საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72240

1940

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1940 წლის 19 ოქტომბერს სამი წელი შესრულდა, რაც თამარ შარაშიძე-ქარცივაძე ყაზახეთში გადასხლებაში იმყოფებოდა.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წლის ნოემბერში ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ გაზეთ „პრავდაში“ წაიკითხა ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალების ცნობა.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 12 დეკემბერს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ღია ბარათი გაუგზავნა დას, ქრისტინე შარაშიძეს და მისწერა, როგორი გახარებული და აღელვებული იყო შვილის, ბიბი ქარცივაძის დაოჯახების გადაწყვეტილების შესახებ რომ გაიგო.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წლის 29 დეკემბერს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ შვილს, ბიბი ქარცივაძეს, თბილისში გამოუგზავნა წერილი და ცოლის შერთვის ნება დართო.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წელს გამოქვეყნდა ნაშრომი „ქართული წიგნი“ (ბიბლოგრაფია I, 1629-1921 წწ.) ქრისტინე შარაშიძის შესავლით.

1941

ტიპი: თანამდებობა

1941 წლიდან პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე გერმანიის უმაღლესი სარდლობის მთავარი შტაბის წევრი იყო.

1941

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1941 წლიდან ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში მუშაობდა.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლიდან ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მუშაობდა და ძველი ქართული კულტურის საკითხებს იკვლევდა.

1941

ტიპი: თანამდებობა

ქრისტინე შარაშიძე 1941 წლიდან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში მუშაობდა.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლის 1-ლ იანვარს გადასახლებაში მყოფმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს, ჯამბულიდან თბილისში გაუგზავნა ღია ბარათი. მისწერა კერძო საკითხებსა და ოჯახის წევრებისთვის მანამდე გაგზავნილ წერილებზე, რომლებიც სავარაუდოდ დაიკარგა.

1941

ტიპი: ღონისძიება

1941 წლის იანვრიდან თამარ შარაშიძე-ქარცივაძე ყაზახეთში გამოწერით მიიღებდა გაზეთ „კომუნისტს“.

1941

ტიპი: ღონისძიება

ყაზახეთში გადასახლებულ თამარ შარაშიძე-ქარცივაძეს 1941 წელს ფოსტაში უარი უთხრეს ქართული გაზეთის გამოწერის გაგრძელებაზე.

1941

ტიპი: თანამდებობა

1941 წელს ლიდია გეპშტეინი ყელ-ყურის ექიმად მუშაობდა ჯამბულში (ყაზახეთში).

1941

ტიპი: ღონისძიება

1941 წლიდან შალვა მაღლაკელიძე მეორე მსოფლიო ომში გერმანულ არმიაში საბჭოთა სახელმწიფოს ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა და ბევრჯერ იყო დაჯილდოებული.

1941

ტიპი: ღონისძიება

1941 წელს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ყაზახეთში „კომუნისტის“ სამი ნომერი მიიღო.

1941

ტიპი: ღონისძიება

1941 წლის იანვარში თამარ შარაშიძე-ქარცივაძის ოჯახმა ჯამბულიდან მიიღო დეპეშა, რომ თამარი მითითებულ მისამართზე (ლენინის ქ. N19) აღარ ცხოვრობდა.

1941

ტიპი: თანამდებობა

1941-1942 წლებში ივანე პაპასკირი მსახურობდა სოხუმის სამხედრო ნაწილში პოლიტხელად.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წელს გამოქვეყნდა დავით გაჩეჩილაძის ლექსების კრებული.

1941

ტიპი: თანამდებობა

1941-1945 წლებში მიხეილ მრევლიშვილი იყო თბილისის ევაკო-ჰოსპიტლის უფროსი მოადგილე.

1941

ტიპი: თანამდებობა

1941-1942 წლებში კალე ბობოხიძე იყო სამხედრო გაზეთ „ბოეც ერკკას“ ლიტმუშაკი.

1941

ტიპი: თანამდებობა

1941 წელს აკაკი ბელიაშვილი იყო სახკინმრეწვის სასცენო განყოფილების გამგე.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წელს გამოქვეყნდა ალიო მირცხულავას რჩეული ნაწერები.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე ჭეიშვილის მოთხრობების კრებული სამამულო ომის შესახებ.

1941

ტიპი: თანამდებობა

1941-1949 წლებში ალექსანდრე ჭეიშვილი იყო მეცნიერებათა აკადემიის უფროსი მეცნიერ-მუშაკი.