საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორდმა კერზონმა განაცხადა, რომ მისი აზრით, შეუძლებელი იყო ზღვიდან ზღვამდე დიდი სომხეთის შექმნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 11 იანვარს თბილისის სახელმწიფო თეატრში გამართულ საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ 30 წლის საიუბილეო „დილის“ საოპერო ხელმძღვანელი იყო სერგო ევლახიშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვარს თბილისის სახელმწიფო თეატრში გამართულ საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ 30 წლის საიუბილეო „დილას“ ხელმძღვანელობდა ელო ანდრონიკაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვარს, კვირას, დილის 12 საათზე, თბილისის სახელმწიფო თეატრში გამართულ საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ 30 წლის იუბილეზე იდგმებოდა ვალერიან გუნიას მიერ გადმოკეთებული სამმოქმედებიანი საბავშვო პიესა „მზეხა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთი „საქართველო“ ირკუტსკიდან მიღებული ცნობების საფუძველზე იუწყება, რომ პოლკოვნიკმა პეპელიაევმა კოლჩაკი დააპატიმრა და საქმეების გადაბარება უბრძანა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ მაჩაბელი ავად გახდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნესტორ ქარცივაძე შეხვდა საბერძნეთის კონსულის მოადგილეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ მთავრობის დადგენილებით, იასონ ბაქრაძე დაინიშნა მთავრობის წარმომადგენლად „კოსმოს ლიმიტედის“ ფირმასთან თამბაქოს სარეალიზაციოდ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფირმა „კოსმოსის“ მთავარმა რწმუნებულმა გ. გ. ბერიძემ „კოსმოსის“ გამგეობიდან მიიღო დეპეშა, რომ ფირმას დამზადებული ჰქონდა 4 000 ტონა (250 000 ფუთი) პური საქართველოსთვის, რომელიც იანვარში გამოიგზავნებოდა სამხრეთ ამერიკიდან.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მელიტონ ყენიას მამა დაიღუპა ანარქიული გამოსვლების დროს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გ. შალიბაშვილი იყო ბრალმდებლის მოადგილე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვარს, კვირას, დილის 12 საათზე ივანე გომართელი წაიკითხავდა მოხსენებას თბილისის სახელმწიფო თეატრში გამართულ საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ 30 წლის იუბილეზე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სისხლის სამართლის ორი გაერთიანებული განყოფილების გამგეობა მიანდეს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ე. ჩემეხოვს.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქ. თბილისის დროებითმა საგანგებო კომისიამ მიიღო ყოფილი გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძისა და გუბერნიის ბატალიონის კვარტერმეისტერ დავით შენგელაიას ბრალდების საქმე სახელმწიფო ფულის მითვისების თაობაზე.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძისა და გუბერნიის ბატალიონის კვარტერმეისტერ დავით შენგელაიას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან წაყენებული ჰქონდათ სამოქალაქო საჩივარი სახელმწიფო ფულის 550 000 მანეთის მითვისების თაობაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სახელმწიფო ფულის მითვისებაში ბრალდებულ დავით შენგელაიას ფული 142 000 მანეთის ოდენობით სასამართლომ დაატუსაღა რესპუბლიკის ხაზინაში.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სახელმწიფო ფულის მითვისებაში ბრალდებული გენერალ-გუბერნატორი შალვა მაღლაკელიძე და გუბერნიის ბატალიონის კვარტერმეისტერი დავით შენგელაია თავდებით გამოუშვეს ციხიდან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მასწავლებელ გერასიმე იმნაიშვილის წერილი საშუალო სასწავლებლების მასწავლებელთა კონფერენციის თავმჯდომარის მიმართ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ წერილში მასწავლებელი გერასიმე იმნაიშვილი ითხოვდა მთავრობისგან გაუქმებული დღესასწაულების (ნინოობა, გიორგობა, მცხეთობა, ალავერდობა და სხვა) აღდგენას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ წერილში მასწავლებელი გერასიმე იმნაიშვილი ითხოვდა იმ ნაწარმოებთა სწავლებას, რომლებიც ქართველ მეფეებთან იყო დაკავშირებული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვალერიან გაფრინდაშვილის რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“ N 3, რომელშიც დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის „ვასაკა“, ტიციან ტაბიძის „ფატმან-ხათუნი“, შალვა ამირაჯიბის „მწვანე კაკადუ“, ვალერიან გაფრინდაშვილის „ზამთრის დაისის გასვენება“ და „შენიშვნები ლირიკაზე“, კოლაუ ნადირაძის „ყალბი ავტობიოგრაფია“, ნიკოლო მიწიშვილის „სამგლოვიარო მარში“, რაჟდენ გვეტაძის „სევდის ფარმანდი“, შალვა კარმელის „ბოდლერის ოფორტი“, სანდრო ცირეკიძის „მოზაიკის ღვთისმშობელი და სათაური პოეზიაში“, სერგო კლდიაშვილის „ევა ტაძარში“, დია ჩიანელის „სევდიანი ფრაგმენტი“, ყდის გაფორმება ეკუთვნოდა ლადო გუდიაშვილს.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქ თბილისის ოლქის სასამართლოს სისხლის სამართლის განყოფილებაში უნდა გაერჩიათ ივანე ბუაჩიძის ბრალდება მისი ცოლის, ასათიანის მოკვლის შესახებ. საქმე მესამედ იყო დანიშნული, რადგან მოწმეთა უმრავლესობა არ გამოცხადდა და გადაიდო სხვა დროისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთი „საქართველო“ სტამბულში არსებული სომხურ გაზეთ „ჟოღვორდ ძაინის“ პარიზის კორესპონდენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ კლემანსოს და სომხეთის წარმომადგენელ პოღოს ნუბარის დიპლომატიური ურთიერთობების შედეგად, 1919 წლის 22 დეკემბერს შეერთებული სომხეთის დამოუკიდებლობა აღიარეს ზოგიერთი შესწორებით. საფრანგეთი მიიღებდა მანდატს სომხეთზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 11 იანვარს, 10 საათზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე წირვას ჩაატარებდა სამხედრო ტაძარში, რუსთაველის ქუჩაზე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იმავე დღეს ანა (ანაპო) მამუკას ასულ ხუსკივაძეს დაკრძალავდნენ ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე.