საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72240

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლის 27 იანვარს ჯამბულში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ თბილისში მისალოცი დეპეშები გამოგზავნა.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლის 28 იანვარს ჯამბულში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს თბილისში გაუგზავნა ღია ბარათი.

1941

ტიპი: გარდაცვალება

1941 წლის 10 თებერვალს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ თბილისიდან მიიღო გაზეთი, რომელშიც ასინეთას გარდაცვალების განცხადება ნახა.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლის 11 თებერვალს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ მისი ორჯერ გაგზავნილი 300-300 მანეთიდან ჯერ მხოლოდ ერთი ჰქონდა მიღებული.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლის 11 თებერვალს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ შვილს, გოგი ქარცივაძეს ორჯერ გაუგზავნა წერილი, თუმცა პასუხი არ მიუღია.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლის 20 თებერვალს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს, ჯამბულიდან თბილისში ღია ბარათით შეატყობინა, რომ მიიღო ოჯახისგან გაგზავნილი 300 მანეთი და სთხოვა, მისთვის ვრცელი წერილი მიეწერათ.

1941

ტიპი: ღონისძიება

1941 წელს ლიდია გეპშტეინს პენსიის მისაღებად დასჭირდა ცნობა, რომ მუშაობდა თბილისში და თამარ შარაშიძე-ქარცივაძეს სთხოვა დახმარება ექიმ მუხაძესთან დაკავშირებაში.

1941

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1941 წლის 24 მარტს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ თინა მესხიშვილს ტყუპი ბიჭი შეეძინა.

1941

ტიპი: ღონისძიება

1941 წელს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ყაზახეთში გადასახლებაში ყოფნისას წიგნის მაღაზიაში ნახა სერგო კლდიაშვილის წიგნი, ნატა ჩხეიძის თარგმანებით.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს ქრისტინე შარაშიძემ S ფონდიდან საბას ლექსიკონის პირველ გვერდებზე მოთავსებული ანბანის 5 ხელნაწერის (N20, N24, N82, N1599, N2664) ადგილზე ნახვა ითხოვა.

1942

ტიპი: თანამდებობა

1942-1943 წლებში ვიქტორ გაბესკირია იყო რადიოკომიტეტის ლიტერატურულ-დრამატული სექციის უფროსი რედაქტორი.

1942

ტიპი: თანამდებობა

1942-1943 წლებში გიორგი ნახუცრიშვილი იყო საქართველოს მწერალთა კავშირის შემოქმედებითი სახლის დირექტორი.

1942

ტიპი: თანამდებობა

1942-1956 წლებში კალე ბობოხიძე იყო სახელგამის უფროსი რედაქტორი.

1942

ტიპი: თანამდებობა

1942-1954 წლებში კარლო კალაძე იყო რადიოკომიტეტის პასუხისმგებელი რედაქტორი.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს გამოქვეყნდა აკაკი ბელიაშვილის პატარა მოთხრობათა კრებული.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს გამოქვეყნდა აკაკი ბელიაშვილის მოთხრობათა კრებული რუსულად.

1942

ტიპი: ავტორობა

1942-1943 წლებში დაიდგა ანასტასია აგლაძის პიესა „სიკვდილზე ძლიერი“.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს გამოქვეყნდა ანასტასია აგლაძის დასურათებული ლექსების კრებული „პიონერთა ბანაკი“.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს გამოქვეყნდა ანასტასია აგლაძის დასურათებული ლექსების კრებული „დაუპატიჟებელი სტუმარი“.

1942

ტიპი: თანამდებობა

1942-1944 წლებში ანასტასია აგლაძე იყო საქართველოს მთავლიტის ინსპექტორი.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს გამოქვეყნდა ალიო მირცხულავას ლექსები რუსულ ენაზე.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს გამოქვეყნდა ბესარიონ ჟღენტის კრიტიკული წერილი ქართული მხატვრული პროზა სამამულო ომის დღეებში“.

1942

ტიპი: თანამდებობა

1942 წელს ბესარიონ ჟღენტი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს გამოქვეყნდა ელიზბარ ზედგინიძის „ცხოვრება ბრძოლაა“.