საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72240

1920

ტიპი: თანამდებობა

დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე 1920 წელს იყო ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარი.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის აპრილში გურიაში ცნობილი კომუნისტი და ოქტომბერ-ნოემბრის აჯანყების მეთაური თევდორე კალანდაძე დააპატიმრეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის აპრილში ამაღლების ქუჩაზე აღმოაჩინეს ტერორისტ კომუნისტთა ორგანიზაცია, რომლის მეთაურიც პანტელეიმონ კვინტრაძე იყო. ორგანიზაციის შემოწმებისას იპოვეს პარიკები, ყუმბარები, მაუზერები და 4 მანეთი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, იუსტიციის მინისტრის რაჟდენ მათეს ძე არსენიძის განკარგულებით თბილისის №1 საპყრობილეში რევიზია გაიგზავნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ქართულ კლუბში ვანო სარაჯიშვილის მონაწილეობით ნინო ფავლენიშვილის კონცერტი გაიმართა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის აპრილში განსაკუთრებულმა რაზმმა აღმოაჩინა მეხუთე ბატალიონის ცეხგაუზიდან მოპარული დაახლოებით 300 000 მანეთის ღირებულების საქონელი. ქურდი აღმოჩნდა მეშვიდე ბატალიონის ჯარისკაცი ცანავაძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა კარდინალ გასპარისგან მადლობის წერილი მიიღო. კარდინალი კათოლიკეების თავისუფალ აღმსარებლობაში ხელის შეწყობისთვის საქართველოს მთავრობას მადლობას უხდიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ბაქოში ვიზიტად გაემგზავრა საქართველოს მთავრობის სამხედრო მისია გენერალ გიორგი კვინიტაძის მეთაურობით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სახელმწიფო თეატრმა უმასპინძლა მიშელ დარიალი-ნანობაშვილის მეხუთე გასტროლს, წარმოადგინეს სპექტაკლი „აფრიკელი ქალი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სან-რემოში დაიწყო საზავო კონფერენციის უმაღლესი საბჭოს სხდომები ბათუმის საკითხის გადასაწყვეტად. თავმჯდომარე იყო იტალიის პრემიერი ფრანჩესკო ნიტი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შსს მინისტრმა ნოე ბესარიონის ძე რამიშვილმა გორში, სახალხო გვარდიის საოლქო შტაბის ეზოში მოწყობილ მიტინგზე სიტყვა წარმოთქვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 აპრილს შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი მიწისძვრისაგან დანგრეულ გორს ეწვია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პოეტმა სერგეი მიტროფანეს ძე გოროდეცკიმ ლექცია-მოხსენება „ახალი ქართული პოეზია“ წაიკითხა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სახელმწიფო თეატრში ა. ვ. კურბატოვის ბენეფისი გაიმართა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის აპრილში ქუთაისის მილიციამ ცნობილი ბოლშევიკი თენგიზ ჟღენტი დაატუსაღა, რომელიც ქუთაისში პროპაგანდისთვის და ფარული ორგანიზაციების მოსაწყობად იყო ჩასული.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 16 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პოლონეთის წარმომადგენელი ვაცლავ ოსტროვსკი დაინიშნა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო მისიის წევრად საქართველოში. მას საგანგებო საქმეთა გამგებლობა დაავალეს.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის აპრილში ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე თარხანოვი ბინაში აღმოჩენილი ბოლშევიკური სტამბის გამო მილიციამ დააპატიმრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის აპრილში თარხანოვის ბინაში აღმოაჩინეს ბოლშევიკების სტამბა, სადაც პროკლამაციები, დასაბეჭდი მასალა და სხვადასხვა ნივთი ინახებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ახალი ათონის სვიმონ კანანელის მონასტრის წინამძღვარმა შუამდგომლობა აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე, რომ მონასტრისთვის ნება მიეცათ, გაეყიდა ქალაქ სოხუმში, მიხეილისა და ოლგას ქუჩაზე მდებარე მისი კუთვნილი მამული. საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს დასკვნის თანახმად შსს მინისტრმა თხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებლად მიიჩნია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის აპრილში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კონსტანტინოპოლში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის შუამდგომლობის დაკმაყოფილება შესაძლოდ ცნო და დენიკინის მიერ გადასახლებულ ყუბანის რადის წევრებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება მისცა.

1920

ტიპი: ავტორობა

საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა კონსტანტინოპოლში საქართველოს შსს-ს წინაშე დენიკინის მიერ გადასახლებული ყუბანის რადის წევრებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების მიცემასთან დაკავშირებით შუამდგომლობა აღძრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების წევრმა სეით დევდარიანმა სახელმწიფო თეატრში რუსეთის რევოლუციის შესახებ ლექცია წაიკითხა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სახელმწიფო თეატრში გალაკტიონ ტაბიძის საღამო გაიმართა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სახელმწიფო თეატრმა ნინა კოშიცის გამოსამშვიდობებელ გასტროლს უმასპინძლა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის პირველ აპრილს ვარლამ ძიძიგური ახალციხის ერობის რწმუნებულად დაინიშნა.