საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72240

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ლ. იოსელიანმა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია დაამთავრა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ს. გველესიანმა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია დაამთავრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 ივნისს თბილისის მილიციის უფროსის ვ. სულაქველიძის ხელმძღვანელობით დააკავეს ტატიანას ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის მონაწილეები: უბნის მილიციელი კობახიძე, მოქალაქეები, ტანტინოვი და ტატუევი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ნიკო ნიკოლაძე წერის, რომ დენიკინი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა აგენტია, რომელიც უცხოელ მმართველთა ინსტრუქციით მოქმედებს, რის გამოც მას ისტორიის მკაცრი განაჩენი ელის.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი თებერვლიდან ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე გადაიყვანეს ცაგერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ნოემბრიდან ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე გადაიყვანეს სოფელ ორბელის ერთკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლად.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ნიკო ნიკოლაძე მომავალ ყვითელ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც უკვე რეალური გახდა და რომელიც, პირველ რიგში, ომითა და რევოლუციებით გამოფიტულ რუსეთს ემუქრება. ქართველი პოლიტიკოსის აზრით, როცა ყვითლების ტალღა კავკასიის ქედს მოაღწევს, ამ შეჯახებაშიც, ჩვეულებრივ, დიდ როლს მთიელები ითამაშებენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 დეკემბერს ჯავახეთიდან ლტოლვილი ილია ალხაზიშვილი საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს სწერს, რომ 25 დეკემბერს თავის მესამე ვაჟ შალვას შეხვდა სახადი. მკურნალი ექიმები იყვნენ ბროძელი, აბაკელია და მგელაძე. ამ მდგომარეობაში ერთი თვე იმყოფებოდნენ. ორი თვის შემდეგ, როცა ექიმებმა გარეთ გამოსვლის ნება დართეს, ის წარსდგა გიმნაზიაში ნოემბრისა და დეკემბრის ანაზღაურების მისაღებად. მას მხოლოდ ნოემბრის თანხა მისცეს და განუცხადეს, რომ დეკემბრის ანაზღაურებას ვერ მისცემდნენ, რადგან 15 დეკემბრს ის სამინისტრომ დაითხოვა და მის ნაცვლად სხვა დანიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის პირველი ოქტომბრიდან ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე გადაიყვანეს გურიაში, სოფელ ბახვში ორკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლად.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს ალექსანდრა ალის ასულმა გარდაფხაძე-ქიქოძემ დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის რვა კლასი.

1893

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე დაიბადა 1893 წლის 15 სექტემბერს. ის იყო მართლმადიდებელი და თვიური ჯამაგირი ჰქონდა 3500 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 ივნისის სხდომაზე თბილისის მაზრის ერობის გამგეობამ დაადგინა, გაუქმდეს მაზრის კომისრის თანამდებობა და კომისარიატი ჩააბარონ მაზრის მილიციის უფროსის თანაშემწე შიუკაშვილს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ივნისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ნოე ჩხიკვაძის ლექსი „თავისუფლებას“.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს კ. იორდანიშვილმა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია დაამთავრა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ეგორაშვილმა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია დაამთავრა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 დეკემბერს თბილისის მეოთხე საქალებო გიმნაზიას ჯავახეთიდან ლტოლვილი ილია ალხაზიშვილი შვილის – შალვა ალხაზიშვილის (გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი) სახადით დაავადების შესახებ ტელეფონით ატყობინებს.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს რ. გაჩეჩილაძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს დ. გაგნიძემ თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია დაამთავრა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს გ. ვეზირიშვილმა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია დაამთავრა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ვ. ბურჭულაძემ თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია დაამთავრა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს დ. აბესალაშვილმა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია დაამთავრა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ლ. გვარამაძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 იანვრამდე შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის უფროს და მეორე განყოფილებებში ქართულ ენას ასწავლიდა. ხოლო საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას, ორივეს ქართულად, პირველ კლასში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 აგვისტოს ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მასწავლებელმა შალვა ილიას ძე ალხაზიშვილმა საერო განათლების მინისტრს რომელიმე გიმნაზიაში მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა. მისთვის სასურველი ადგილი თბილისი, ხაშური ან თელავი იყო. მას სურდა საყვარელი საქმე ეკეთებინა და სამშობლოს სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში დახმარებოდა.