საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72240

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მაისში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას წარუდგა სომხეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი ბეკზადიანი.

1920

ტიპი: თანამდებობა

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება სვიმონ მდივანს დაევალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე მოხსენების წასაკითხად თბილისიდან დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს შეარაღებული ძალების სარდლის, გენერალ გიორგი ივანეს ძე კვინიტაძის განკარგულებით გაზეთების ამწყობნი და მბეჭდავნი სამხედრო სამსახურში გაწვევისგან განთავისუფლდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის მაისში თელავში სამაზრო მილიციის უფროსმა დიდგულიძემ მოკლა ყაჩაღთა რაზმის მეთაური გარი ასტან ასუფ-ოღლი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საფრანგეთის მოქალაქე გიბის მიერ მიწათმოქმედების სამინისტროს წინაშე მდინარე ტყიბულაზე ათიათასი ცხენისძალის სიმძლავრის ჰიდროელექტოსადგურის აშენებასთან დაკავშირებით შუამდგმლობა აღიძრა. სამინისტრომ თანხმობა განაცხადა.

1919

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს მაზრების გენერალ-გუბერნატორის ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძის განკარგულებით, სენსაციური ცნობების გამოქვეყნების გამო გაზეთი „Новости дня“ დაიხურა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ლაგოდეხში მცხოვრები ვანი ჯანიაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზის დროს მოაჭრეს მარჯვენა ხელი, მზად იყო სამშობლოს დასაცავად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სენაკის სატუსაღოდან გაქცეული პატიმარი ბიგვავა დაჭერისას მძიმედ დაიჭრა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის მაისში შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდიდან შეატყობინეს, რომ ხანგრძლივი დევნის შემდეგ დაიჭირეს სენაკის სატუსაღოდან გაქცეული პატიმრები: ბიგვავა, ქაჯაია და გვასალია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 მაისს საქართველოს რკინიგზელთა ცენტრალური გამგეობა მიესალმა თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას და აღთქმა დადო, რომ შეებრძოლებოდა თავისუფლების მტრებს, როგორც გარე თავდამსხმელებს, ისე შიგნით მომუშავე ბნელ ელემენტებს.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის მაისში ბოლშევიკების მიერ სამხედრო სკოლაზე თავდასხმისას დაჭრილი იუნკერი მაყაშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით შედგა დამფუძნებელი კრების სასწრაფო სხდომა, რომელზეც აზერბაიჯანში მომხდარი გადატრიალება განიხილეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს თიანეთის პოლიტიკური პარტიებისა და დემოკრატიული ორგანიზაციების წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ განხორციელებული აგრესიისა და საქართველოს წინააღმდეგ გამოლაშქრების შესახებ. ისინი ვლადიმერ პაპავას თავმჯდომარეობით შეთანხმდნენ, რომ მაზრის სასიცოცხლო ძალები მთავრობისთვის გადაეცათ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორის, ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძის დადგენილებით, ოფიცრების გარდა ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ყველას აეკრძალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 3 მაისს სიკვდილით დასაჯეს სამხედრო სასწავლებელზე თავდამსხმელები: ერემიანცი, მუშეგიანცი და ბრიანცი.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 2 მაისის ღამეს სამხედრო სასწავლებელზე თავდასხმის გამო ერემიანცს, მუშეგიანცსა და ბრიანცს სამხედრო სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 მაისს სამხედრო სკოლაზე განხორციელებული თავდასხმისას იუნკერი მაყაშვილი მძიმედ დაიჭრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 მაისს, ღამის 12 საათზე, სამხედრო სკოლას თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები. დიდი სიმამაცე გამოიჩინეს იუნკრებმა და პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩხეიძემ. იქ იმყოფებოდა გენერალი გიორგი კვინიტაძეც.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 მაისს ზუბალაშვილის სახალხო სახლში ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭოსა და ყველა პროფესიული კავშირის წარმომადგენელთა შეერთებული სხდომა შედგა. სხდომამ მოისმინა მოხსენებები აზერბაიჯანში საბჭოთა მთავრობის გამოცხადების შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, რევოლუციონერი და ანარქისტი ვარლამ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი ხალხთა ლიგის საქართველოს საზოგადოების მიერ გამართულ გამგეობის სხდომაზე ევროპაში ხალხთა ლიგის მუშაობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 მაისს გაიმართა ხალხთა ლიგის საქართველოს საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე დავით ღამბაშიძე იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის პირველი მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პედაგოგისა და ენციკლოპედისტის, ივანე პავლეს ძე როსტომაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „პედაგოგიკა და ფსიქოლოგია“ გამოვიდა.

1920

ტიპი: ავტორობა

„საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, 1920 წლის მაისიდან ქართულ ბეჭდვით ამხანაგობას ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიას სრულ თხზულებათა კრებულის (15 ტომი) გამოცემა უნდა დაეწყო. თვეში ერთი ტომი დაიბეჭდებოდა. ფასი: 55 მანეთი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დეკანოზ ნიკიტა თალაქვაძის განცხადებით, ანჩისხატის ტაძრის ეზოს 1919 წლის საბინაო დავთარი დაიკარგა.