საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72374

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 5 ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იტალიიდან ოფიციალური საბუთები არ მიუღია.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 6 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ განცხადებით მიმართა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის დირექციას, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო საკანდიდატო მინიმუმის ჩაბარება და ითხოვა დაებრუნებინათ 1948 წლის შემოდგომაზე წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომი „ვახუშტი ნათარგმნ შრომებში“ (სამ ცალად). ნაშრომის გამოტანას ის თინათინ ენუქიძეს ანდობდა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 16 ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს ოჯახურ პრობლემებთან დაკავშირებით მისწერა. სთხოვა, რომ ვიზის საკითხი მოეგვარებინა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 1-ლ ივლისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს ვიზის საკითხის მოგვარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისწერა, რომ გრეტა მაღლაკელიძისგან საბუთის მიღებას ელოდა, რის შემდეგაც იგი გერმანულ საკონსულოში წავიდოდა.

1951

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გრეტა მაღლაკელიძე გაიოზ მაღლაკელიძის მეუღლე და ვამეხ მაღლაკელიძის დედა იყო. წარმოშობით ის გერმანელი იყო.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 10 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს პაკისტანიდან მისწერა, რომ საცხოვრებლის შეცვლას გეგმავდა და სტატიისთვის მასალების გაგზავნას ეცდებოდა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 14 ივლისს ქრისტინე შარაშიძემ აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს, ანდრია აფაქიძეს სამსახურიდან განთავისუფლების განცხადებით მიმართა, რადგან მან ქრისტინეს მუშაობას საჯაროდ არაკოლეგიალური უწოდა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 24 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს ახალი საცხოვრებლის მისამართი გაუგზავნა: მიურეი ჰილსი, "Woodland’s Lodge", პაკისტანი.

1951

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1951 წლის 1-ლ აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს დაბადების დღე მიულოცა და ოჯახის წევრები მოიკითხა (გაიოზ მაღლაკელიძე 5 აგვისტოს გერმანიაში დაიბადა).

1951

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1951 წლის 2 სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მისი წერილები კოჰატში ძველი მისამართით გაეგზავნა. შეატყობინა, რომ ორი საგაზეთო წერილის მასალა გაუგზავნა.

1951

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1951 წლის 16 სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ შეწუხებული იყო გრეტას ავადმყოფობით და მეუღლის ბინიდან გაძევებით. შვილს კი მოუბოდიშა, რომ ფულით ვერ ეხმარებოდა.

1951

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1951 წლის 4 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძე გაიოზ მაღლაკელიძეს დაჰპირდა, რომ ვრცელ წერილსა და საჭირო მასალებს გაუგზავნიდა. ასევე თავისი ახალი მისამართი მისწერა: კარაჩი 3, პაკისტანი.

1951

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1951 წლის 31 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფი შვილი, გაიოზ მაღლაკელიძე და შვილიშვილი, ვამეხ მაღლაკელიძე მოიკითხა და მისწერა, რომ მათი ნახვის იმედი ჰქონდა.

1951

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1951 წლის 7 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს პაკისტანის სახელმწიფო წყობის შესახებ მისწერა, რომ პაკისტანი ფედერალური სახელმწიფო იყო და პრემიერი თავისი მინისტრებით კარაჩში იჯდა, პროვინციებში კი შეფ მინისტრებს საკუთარი სახელმწიფო აპარატი ჰქონდათ. მათ შორის განსხვავება ის იყო, რომ კარაჩის მინსტრთა თავმჯდომარე „პრემიერ მინისტრი“ იყო, პროვინციის მთავრობის სათავეში კი „შეფ-მინისტრები“ იდგნენ.

1951

ტიპი: ღონისძიება

1951 წლის 7 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ვიზის მისაღებად პირადობის მოწმობა სჭირდებოდა, რომელიც კარაჩში უნდა მიეიღო.

1951

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1951 წლის 7 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გრეტა მაღლაკელიძესთან არსებული ოჯახური უთანხმოება მშვიდობიანად მოეგვარებინა და ოჯახი არ დაენგრია. შალვა მაღლაკელიძე მათი უთანხმოების მიზეზად საკუთარ თავს და თავის მეუღლეს მიიჩნევდა.

1951

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1951 წლის 29 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ ვიქტორ ნოზაძისგან წერილი მიიღო. მათ პირობა დადეს, რომ საინტერესო გაზეთებსა და ცნობებს გაუგზავნიდნენ ერთმანეთს. შეთანხმების თანახმად, მნიშვნელოვანი ცნობების ასლებს გაიოზ მაღლაკელიძესაც გაუგზავნიდნენ გერმანიაში.

1951

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1951 წლის 29 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ პაკისტანში, კარაჩში ინგლისურ ენაზე გამოდიოდა მის მიერ დასახელებული გაზეთები, მაგრამ მათ მუდმივი თანამშრომლები არ ჰყავდათ. შეატყობინა, რომ საკორესფონდენტო ბარათის მიღებას ცდილობდა.

1951

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1951 წლის 29 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გრეტა მაღლაკელიძესთან არსებულ ოჯახურ კონფლიქტში მასთან შეხვედრის გარეშე არაფერი გადაეწყვიტა და აუცილებლად გაეთვალისწინებინა ვამეხ მაღლაკელიძის ბედი.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის სამუშაო გეგმის მიხედვით, ქრისტინე შარაშიძეს A ფონდის (ყოფილი საეკლესიო მუზეუმის) 100 ხელნაწერი უნდა აღეწერა და სასტამბოდ მოემზადებინა, საქართველოს ისტორიის მასალების XV-XIII საუკუნეების ტექსტები (ნაკვეთი II) გამოეკვლია, დასაბეჭდად გადაცემული H ფონდის ხელნაწერთა 84 აღწერილობის კორექტურა გაეკეთებინა და „აღწერილობათა“ VI ტომისათვის საძიებელი შეედგინა.

1952

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1952 წლის ინდივიდუალური სამუშაო გეგმის მიხედვით, მას საქართველოს ისტორიის მასალებზე სამუშაოდ საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ არქივში ერთი თვით მივლინება სჭირდებოდა.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 1-ლ სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ შვილს, გაიოზ მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ ბერლინის დასავლეთ სექტორში ცხოვრობდნენ: გიორგი საჯაია, კირილე ვეკუა, დავით ბერძენიშვილი და ორი სტუდენტი ძმა ნარსია და შ. მეტრეველები.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წელს ვიქტორ ნოზაძემ შალვა მაღლაკელიძეს მისწერა, რომ არგენტინიდან წამოსვლა გადაწყვიტა, რადგან ღამით მუშაობა ვერ შეძლო.