რეგისტრირებული ფაქტები2028
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 1-ელი ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტის პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი ავადმყოფობდა. ექიმების რჩევით, მას მკურნალობა სოხუმში უნდა გაეგრძელებინა.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
პოდპოლკოვნიკი ალექსანდრე ქავთარაძე I მსოფლიო ომში, 1914 წელს, გერმანელებს ტყვედ ჩაუვარდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 24 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი მარიამ გარიყული ავად იყო.
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილი 1863 წლის 1-ელ ნოემბერს დაიბადა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 15 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი ბაქოდან თბილისში დაბრუნდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 5 ნოემბერს ახალ სენაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად ზ. ბელიქანიას, ანტონ ქავთარაძისა და მღვდელ ლაზარე ოდიშარიას სახლები დაიწვა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ანდრო მურუსიძე მსახიობობასთან ერთად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასაც ეწეოდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სამტრედიელი ვაჭარი სიხარულიძე ნავთს 1.30-ის ნაცვლად 1.50 კაპიკად ყიდდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გულისწყრომას იწვევდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოეტი ვასილ კირვალიძე ბალახნის საავადმყოფოში იწვა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 24 დეკემბერს ეჩმიაძინიდან თბილისში ჩამოვიდა სომეხთა ეპარქიის მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი გეორქ სურენიანცი.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობი ეფემია მესხი თბილისში დაბრუნებას და რამდენიმე სპექტაკლში მონაწილეობას აპირებდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 7 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი თბილისიდან ბაქოში გაემგზავრა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 10 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობმა ბარბარე ავალიშვილმა ქართულ დრამატულ საზოგადოებას რამდენიმე სასცენო კოსტუმი უსახსოვრა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წელს ბაქოს დრამატულ წრეში რამდენიმე წარმოდგენის გამართვის შემდეგ ვალერიან შალიკაშვილი ჭლექით დაავადდა და დასს ჩამოშორდა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 10 დეკემბერს ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი ივანოვსკი პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 30 დეკემბერს ქუთაისიდან თბილისში დაბრუნდა კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე გენერალი ალექსანდრე ფრეზე.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წელს ავჭალის ქუჩის მცხოვრები ვლადიმერ ივანეს ძე გესლერის მეუღლე ტატიანა სახლში ქმრის არყოფნის დროს გაუჩინარდა და თან წაიღო ძვირფასი ნივთები და 400 მანეთი. პოლიციამ დაიწყო მისი ძებნა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 29 დეკემბერს თბილისში, ნავთლუხში, ცეცხლი გაჩნდა და დაიწვა მანდენოვის მატყლის სარეცხი ქარხანა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 28 დეკემბერს მთავარმართებლის თანაშემწე, გენერალი ალექსანდრე ფრეზე ქუთაისში გაემგზავრა.

