საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32237

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, ქართულ კლუბში გაიმართებოდა კონცერტი, რომელზეც არტისტებს აკომპანირებას გაუწევდა პიანისტი ე. ნ. გრინელი.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 28 აპრილის გაზეთ „დროების“ ცნობით, სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელთა სხდომაზე დაამტკიცეს ზაქარია ანდრონიკაშვილის წინადადება კრებაზე ხმის მიცემის უფლების შესახებ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ავადმყოფი მსახიობის, ბარბარე ხერხეულიძე-ავალიშვილის დასახმარებლად, ქართული დრამატული საზოგადოება ჰერმან მელვილის „სიულივანის“ პრემიერას წარმოადგენდა, რომლის თარგმანიც დავით მესხს ეკუთვნოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ავადმყოფი მსახიობის, ბარბარე ავალიშვილის დასახმარებლად ქართულ დრამატულ საზოგადოებას უნდა წარმოედგინა სცენები დავით კეზელის პიესიდან „მიროვოი სუდიასთან“ ელისაბედ ჩერქეზიშვილის, კონსტანტინე შათირიშვილის, ბ. ბ. აბაშიძის, გიორგი კანდელაკის, ალექსანდრე იმედაშვილისა და სანდრო თამაზიშვილის მონაწილეობით.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 10 თებერვალს თბილისის საოლქო სასამართლოში მევახშეობაში ეჭვმიტანილი ვერა პოლონსკისა და ნიკოლოზ გვარამიძის საქმის განხილვა დაინიშნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 ნოემბრის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სურამის მომრიგებელმა მოსამართლემ განიხილა მელქო ლოტუევის საჩივარი სურამის რკინიგზის სადგურის უფროსის თანაშემწის, იაგორ მახარაძის წინააღმდეგ, რომელსაც მომჩივანი მისი კუთვნილი ამანათის მითვისებაში სდებდა ბრალს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 29 აპრილის გაზეთ „დროების“ ცნობით, ე. კასუმოვი დააყაჩაღეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 29 აპრილის „დროებაში“ ალექსანდრე ჭიჭინაძის კორესპონდენციაზე პავლე თუმანიშვილის მოსაზრება დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 30 აპრილის „დროებაში“ სერგეი მესხის სტატია „მასლაათი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 3 მაისის გაზეთ „დროებაში“ გელათისა და ტყიბულის ქვანახშირის შესახებ ინჟინერ ბაცევიჩის მოსაზრება დაიბეჭდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „დროების” ცნობით, ოსმალთა ჯარი, რომელსაც ხელმძღვანელობდა მუხთარ-ფაშა, რუსებთან ბრძოლაში დამარცხდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თელავის საზოგადო წიგნსაცავისათვის თანხა გაიღეს იოსებ ბეგიჯანოვმა და ს. ხეჩუევმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1-ელ აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ გორის ეპისკოპოს კირიონთან ერთად ალექსანდრეს ბაღში, წმ. ალექსანდრე ნეველის სამხედრო ეკლესიაში, გადაიხადა წირვა, მერე სამღვდელოება გაემგზავრა მადათოვის კუნძულზე, სადაც წყალკურთხევის რიტუალი შეასრულა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თელავის საზოგადო წიგნსაცავისათვის თანხა გაიღეს სერგო ხალიფოვმა, ს. ავეტიქოვმა, მ. ბეგიჯანოვმა და ი. კოტაძემ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თელავის საზოგადო წიგნსაცავისათვის თანხა გაიღეს გაბრიელ კიკვაძემ, მიხა ასატუროვმა, ეფრემ დავიდოვმა და მიხეილ ოგანეზოვმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თელავის საზოგადო წიგნსაცავისათვის თანხა გაიღეს არტემ ალექსანდრეს ძე ტერ-სარქისოვმა, ლევან თათუზოვმა, იოსებ იარალოვმა და დავით მიხეილის ძე ცისკარაშვილმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თელავის საზოგადო წიგნსაცავისათვის თანხა გაიღეს დათიკო ალხაზოვმა, პ. მუმლაურმა, ივ. მუმლაურმა, ბ. მუმლაურმა, ს. მუმლაურმა და ა. იშხანოვმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თელავის საზოგადო წიგნსაცავისათვის თანხა გაიღეს მარკოზ თევდორეს ძე კევლიევმა, გარსევან პავლეს ძე კურდღელოვმა და გასპარ ოსიპოვმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თელავის საზოგადო წიგნსაცავისათვის თანხა გაიღეს ნერსე გრიქულოვმა, ნიკო არუთინოვმა, შაქრო მარქაროვმა და მარტიროზ სერგოს ძე კარაპეტიანცმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თელავის საზოგადო წიგნსაცავისათვის თანხა გაიღეს გლახა გრიქუროვმა, არშაკ არუთინოვმა, მ. ხალათოვმა და ს. ყაზაროვმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თელავის საზოგადო წიგნსაცავისათვის თანხა გაიღეს ვანო მელიქოვმა, არტემ ბეჟანოვმა, ნ. არუთინოვმა, ნ. კუპატაძემ და მ. კირაკოზოვმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თელავის საზოგადო წიგნსაცავისათვის თანხა გაიღეს მ. ოგანეზოვმა, სოლომონ სოლომონის ძე მეტრეველმა, ა. ოგანეზოვმა და ავეტიკ ხითაროვმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თელავის საზოგადო წიგნსაცავისათვის თანხა გაიღეს ვასილ ალექსანდრეს ძე თუმანიშვილმა, გ. ბარძიმოვმა, ს. ტერ-სარქისოვმა და მიხეილ გიორგის ძე ხომიზურიშვილმა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 აპრილის „დროების“ ცნობით, კუზნეცოვი სიკვდილით უნდა დაესაჯათ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 აპრილის „დროების“ ცნობით, მასკვიტინმა კუზნეცოვი მოკლა.