რეგისტრირებული ფაქტები72439
სორტირება თარიღი მზარდობით
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წელს პუშკინის დღეებთან დაკავშირებით საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შეიქმნა კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო ფილიპე მახარაძე, მდივანი კი – ტიციან ტაბიძე.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წელს ივანე აკულოვი სსრკ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი იყო.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წელს ნიკოლაი ეჟოვს სახელმწიფო უშიშროების გენერალური კომისრის წოდება მიანიჭეს.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წელს გერმან ანდრიას ძე მგალობლიშვილს საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წელს ფლოტის პირველი რანგის ფლაგმანი ვლადიმერ მიტროფანეს ძე ორლოვი სსრ კავშირის საზღვაო ძალების ნაწილში თავდაცვის სახალხო კომისრის მოადგილედ და მუშურ-გლეხური წითელი არმიის საზღვაო ძალების უფროსად დაინიშნა.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წელს არმიის მე-2 რანგის სარდალი იაკობ ალკსნისი სსრკ-ის თავდაცვის სახალხო კომისრის მოადგილედ და საჰაერო ძალების უფროსად დაამტკიცეს.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წელს ბიქტორ გიორგის ძე წულუკიძე სსრ ფინანსთა სახალხო კომისრის მოადგილედ დაინიშნა. განცხადებას ხელი მოაწერეს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, ფილიპე მახარაძემ და მისმა მოადგილემ, თენგიზ ჟღენტმა.
1937
ტიპი: ორგანიზაცია
1937 წელს მალაქია ტოროშელიძის აღიარებითი განცხადებიდან ირკვევა, რომ ტროცკისტებსა და ნოე ჟორდანიას შექმნილი ჰქონდათ საქართველოს ნაციონალური ცენტრის ბლოკი, რომელშიც ერთიანდებოდნენ ანტისაბჭოური პარტიის წარმომადგენლები.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წელს მალაქია ტოროშელიძის აღიარების მიხედვით, საქართველოს ნაციონალური ცენტრის ბლოკის ერთ-ერთ შეხვედრას, რომელიც კერძო ბინაზე ჩატარდა, ნოე ჟორდანიას დავალებით ნიკოლოზ ელიავა დაესწრო.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წელს, როგორც მალაქია ტოროშელიძის აღიარებიდან ირკვევა, ნოე ჟორდანიას ბლოკს „საქართველოს ნაციონალური ცენტრი“ ბუდუ მდივანი კარპო მოდებაძის დახმარებით დაუკავშირდა.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წელს ქრისტინე შარაშიძეს დედამ ბარათი და სახალხო განათლების ისტორიის სექციის სხდომაზე მიწვევის ცნობა გაუგზავნა.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წლიდან კალე ბობოხიძე ხელმძღვანელობდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის საბავშვო სექციას.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წლიდან აკაკი ბელიაშვილი მუშაობდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის კინოსექციის ხელმძღვანელად.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937-1939 წლებში ალიო მირცხულავა იყო მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937-1942 წლებში ბესარიონ ჟღენტი იყო თბილისის კინოსტუდიის სასცენო განყოფილების რედაქტორი.