რეგისტრირებული ფაქტები2028
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, მედიცინის დოქტორი, ქირურგი ბენკლევსკი პაციენტებს თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კერძო კლინიკაში მიიღებდა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 12 სექტემბერს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებული კავკასიაში იაკობ მედვედიევი თბილისიდან სოჭში გაემგზავრა მიწათმოქმედების მინისტრ ერმალოვთან მისაგებებლად.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წლის ივნისში ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი ესპანეთში გაემგზავრა დასასვენებლად და სამკურნალოდ.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წელს მსახიობი ვიქტორ მატარაძე მძიმე მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 22 სექტემბერს გზათა მინისტრი მიხეილ ხილკოვი საგანგებო მატარებლით წავიდა ბაქოში, იქიდან პეტერბურგში ვლადიკავკაზის რკინიგზით დაბრუნდა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 23 სექტემბერს თბილისში ბაქოს მატარებლით ჩამოვიდა სომხეთის კათალიკოსი მკრტიჩ I. კათალიკოსი პირდაპირ წავიდა ვანქის ეკლესიაში, სადაც მას მიეგებნენ თბილისის სომხური სამღვდელოება და სომხური სემინარიის მოწაფეები.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი ე. ლ. ვედენეევი პეტერბურგში გაემგზავრა რკინიგზების 1902 წლის ხარჯთაღრიცხვის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.
1887
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1887 წელს ილია ჭავჭავაძესა და სოფრომ მგალობლიშვილს უთანხმოება მოუვიდათ.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს პეტერბურგიდან თბილისში ჩამოსვლას გეგმავდნენ მოძრაობის ნაწილის უფროსი ინჟინერი ვერხოვსკოი, მატერიალური ნაწილის უფროსი ინჟინერი ლენჩევსკი და მთავარი ბუღალტერი ა. ს. პუშკარევი.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს მთავრობის განკარგულებით სენაკის მაზრის სამსახურს გარეშე მყოფი პოლკოვნიკი ფარნაოზ მხეიძე წმ. ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1890
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1890-იან წლებში ალექსანდრე ყაზბეგს ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო და სიცოცხლის ბოლომდე თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა.
1872
ტიპი: პირადი ინფორმაცია
იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი 1872 წლის 2 იანვარს ახაშენში დაიბადა.
1858
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ვასილ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი 1858 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ჩაილურში დაიბადა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 26 ივნისს ივანე მაჩაბელი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს გიორგი დეკანოზიშვილმა ქალაქის გამგეობაში შეიტანა განცხადება სამთო ინჟინრის თანამდებობის დასაკავებლად. ის პეტერბურგის სამთო ინჟინერიის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ჭიათურასა და ბაქოში, რამდენიმე წელი კი საზღვარგარეთ ცხოვრობდა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 10 ნოემბერს ამიერკავკასიის რკინიგზების უფროსი ე. ლ. ვედენეევი თბილისში ჩამოსვლას გეგმავდა.

