საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 20 ნოემბერს ნორიოს სკოლის მასწავლებელი ნ. ჯაჯანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ატყობინებს, რომ 1-ლი ივლისიდან იმ დრომდე ღარიბი შეგირდებისათვის დასარიგებლად მას არ მიუღია წიგნები. გამგეობისგან წიგნები მიიღეს წინა მასწავლებლებმა და გადასცეს მხოლოდ ესენი: 3 ცალი თბილისის საზოგადოების წესდება, თითო-თითო ეგზემპლარი ი. გოგებაშვილის „დარიგება მასწავლებლისათვის“, ნ. ბარათაშვილის ლექსები, დ. ბაქრაძის „მირიან მეფე და წმინდა ნინო“, სოლომონ ლიონიძის „გლოვა ირაკლი მეორისა“, დ. ბაქრაძის „პონტის მეფე მიტრიდატ დიდი“, „ლოცვანი“, ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, „არითმეტიკული ამოცანები“ და დაჭრილი ანბანი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 20 ნოემბერს ბაღდადის სკოლის მასწავლებელმა ნიკიფორე გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ნიკიფორე ბოჭორიშვილის ცნობით, 1881 წლის 20 ნოემბრისთვის სოფელ ბაღდათის სკოლაში სწავლობდა 30 მოსწავლე ვაჟი და 16 ქალი, მათგან 16 ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 20 ნოემბერს ბაღდათის სკოლის მასწავლებელმა ნიკიფორე გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად მხოლოდ ერთხელ, ივნისში მიიღო წიგნები.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 20 ნოემბერს ბაღდათის სკოლის მასწავლებელმა ნიკიფორე ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისთვის საჭირო იყო „თვალსაჩინო სწავლის“ სახელმძღვანელო რუსულ ენაზე, სრული ქართული ლოცვების წიგნი, წელიწადის დროთა სურათები, ბუნების მოვლენების აღწერა რუსულ ენაზე, ნახევარსფეროების რუკა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 19 ნოემბერს სოფელ ჩოჩხათის სკოლის მასწავლებელმა ნოე ონისიმეს ძე ორაგველიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ნოე ორაგველიძის ცნობით, 1881 წლის 19 ნოემბრისთვის სოფელ ჩოჩხათის სკოლაში სწავლობდა 23 ღარიბი მოსწავლე, რომელთაც არ შეეძლოთ სასწავლო ნივთების თავად შეძენა.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ნოე ორაგველიძის ცნობით, 1881 წლის 19 ნოემბრისთვის სოფელ ჩოჩხათის სკოლაში 50-მდე მოსწავლე სწავლობდა, მათგან მხოლოდ ერთი იყო ქალი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 19 ნოემბერს მასწავლებელმა ნოე ონისიმეს ძე ორაგველიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სოფელ ჩოჩხათის სკოლისთვის იმ წელს არ მიუღია წიგნები, სახელმძღვანელოები და სასწავლო ნივთები.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 19 ნოემბერს ჩოჩხათის სკოლის მასწავლებელი ნოე ორაგველიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ ზოგადად სოფელში სიღარიბის გამო არ მიჰყავდათ მშობლებს შვილები, რადგან არ შეეძლოთ სასწავლო წიგნებისა და ნივთების ყიდვა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 19 ნოემბერს მასწავლებელმა ნოე ონისიმეს ძე ორაგველიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისთვის საჭირო იყო: 15 ეგზემპლარი „დედა ენა“, 10 ეგზემპლარამდე „ბუნების კარი“, 12 ეგზემპლარი „როდნოე სლოვო“ I ნაწილი, 11 ეგზემპლარი II ნაწილი, 13 ეგზემპლარი დიდებულიძის „საღმრთო ისტორია“ (ქართულად), 12 ეგზემპლარი „მოლიტვენიკი“, ანუ ახსნა ლოცვებისა, 8 ეგზემპლარი არითმეტიკის კრებული I ნაწილი, 10 ეგზემპლარი კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო, 15 დაფა, განსაკუთრებით ესაჭიროებოდათ რუსულ-ქართული ლექსიკონი.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 19 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ და სერგეი მესხმა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს მიმართეს, რომ გაზეთ „დროების“ რედაქტორის უფლებები ილიას სერგეი მესხისთვის გადაეცა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 18 ნოემბერს ასკანის სკოლის მასწავლებელმა კონსტანტინე ერქომაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 18 ნოემბერს ასკანის სკოლის მასწავლებელი კონსტანტინე ერქომაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები (72 ეგზემპლარი) მიიღო 21 თებერვალს და დაურიგა ღარიბ მოსწავლეებს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 16 ნოემბერს კავკასიის მაზრის მზრუნველმა იანოვსკიმ და ქუთაისის გუბერნიის საერო სასწავლებლების დირექტორმა ბ. ორლოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის დირექტორს პროგრამაში რუსულის არქონის გამო შენიშვნა მისცეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 16 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ფრანგულიდან თარგმნილ დრამას „შეშლილია“ და რაფიელ ერისთავის მიერ გადაკეთებულ პიესას „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის ნოემბერში მასწავლებელმა ისიდორე ჭანტურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სოფელ კირცხის სასწავლებლის შესახებ. გამგეობამ წერილი მიიღო 12 ნოემბერს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მიიღო მასწავლებელ ისიდორე ჭანტურიას ცნობა, რომ სოფელ კირცხის სასწავლებელს არცერთხელ მიუღია წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 7 ნოემბერს ალექსანდრე თეიმურაზის ძე ნანეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ აჭარაში ხალხი ვერ გრძნობდა სწავლა-განათლების საჭიროებას და სკოლის დროებით დახურვას ითხოვდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 7 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ილია ოქრომჭედლიშვილს მოსკოვში მისწერა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ძალიან მოეწონა მისი წინადადება, ძველი წიგნების, კერძოდ „ვისრამიანის“, გამოცემის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 ნოემბერს გამგეობის წევრმა იონა მეუნარგიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება თონეთის სკოლის გახსნის თაობაზე.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გააცნო ლია ოქრომჭედლიშვილის წინადადება ძველი წიგნების გამოცემის შესახებ.

1881

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე დაიბადა 1881 წლის ნოემბერს ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მხარის დვაბზუს თემის სოფელ ჭალაში.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ისიდორე ჭანტურიას ცნობით, 1881 წლის ნოემბრისთვის სოფელ კირცხის სასწავლებელში 85 მოსწავლე ქალი და ვაჟი სწავლობდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის ნოემბრის ბოლოს კისისხევ-ნასომხარის სასოფლო სკოლის ოსტატმა დავით რცხილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად გამგეობისგან ამავე წლის აპრილის რიცხვებში მიღებული წიგნები მისცა სკოლის მოსწავლეებს და ასევე წიგნის მცოდნე სხვა პირებსაც გარკვეული ვადით და შემდეგ დაუბრუნებდნენ მას.