საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19532

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 4 აპრილს ილია ჭავჭავაძემ წერილობით მიმართა გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ რედაქტორ გიორგი თუმანიშვილს და აღშფოთება გამოხატა იმ ცილისწამებათა გამო, რომელთაც გაზეთი აქვეყნებდა „ივერიის“ წინააღმდეგ, გააფრთხილა, რომ მასთან საგაზეთო პოლემიკაში ჩაბმის ნაცვლად აპირებდა სიმართლის გასარკვევად მიუკერძოებელ პირთა სასამართლოსთვის მიემართა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის ოქტომბრის დასაწყისში ილუსტრირებულ მხატვრულ-ლიტერატურულ კრებულ „კავკაზსკაია ჟიზნში“ დაიბეჭდა ანტონ ნატროშვილის მიერ თარგმნილი ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „გლახის ნაამბობი“ ნაწყვეტი.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 13 მარტს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნაწყვეტები ჟურნალ „«Исторический вестник“-ში ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ შესახებ გამოქვეყნებული რეცენზიიდან.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ელ იანვარს არტემ ფირალიშვილმა ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა თავისი თანაავტორობით გამოსული წიგნი „ნარკვევი კახეთის მევენახეობასა და მეღვინეობაზე“ წარწერით.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 14 მარტს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ლევან ჯანდიერის წერილი ბანკში შესატანი თანხისა და ვექსილის შესახებ.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 16 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ნიაბი“ ილია ჭავჭავაძის სტატია „ბ-ნ ალ. ხატისოვის ღაღადი“ გამოქვეყნდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის ოქტომბრის დასაწყისში ილუსტრირებულ მხატვრულ-ლიტერატურულ კრებულში „კავკაზსკაია ჟიზნ“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსის „ვიხილე სატრფო...“ ვასილი ველიჩკოსეული თარგმანი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ ნოე ჟორდანიას მოხსენებაში ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, დამოკიდებულება მეზობელ ერებთან, სასამართლო და ეკონომიკური მდგომარეობა იყო განხილული.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 10 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა 4-მოქმედებიანი ოპერის „დუბროვსკი“ პრემიერა. მუსიკის ავტორი იყო ადუარდ ნაპრავნიკი.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 16 მაისს რომანოზ ფანცხავამ ხომლელის ფსევდონიმით გაზეთ „კვალში“ განაგრძო ვრცელი წერილის „ჩვენი ლიტერატურის მდგომარეობა“ ბეჭდვა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 13 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ და დავით კარიჭაშვილმა წერილობით მადლობა გამოუცხადეს პედაგოგ ლუარსაბ ბოცვაძეს იმისათვის, რომ საგანგებოდ გამართულ კურსებზე სამრევლო სკოლების მასწავლებლებს სამაგალითო გაკვეთილები ჩაუტარა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა პედაგოგ თომა მთავრიშვილის გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის სახელობის ცენტრალური დეპოს დაარსების შესახებ გამოქვეყნებულ წერილებზე.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის მაისის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ დაწერა სამი ახალი სატირული გამოცანა („რად გვინდა, ვინ ხარ...“, „ჩემი აწ ესე ნათქვამი...“ და „კალამი რამ უშოვნია...“) დავით კეზელზე, გიორგი თუმანიშვილსა და გიორგი წერეთელზე.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნდა ივანე ზურაბიშვილის მიერ რუსულად თარგმნილი ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „გლახის ნაამბობი“ ნაწყვეტი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რუსმა მხატვარმა ალექსი ეისნერმა ილია ჭავჭავაძის პორტრეტი დახატა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 21 თებერვალს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ დაიბეჭდა გრიგოლ ვოლსკის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „კაცია – ადამიანი?!“ ნაწყვეტი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 25 თებერვალს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ დაიბეჭდა გრიგოლ ვოლსკის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „კაცია – ადამიანი?!“ მეორე ნაწყვეტი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 12 იანვარს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსის „მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული“ ივანე თხორჟევსკისეული თარგმანი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 იანვარს გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსის „მწუხარება“ ვასილი ველიჩკოსეული თარგმანი.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 14 ივლისს ვასილი ველიჩკომ ილია ჭავჭავაძეს მისწერა, რომ ვერ ახერხებდა მისი სახელობის დღეზე საგურამოში ჩასვლას და ლექსი გაუგზავნა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 2 თებერვალს გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსის „ჩემო კალამო, ჩემო კარგო...“ ვლადიმერ ლებედევისეული თარგმანი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 30 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მიხეილ ჩოდრიშვილის გამოხმაურება მიხეილ ნასიძის ინიციატივაზე ილია ჭავჭავაძის სახელობის ცენტრალური დეპოს დაარსების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ე. სულთანოვის „საღამო გოლოვინის პროსპექტზე“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ე. სულთანოვის „საღამო გოლოვინის პროსპექტზე“. პირველ სცენაში სულთანოვი აღწერდა ქუჩაში მიმავალ ურიკას, რომელსაც ხშირად აჩერებდნენ გამვლელები. მიახლოებისას სულთანოვს ურიკაზე საწყალი მაწანწალის დაკრუნჩხული გვამი დაუნახავს. მის კითხვაზე, თუ ვინ იყო ეს უბედური, მედროგეს უპასუხნია, რომ მისთვის უცნობი მაწანწალა სულ ახლახან შიმშილისგან ქუჩაზე დაცემულა და გარდაცვლილა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ე. სულთანოვის „საღამო გოლოვინის პროსპექტზე“. მეორე სცენაში კადეტების კორპუსთან სულთანოვი გადაეყარა ტროტუარის გასწვრივ გაშოტილ მაწანწალას გაფარჩხული ხელებითა და დაღებული პირით. სულთანოვი აღუშფოთებია გამვლელთა გულგრილობას. არც კი არჩევდნენ ძაღლი იწვა მათ წინ თუ ადამიანი. მაწანწალა მკვდარი იყო. სულ ახლოს კი ძვირიან რესტორნებსა და ხმაურიან კაფეებში, საიდანაც მხიარული მუსიკის ჰანგები მოისმოდა, თავის გაუმაძღარ სტომაქს ივსებდა მოზეიმე საზოგადოება.