საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19819

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთს „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში დაიბეჭდა ახალი წიგნები: პროფესორ გიორგი ახვლედიანის რუსული ენის გრამატიკა (ფასი 15 მან), გიორგი ნათაძის „ინგლისის მოკლე ისტორია“ (ფასი 31 მან.) და რომანოზ ხომლელის „ნ. ბარათაშვილი და მისი დრო“ (ფასი 21 მან). გამოცემები იყიდებოდა საზოგადოების მაღაზიაში (რუსთაველის გამზირი N9, სასტუმრო „ორიანტის“ ქვეშ).

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ასლან აბაშიძის „წერილი რედაქციის მიმართ“.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის იანვრის რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ანგარიშს ხელს აწერდნენ: ნიკოლოზ დიასამიძე, გოგია კავლელაშვილი, გლახა ბეჟანაშვილი, მიხეილ კლიმიევი, ნ. საძაგლიშვილი და ნ. მძინაროვი.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 28 აგვისტოს „დროებაში“ თეატრის წარმოდგენების შესახებ ვასილ აბაშიძის განცხადება დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 28 აგვისტოს „დროებაში“ დასურათებული ვეფხისტყაოსნის შესახებ გიორგი ქართველიშვილის გაცხადება დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 22 აგვისტოს „დროებაში“ ნინო ერისთავის მიერ თარგმნილი ფ. მერიეტის მოთხრობის „დედა“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 აგვისტოს „დროებაში“ ნინო ერისთავის მიერ თარგმნილი ფ. მერიეტის მოთხრობის „დედა“ მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 აგვისტოს „დროებაში“ ნინო ერისთავის მიერ თარგმნილი ფ. მერიეტის მოთხრობის „დედა“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 25 აგვისტოს „დროებაში“ ნინო ერისთავის მიერ თარგმნილი ფ. მერიეტის მოთხრობის „დედა“ მეოთხე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის პირველი სექტემბრის „დროებაში“ ავქსენტი ცაგარლის „საქულას სიყვარული“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 3 სექტემბრის „დროებაში“ ალექსანდრე აკოფაშვილის სტატია „ბურნუთის კოლოფი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის პირველი სექტემბრის „დროებაში“ ნიკო რაზიკაშვილის სტატია „ფშავ-ხევსურეთი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 3 სექტემბრის „დროების“ ცნობით, მიხაი ზიჩმა განაცხადა, რომ მალე განაახლებდა „ვეფხისტყაოსნის“ დასურათებაზე მუშაობას.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 3 სექტემბრის „დროებაში“ თომა მთავრიშვილის სტატია „ურიათუბანი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 6 სექტემბრის „დროებაში“ გიორგი ფალავანდიშვილის წერილი გამოქვეყნდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 6 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ბუტლეროვმა სახელმძღვანელო „როგორ მოვაშენოთ ფუტკარი“ გამოსცა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 4 სექტემბრის „დროებაში“ ზაქარია გულისაშვილის სტატია „საჩინო მარიდაშვილი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 4 სექტემბრის „დროებაში“ ანთიმოზ ჯუღელის სტატია „ზემო იმერეთი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 5 სექტემბრის „დროებაში“ თომა მთავრიშვილის სტატია „სოფ. შაშიანი“ დაიბეჭდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 28 სექტემბერს თბილისის საქალაქო სამმართველომ თბილისის სახელით გამართა სადღესასწაულო საუზმე, რომელზეც პირველი სადღეგრძელო წარმოთქვა მ. ს. შესტაკოვმა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 28 სექტემბერს თბილისის სასულიერო სემინარიაში გამართულ ლიტერატურისა და მუსიკის საღამოზე სემინარიის რექტორმა ვასილ კარბელაშვილმა წაიკითხა წერილი „მიზანი საქართველოს რუსეთთან შეერთებისა".

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 28 სექტემბერს თბილისის სასულიერო სემინარიაში გაიმართულ ლიტერატურისა და მუსიკის საღამოზე სემინარიის სამოქალაქო ისტორიის მასწავლებელმა ნიკოლოზ მახათაძემ წაიკითხა რეფერატი „საქართველოს და რუსეთის ურთიერთობა შეერთებამდე".

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 28 სექტემბერს თბილისიდან ბორჯომში წავიდნენ დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძის ადიუტანტი, გრაფი ა. ნ. გრაბე და გენერალ-ლეიტენანტი ტოლსტოი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გამართულ კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრთა საიუბილეო-სადღესასწაულო კრებაზე სამეურნეო საზოგადოების მდივანმა ეგნატე იოსელიანმა წაიკითხა მოხსენება სამეურნეო საზოგადოების 50 წლის მუშაობის შესახებ, მისი თქმით, საზოგადოების დაარსების მოთავე იყო მიხეილ ვორონცოვი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წელს გიგო ყიფშიძემ სოფრომ მგალობლიშვილს გორში მისწერა, რომ ილია ჭავჭავაძემ „ივერიის“ თანამშრომელთა ხელფასი 5 თუმნამდე გაზარდა და ზაფხულში თბილისში ჩასულიყო სამუშაოდ.