფ. ამტნისხევის სკოლის მასწავლებელი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გრიგოლ ვოლსკის „თორნიკეს დარდი“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხარიტონოვი სასულიერო პირი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ველისციხის მოსახლეობა მადლიერებას გამოხატავდა მღვდელ ხარიტონოვის მიმართ, რომელიც შეძლებისდაგვარდ ხელს უწყობდა აქაურ სკოლას.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 ივნისს სოფელ სვიმონეთში გაქურდეს ზურაბ კლდიაშვილის სახლი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონეთში მღვდელ გიორგი კლდიაშვილს ღამით თავს დაესხნენ ავაზაკები, რომლებმაც ის აწამეს და გაქურდეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი კლდიაშვილი სასულიერო პირი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ შავლოხოვი ბეუნარის სკოლის პედაგოგი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ შავლოხოვი სასულიერო პირი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის ივლისში ალანდერი გორის მაზრის უფროსი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ბეუმარის სკოლის პედაგოგმა გრიგოლ შავლოხოვმა მადლობა გადაუხადა გორის მაზრის უფროს ალანდერს, რომელმაც ბეუმარის 18 ოსის მოსწავლეს „საბლუზე“ ფარჩა გადასცა და კვლავ აღუთქვა დახმარება.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რევაზ გვერდწითელის მამა სიმონ გვერდწითელი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ გომში რევაზ და სიმონ გვერდწითელებს მამულის გაყოფის გამო დაუპირისპირდა გიორგი ქურდოვანიძე, რომელიც ჩხუბის დროს დაიჭრა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ელ. მამულაშვილის მიერ თარგმნილი რომანი „კონდუქტორი” დაიბეჭდა.