რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ვასილ პეტრეს ძე შულჟევსკი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილებაში მუშაობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის საკრებულოს დარბაზში დრამატული საზოგადოების მიერ გამართულ ღონისძიებაში თამარ გრუზინსკაია მონაწილეობდა.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს აზნაური მიხეილ ივანეს ძე სუმბათოვი წარმომადგენელი იყო თბილისის თავად-აზნაურთა საბჭოში.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს კარის მრჩეველი ალექსანდრე ფიოდორის ძე მიტკოვი განსაკუთრებულ ვალდებულებათა შემსრულებელი ჩინოვნიკი იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს პოლიკარპე ფიოდორის ძე გავრილენკო ქუთაისი-გურიის მაზრის მეტყევე იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს რუდოლფ ივანეს ძე ბრაუნშვილი იყო კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილების თანამშრომელი.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ივანე სოლომონის ძე აბესალომოვი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიაში მუშაობდა.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს პრაპორშიკი მირზა ფათალი ახუნდოვი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილების მთარგმნელი იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ივლიანე ივანეს ძე იახოვიჩი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილებაში მუშაობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ აზნაურიშვილმა ილარიონ თუხარლიშვილმა მეტეხის ტაძრის რესტავრაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის ივლისში გუდაუთის მცხოვრებთა შორის ცოფის ვირუსი გავრცელდა. თბილისში გადაყვანილი ავადმყოფები განკურნა ექიმმა ყირიმ ბერიძემ, რომელმაც გასამრჯელო მხოლოდ იმ პაციენტებისგან აიღო, რომელთაც გადახდის საშუალება ჰქონდათ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, მსახიობი ლოლა ლომაძე დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, ი. დრაჩევი გორის მაზრის უფროსი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ექიმი ყირიმ ბერიძე სოფელ სუჯუნაში ცხოვრობდა და ოდიშსა და იმერეთში ცოფით დაავადებულ პაციენტებს კურნავდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მსახიობი ატატო ბებურიშვილი დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, დავით კვიჟინაძე მეტეხის ტაძარში მსახურობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მსახიობი დ. გუგუნავა დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ წერდა, რომ მიხეილ მაღალაშვილმა მეტეხის ტაძრის რესტავრაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
1893
ტიპი: თანამდებობა
1893 წელს თბილისის თეატრის მშენებლობა არქიტექტორმა ოტო სიმონსონმა გააგრძელა, 1895 წელს კი – არქიტექტორმა ალექსანდრე შიმკევიჩმა. 1896 წელს ახალი თეატრის მშენებლობა დასრულდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წელს არქიტექტორმა ალბერტ ზალცმანმა თბილისის თეატრის მშენებლობა განაგრძო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 დეკემბერს თეატრ „რადიუმში“ სერგო ისიდორეს ძე რობაქიძეს საქართველოს გეოგრაფიიდან ლექციის კითხვა უნდა გაეგრძელებინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 დეკემბერს სტეფანე ფეიქრიშვილის შენობის მესამე სართულზე ცეცხლი გაჩნდა.

