საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88

ფილტრი:
ფაქტის ტიპი სახელი

1888

ტიპი: სახელი

1888 წლის მაისში დიმიტრი ხოშტარია პირველად გამოჩნდა პრესაში დუტუ მეგრელის ფსევდონიმით.

1881

ტიპი: სახელი

1881-1887 წლებში გორის სამაგალითო სკოლის მოსწავლე მიშა გიორგაძეს ჭაღოს ეძახდნენ, რადგან თმებში ჭაღარა ჰქონდა გამორეული.

1922

ტიპი: სახელი

1922-1925 წლებში დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ალექსი მირიანაშვილს ჰქონდა ფსევდონიმები ანაგელი, ლილიპუტი და ანმანი.

1879

ტიპი: სახელი

1879 წელს ალექსი მირიანაშვილის ფსევდონიმი „ანაგელი“ იყო.

1930

ტიპი: სახელი

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, გრიგოლ აბაშიძის ფსევდონიმი იყო გრიგოლ თირელი.

1930

ტიპი: სახელი

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში იგი იყენებდა ოტიას ფსევდონიმს.

1930

ტიპი: სახელი

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, დედამისს, მარიამს ახლობლები „დედუს“ ან „დედუნას“ ეძახდნენ.

1957

ტიპი: სახელი

1957 წელს მწერლის პირად ბარათში დიმიტრი ხოშტარია აღნიშნავდა, რომ მისი ფსევდონიმი იყო დუტუ მეგრელი.

1920

ტიპი: სახელი

1920 წლის 7 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იოსებ მაქსიმეს ძე მეხუზლას სამწერლო ფსევდონიმი იყო იასე რაჭველი.

1885

ტიპი: სახელი

1885 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორს, იაკობ სტეფანეს ძე სტეფანოვს მეტსახელად „მერაბს" ეძახდნენ.

1921

ტიპი: სახელი

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მელანია ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძის სამწერლო ფსევდონიმი იყო.

1872

ტიპი: სახელი

1872 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებიდან“ ვიგებთ, რომ დ. ზურაბისშვილი იყო დავით ჩქოტუას ფსევდონიმი.

1877

ტიპი: სახელი

1877 წლის 6 მარტს „დროებაში" გამოქვეყნდა გამომგონებელ შ.ფაის სტატია ველუტინი ბრინჯის პუდრის (უმარილი) შესახებ.

1877

ტიპი: სახელი

1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროებაში” რაჟდენ ბედინიძე გვაუწყებდა, რომ პ. ვ. პოპოვის ჩაის მაღაზია გალავინის ქუჩიდან ერევნის მოედანზე, ტერ-ასატუროვის სახლში გადაიტანეს.

1877

ტიპი: სახელი

1877 წლის 28 სექტემბერს მუხთარ-ფაშამ ყარსის მცხოვრებნი არზუმსა და ტრაპიზონში გადაასახლა.

1877

ტიპი: სახელი

1877 წლის 13 ოქტომბრის „დროების” ცნობით, ექიმი ა. ს. ბახუტოვი სოლოლაკის ქუჩაზე გადავიდა. ის უფასოდ გაუწევდა დახმარებას გულით ავადმყოფ ღარიბებს.

1877

ტიპი: სახელი

1877 წლის 6 მარტის გაზეთ „დროების" ცნობით, პარიზიდან მოსული დეპეშით ირკვეოდა, რომ რუსი გენერალი ეგნატიევი ინგლისთან სამშვიდობო მილაპარაკებებს აწაროებდა.

1921

ტიპი: სახელი

1921 წლის 1-ელი თებერვლიდან ჩერეპანოვი რიმნისთველის გვარზე გადავიდა.

1921

ტიპი: სახელი

1921 წლის 1-ელი თებერვლიდან გასპაროვი მესხელის გვარზე გადავიდა.

1920

ტიპი: სახელი

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თუმანიშვილის ფსევდონიმი ბირთველისძე იყო.

1907

ტიპი: სახელი

1907 წლის შემდეგ ნოე რამიშვილის პარტიული ფსევდონიმი იყო „პეტრე“.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 16 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ხიზნების საქმე“.

1920

ტიპი: სახელი

1920 წელს გაზეთ „კომუნისტში“ დაიბეჭდა კარლო კალაძის პირველი ლექსი კაკი ეწრელის ფსევდონიმით.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ავეტიქის ასული ტერ-გრიქუროვი ქვრივი იყო. მის ქმარს სასამართლოს მრჩევლის წოდება ჰქონდა.

1918

ტიპი: სახელი

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძის ფსევდონიმი იყო ვეშაპელი.