საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ აკაკი ჩხენკელთან საუბარი გამოაქვეყნა, სადაც იგი საქართველოსთან ევროპის დამოკიდებულების საკითხს მიმოიხილავდა და აღნიშნავდა, რომ ევროპული სახელმწიფოები ამიერკავკასიაში შექმნილი ახალი სახელმწიფოების სასიცოცხლო მომავალში სულ უფრო რწმუნდებოდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვარს მიწათმოქმედების მინისტრმა ნოე ხომერიკმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ბავშვთა დამცველ საზოგადოებას დროებით და უფასოდ დაუთმეს ყოფილი საბაღოსნო სკოლის ორი შენობა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 11 იანვარს გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნა ნოე რამიშვილის განცხადება მისი სამხედრო მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა თევდორე კიკვაძემ სენაკის განყოფილებას წიგნები ფასდაკლებით გაუგზავნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მიხეილ თაქთაქიშვილის წერილი „სპეციალური სკოლა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნინო ყიფიანის წერილი „ჟურნალ „ჯეჯილის“ ოცდაათი წლის არსებობის გამო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დავით კასრაძის „ტასოს „ჯეჯილი“, რომელიც ეძღვნებოდა ჟურნალ „ჯეჯილის“ 30 წლის იუბილეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ჯაბადარის წერილი „ცხვრისა და საქონლის მომშენებელთა მომავალი ყრილობის გამო“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში მორწმუნეთა კრებაზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ კომისიაში საერო პირთაგან 3-4 წევრის დასახელება და არჩევა დამსწრეებს დაავალა. კრებაზე მყოფთაგან აირჩიეს გენერალი ლავრენტი ბალუაშვილი და ივანე რატიშვილი. გარედან მოსაწვევად დაასახელეს პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, რაფიელ ივანიცკი (ინგილო) და იასონ ჯავახიშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში მორწმუნეთა კრებაზე შემდეგი კრების მდივნად აირჩიეს დ. დავითაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძისა და გუბერნიის ბატალიონის უფროს დავით შენგელაიას საქმეს ფულის მითვისების შესახებ იძიებდა სასამართლოს უდიდეს საქმეთა გამომძიებელი მ. ჯომარჯიძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვარს გურიაში, სოფელ ჩიბათში, უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის შენობაში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრმა პართენ გოთუამ წაიკითხა მოხსენება იმჟამინდელ მდგომარეობასა და ეკონომიკურ საკითხებზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვარს გურიაში, სოფელ ჩიბათში თბილისიდან ჩავიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი პართენ გოთუა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში მორწმუნეთა კრებაზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ კომისიაში სასულიერო პირთაგან დაასახელა დეკანოზი, პროფესორი კორნელი კეკელიძე, დეკანოზი იასონ კაპანაძე და კალისტრატე ცინცაძე, რომლებიც კრებამ აირჩია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში მორწმუნეთა კრებაზე საერთო თხოვნით გადაწყდა, რომ მომდევნო კრების თავმჯდომარე იქნებოდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში მორწმუნეთა კრებაზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ წამოაყენა წინადადება კომისიის შექმნის თაობაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში მორწმუნეთა კრებაზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ მოკლე ლოცვის შემდეგ ვრცლად ილაპარაკა ეკლესიისა და მის მსახურთა არასასურველ მდგომარეობაზე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში გამართული მორწმუნეთა კრების თავმჯდომარე იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში მისი უწმინდესობის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს წინადადებით შედგა მორწმუნეთა კრება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვარს კ. ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართული სამუსიკო საზოგადოების გამგეობის კრებაზე საგანგებო სხდომა ქართული კონსერვატორიის დაარსებასთან დაკავშირებით დაინიშნა 18 იანვარს 12 საათზე ქართული სამუსიკო საზოგადოების სკოლაში, პეტრე დიდის ქუჩა N 8.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვარს კ. ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართული სამუსიკო საზოგადოების გამგეობის კრება, რომელმაც დაადგინა, რომ განათლების სამინისტროსა და კულტურის დაწესებულებათა წარმომადგენლებთან ერთად გამართულიყო თათბირი ქართული კონსერვატორიის დაარსების შესახებ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გერასიმე იმნაიშვილი იყო მასწავლებელი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სახელმწიფო ფულის მითვისებაში ბრალდებული შალვა მაღლაკელიძის სახლს და მამულს სასამართლომ ყადაღა დაადო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს 15 000 მანეთის ოდენობით აღმოეჩინა დახმარება მელიტონ ყენიასთვის ანარქიული გამოსვლებისას დაღუპული მამის გამო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი აფხაზი იყო იტალიურ-კავკასიური ბანკის დირექტორი.