საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19532

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 2 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ხიზნების საქმე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოციალისტ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა მენშევიკთა აზრს, დამფუძნებელი კრების ფრაქციის წევრებს ხალხის თანდასწრებით მოეწონებინათ და დაედასტურებინათ კრების მიერ მიღებული კანონები. მას სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით სწორად მიაჩნდა, განსახილველი კანონების გარშემო კამათი ხალხში გადაეტანათ, რადგან ხალხს პოლიტიკური ბრძოლა სურდა და ამის დაუკმაყოფილებლობა პარლამენტარიზმს მოსპობდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით ცალკე წიგნად გამოვიდა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მმართველობის განვლილი წლის ანგარიში.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის ნოემბერში დაიბეჭდა მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანი“ ფილიპე მახარაძის წინასიტყვაობით დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 მარტს ილია ჭავჭავაძემ საცენზურო კომიტეტის მდივან ლუკა ისარლიშვილს წერილობით სთხოვა, არ შეეფერხებინა „საგრამატიკო საკითხების პროგრამის“ ბეჭდვაზე ნებართვის გაცემა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 მარტს ილია ჭავჭავაძეს ალექსანდრე ჭყონიამ წერილობით შეატყობინა, რომ ქალაქში არყოფნის გამო საგრამატიკო საკითხების განსახილველად დანიშნულ კრებას ვერ დაესწრებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოიწონეს ილია ჭავჭავაძის მოსაზრება, რომ საზოგადოების ანგარიშები „ივერიაში“ დაებეჭდათ და ცალკე წიგნად გამოეცათ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის ივნისში ჟურნალ „ივერიის“ მეოთხე-მეხუთე ნომრები ერთ წიგნად გამოიცა, რომელშიც გეორგ ებერსის რომანის „ასული ფარაონისა“ ილიასეული თარგმანის გაგრძელება დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ტფილისი, 11 იანვარს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „სახასო გლეხთა მდგომარეობა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ტფილისი, 17 იანვარს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ქართული ენის ნორმების შესახებ“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად,  დაბა საცხენისის ერთ-ერთ მონაკვეთზე პატარა მდინარეს ეკვროდა რაღაც ცხიმოვანი მასა, რომელიც ანთებული ასანთის მიკარებისთანავე ალდებოდა და ქრებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „თეატრში“ ალექსი კვალიაშვილის სტატიის „წერილი რედაქტორთან“ დასასრული დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 31 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 30 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ჩარჩული კაპიტალი და ჩვენი მრეწველობა, ლითოგრაფიის ქვის მადნის აღმოჩენის გამო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 7 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულში დაიბეჭდა სათაურით „ავსტრია-გერმანიის ურთიერთობა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 14 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულში დაიბეჭდა სათაურით „ბულგარეთს საქმე და ევროპის პრესა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 18 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულში დაიბეჭდა სათაურით „ხიზნების საქმე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 19 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულში დაიბეჭდა სათაურით „ბულგარეთის საქმე და ევროპის პრესა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 20 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულში დაიბეჭდა სათაურით „ხიზნების საქმე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „თეატრში“ დაიბეჭდა ალექსი კვალიაშვილის წერილი „სათავად–აზნაურო ბანკების გამო“, რომელიც ეხმაურებოდა აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის პოლემიკას ბანკის საკითხებთან დაკავშირებით.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 22 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულში დაიბეჭდა სათაურით „ალექსანდრე მთავრის დაბრუნება ბულგარეთში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 21 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულში დაიბეჭდა სათაურით „მამულების გამიჯვნა“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით გამოვიდა „ანგარიში ქართველთა შორის ქშწ-კგ საზოგადოების“ მოქმედებისა: 1896 წელი. წელიწადი მეთვრამეტე. ტფ., 1897“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 23 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „სოფლის მმართველობის რეფორმის საკითხზე“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ეკატერინე გაბაშვილის სტატია „ზემო-ქართლელ დედაკაცის საკუთრება გლეხ-კაცის ოჯახში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის თებერვალში გაზეთ „აზერბაიჯანში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ ბაქოს გენერალ-გუბერნატორ მურად გირა ტლეხასთან. მისი განცხადებით, სამი დღეში კასპიის ზღვით ბაქოში ლტოლვილებით დატვირთული 7 გემი ჩამოვიდა ენზელიდან, კრასნოვიდსკიდან და პეტროვსკიდან, რომელთაც 500-ზე მეტი მგზავრი ჩამოიყვანეს, უმეტესობა შეუშვეს ქვეყანაში, მაგრამ არა ბაქოში. ყველანი სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრებოდნენ, პოლონეთის მოქალაქეები – თბილისში, სპარსეთისა – სპარსეთში, სომხეთისა – სომხეთში, რუსეთის მოქალაქეები და მთიელნი – პეტროვსკში, ხოლო აზერბაიჯანის მოქალაქეებს გაგზავნიდნენ იქ, სადაც ჩაწერილები იყვნენ, რათა ეპიდემია არ გავრცელებულიყო.