საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „შესაძლებელია ამიერკავკასიის კონფერენცია?“ გამოქვეყნდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს პეტრე მელიქიშვილი ოდესის უნივერსიტეტში ქიმიას ასწავლიდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 თებერვლის „დროებაში“ დაიბეჭდა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის პირველი იანვრისთვის არსებული ბალანსი, რომელსაც ხელს აწერდნენ: ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი და ხ. ხაჩატურიანი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 23 თებერვალს მარიამ საფაროვ-აბაშიძის, ელენე ანდრონიკაშვილისას და გ. ს. ალექსეევ-მესხიევის ინიციატივით მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო უნდა გამართულიყო.

1852

ტიპი: თანამდებობა

1852-62 წლებში სიმონ ნიკოლოზის ძე ბებიაშვილი სოფ. ვახანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1861

ტიპი: გარდაცვალება

1861 წლის 31 აგვისტოს სოფ. ვახანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი დავით ივანეს ძე არევაძე გარდაიცვალა.

1811

ტიპი: თანამდებობა

1811-61 წლებში დავით ივანეს ძე არევაძე სოფ. ვახანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის პირველ იანვარს სოფ. ვაჭევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სპირიდონ პეტრეს ძე ბრეგვაძე გარდაიცვალა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-17 წლებში სპირიდონ პეტრეს ძე ბრეგვაძე სოფ. ვაჭევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს სპირიდონ ნიკოლოზის ძე ცერცვაძე სოფ. ვაჭევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1860

ტიპი: თანამდებობა

1860 წელს სპირიდონ ნიკოლოზის ძე ცერცვაძე სოფ. ვაჭევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1851

ტიპი: თანამდებობა

1851 წელს ნიკოლოზ ცერცვაძე სოფ. ვაჭევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1814

ტიპი: თანამდებობა

1814-60 წლებში თედორე სვიმონის ძე კუპატაძე სოფ. ვაჭევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1814

ტიპი: თანამდებობა

1814 წელს ნიკოლოზ ცერცვაძე სოფ. ვაჭევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1976

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1976 წელს მიხეილ კვალიაშვილის ქალიშვილი მაიკო მეუღლესთან, ექიმ აკაკი ნოეს ძე რამიშვილთან, ერთად ლონდონში ცხოვრობდა.

1976

ტიპი: თანამდებობა

1976 წელს მიხეილ კვალიაშვილი პოზნანის სამხედრო მუზეუმში მუშაობდა.

1976

ტიპი: ღონისძიება

1976 წელს თბილისში ირინა არკადის ასულ სხირტლაძის გმირობის შესახებ პატარა წიგნი გამოქვეყნდა.

1961

ტიპი: ავტორობა

1961 წელს თბილისში ფილოსოფოს მოსე ივანეს ძე გოგიბერიძის წიგნი „რუსთაველი, პეტრიწი, პრელუდიები“ გამოიცა.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის 25 მარტს სერგო ყურულიშვილი ვარშავის ცერტრში, ერთ-ერთ კაფეში, ეჭვიანობის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წელს სერგო ივანეს ძე ყურულიშვილის ლექსების კრებული „მთვრალი ვარდი“ დაიბეჭდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს სერგო ივანეს ძე ყურულიშვილის ლექსების კრებული „ტალღები“ გამოქვეყნდა.

1975

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1975 წელს თამარ ივანეს ასული ყურულიშვილი, სერგო ყურულიშვილის ძმიშვილი, მეუღლესთან, ანდრეი ვოიტკევიჩთან ერთად პოლონეთში ცხოვრობდა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის დეკემბერში მიხეილ კვალიაშვილმა თბილისიდან პოზნანში მიიღო რევაზ ვახტანგის ძე ბერიძის 31 ცალი „ძველი თბილისი ნახატებში“.

1976

ტიპი: ღონისძიება

1976 წელს ნინო კვალიაშვილი 6 თვით ლონდონში დასთან, მაიკოსთან, ჩავიდა.

1974

ტიპი: ღონისძიება

1974 წლის ოქტომბერში მიხეილ კვალიაშვილი შვილთან, მანანასთან, ერთად საქართველოდან პოზნანში დაბრუნდა.