საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89691

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით სარგებლის რაოდენობა სესხის გამცემისა და სესხის ამღების ნებაზე იქნებოდა დამოკიდებული.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ნოე ჟორდანიას მეუღლე მორიდებული და უბრალო ადამიანი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ჟორდანიას მეუღლის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე „ამერიკული აუქციონი“ მიჰყავდა ახალგაზრდა პოეტს პაოლო იაშვილს, რომელიც სტუმრებს იუმორისტული ექსპრომტი კუპლეტებით აგულიანებდა და ამხნევებდა.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ნოე ჟორდანიას 15 წლის შვილი სადა გოგო იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვალს ნოე ჟორდანიას მეუღლემ, რომელიც ხელმძღვანელობდა „ქალთა საზოგადოებას ბავშვთა კეთილდღეობისთვის“ მოაწყო საქველმოქმედო საღამო კაფე „ფრასკატიში“.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 25 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თოფჩიბაშევის მეუღლე მეორე წელი იყო, რაც პარიზში აზერბაიჯანის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ალექსანდრე ხატისიანის მეუღლეს ესტურა ჩაიზე. იგი რამდენიმე დღეში ერევანში, ქმართან მიდიოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ვიზიტისას გამართულ ბანკეტს დაესწრო ოთხი ქალი, ერთ-ერთი იყო თოფჩიბაშევი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ შეიძინა სამკაულების ყუთი სპარსული მოზაიკით, ჩვეულებრივი საწერი დაფის ზომის, გარშემო წარწერებით. იგი მუსლიმანური კალენდრით 1209 წელს იყო დამზადებული, 130 წლის.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1922 წლებში მირზა მუჰამედ-ხანი ავღანეთის რწმუნებული იყო. 1926 წელს სსრკ-ში ავღანეთის სრულუფლებიან მინისტრად დანიშვნამდე მას ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ შეიძინა მძიმე და ძველი ქართული ღვინის ხაპი წარწერებით და ჩინური ნეფრიტის სამელნე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსმა არ იცოდა რამდენ ხანს მოუწევდა ინგლისში დარჩენა. შეხვდებოდა და საჭირო რჩევებსაც მისცემდა იმ შემთხვევისთვის თუ სააღდგომოდ ინგლისში თავად ვერ ჩავიდოდა და მას მოუწევდა თბილისში გამომგზავრება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, საქართველოს ჰიმნის კომპოზიტორმა უამბო, რომ საეკლესიო მუსიკამ, რომლის ხელნაწერები მეცხრე საუკუნიდან არსებობდა, ბევრი რამ წარმართული მუსიკისაგან, მათ შორის მზის ღმერთისადმი მიძღვნილი საგალობლისგან აიღო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, ბრეტანიცკი იყო მევიოლინე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსი ბევრი გამოწვევის წინაშე იდგა და თავს არ ზოგავდა, რათა ყველაფერი სათანადოდ გაეკეთებინა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლ თებერვალს, კვირას, 9 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ალექსანდროპოლის უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებულ ბანკეტზე საპატიო ადგილას იჯდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ვიზიტისას გამართულ ბანკეტზე უკრავდა მევიოლინე ბრეტანიცკი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, ელენა თარხან-მოურავი იყო პრიმადონა მილანში.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 27 იანვარს, სამშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ გასულ საღამოს სომხეთის წარმომადგენლობის მიერ გამართულ ბანკეტზე ბექზადიანმა მისი ჯანმრთელობის სადღეგრძელო შესვა და სამი ახალგარზდა რესპუბლიკის ნათლიმამა უწოდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, თარხან-მოურავი იყო ელენა თარხან-მოურავის მამა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წელს თარხან-მოურავმა ნინო უორდროპს კეთილგანწყობილი სურვილებით სავსე წერილი გაუგზავნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 თებერვალს, 19 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ რობერტ ბლეიკმა მას ქერჩში მყოფი მეგობრების, ბოლშევიკების მიერ ჩადენილი მკვლელობებისა და სხვა ამბების შესახებ უამბო.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: დიმიტრი ანდრიას ძე ყავლაშვილი, ეკატერინე ივანეს ასული ყიფშიძე, ევსტრატი ყანჩაველი, კონსტანტინე ყიფიანი, გიორგი სერგოს ძე ყარალაშვილი, ნიკოლოზ ლეონტის ძე ყაჩურაშვილი, რომან ივანეს ძე ყავრიშვილი, ბარბარე ნიკოლოზის ასული ყიფიანი, იოსებ ყირმელაშვილი და პროკოფი სპირიდონის ძე შილაკაძე.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ბარბარე ლევანის ასული ვაჩნაძე, გიორგი დიმიტრის ძე ვაჩნაძე, ნინო ვეშაპიძე, ექვთიმე სვიმონის ძე ვაშაკიძე, ილარიონ სვიმონის ძე ვაშაკიძე, გიორგი სვიმონის ძე ზუკაკიშვილი, ელენე ნიკოლოზის ასული ზუმბულიძე, ალექსი ვასილის ძე ზედგინიძე, ნიკო ყარამანის ძე ზაალიშვილი და იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილი.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ვიქტორ ვაწაძე, მარიამ ვაშაყმაძე, კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ვაშაკიძე, ვახტანგ იაგორის ძე ვახტანგოვი, ევტიხ ვადაჭკორია, სოფიო ვინეცკი, ვლადიმერ დავითის ძე ვაჩნაძე, ლავრენტი ვარშანიძე, რევაზ იოსების ძე ვაჩნაძე და ალექსანდრე სოლომონის ძე ვაჩნაძე.