საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72396

1955

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1955 წლის მივლინების ანგარიშის მიხედვით, იოანე ბაგრატიონისეულ კოლექციაში დაცული იყო ვახტანგის ძმის, დომენტი კათალიკოსის (დომენტი III-ის) ბრძანებით 1711 წელს „აღწერილი“ ოთხთავი.

1955

ტიპი: თანამდებობა

1955 წელს გაიოზ მაღლაკელიძე ქართული დემოკრატიული კავშირის საკონტროლო კომისიის წევრობიდან საკუთარი ნებით გადადგა. მან მიზეზად სახელმძღვანელო საბჭოს მიერ ორგანიზაციის წესდების განუწყვეტელი დარღვევა დაასახელა.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წელს ქრისტინე შარაშიძე მივლინებით იყო ლენინგრადში, სიძველეთა საცავებში შენახულ X-XI საუკუნის ქართულ ხელნაწერებზე სამუშაოდ.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წლიდან ლავროსი კალანდაძე მუშაობდა ჟურნალ „მნათობში“.

1955

ტიპი: ავტორობა

1955-1956 წლებში ანა ღვინიაშვილმა შეადგინა ქრესტომათია „ქართული საბავშვო ლიტერატურა“ ორ ტომად.

1955

ტიპი: ავტორობა

1955 წელს გამოქვეყნდა ვიქტორ გაბესკირიას პოემები: „შემთხვევა პიონერთა ბანაკში“, „ნონია მესხი“.

1955

ტიპი: თანამდებობა

1955-1968 წლებში პეტრე ბახტურიძე განაგებდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ლიტერატურულ ნაწილს.

1955

ტიპი: ავტორობა

1955 წელს გამოქვეყნდა ბონდო კეშელავას ლექსების კრებული „გულის პასუხი”.

1955

ტიპი: ავტორობა

1955 წელს გამოქვეყნდა ანდრო თევზაძის მონოგრაფია „უშანგი ჩხეიძე“.

1955

ტიპი: ავტორობა

1955 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე გომიაშვილის პოემა „ხევის პატარძალი“.

1955

ტიპი: თანამდებობა

1955 წელს შალვა იასონის ძე ამირანაშვილი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.

1955

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1955 წელს ირაკლი ლავრენტის ძე მათიკაშვილს პროფესორის წოდება მიენიჭა.

1955

ტიპი: გარდაცვალება

ლევან ასათიანი გარდაიცვალა 1955 წლის 14 მაისს თბილისში.

1955

ტიპი: გარდაცვალება

1955 წლის 15 ოქტომბერს გრიგოლ იაშვილი თბილისში გარდაიცვალა.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წლის 12 ნოემბერს ქრისტინე შარაშიძე მოსკოვში გაემგზავრა, რათა სამხედრო-ისტორიულ არქივში მოეძებნა ცნობები არჩილის ვაჟის, ალექსანდრეს, პეტრე I-ის გენერალ-ფელცეხმაისტერის, საქმიანობის შესახებ.

1956

ტიპი: თანამდებობა

შალვა მაღლაკელიძის 1956 წელს გაკეთებული ავტობიოგრაფიული ჩანაწერებით ვიგებთ, რომ თებერვლის რევოლუციის შემდეგ იგი 114-ე პოლკს მეთაურობდა. მოგვიანებით ლვოვის დროებითი მთავრობის მიერ სამხედრო და სამოქალაქო საქმეების მოსაგვარებლად სამაჰმადიანო საქართველოში (არტაანი, ფოცხოვი, ახალციხე და ახალქალაქი) საგანგებო რწმუნებულად დაინიშნა. შემდეგ კი თბილისის გუბერნიის მეთაურად აირჩიეს.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს დაიდგა მიხეილ მრევლიშვილის პიესა „ზვავი“.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს გამოქვეყნდა ანა ღვინიაშვილის ნაშრომი „მოხეტიალე მუსიკოსი ილიკო ქურხული“.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს გამოქვეყნდა ანა ღვინიაშვილის ნაშრომი „მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი“.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს გამოქვეყნდა ანა ღვინიაშვილის ნაშრომი მოზარდ მაყურებელთა თეატრის შესახებ.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს გამოქვეყნდა ალიო მირცხულავას „მოგზაურობა ჩინეთში“.

1956

ტიპი: თანამდებობა

1956-1959 წლებში გიორგი კაჭახიძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო ლიტერატურის სექციის ბიუროს თავმჯდომარე.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს გამოქვეყნდა ვარლამ ჟურულის ლექსთა კრებული „ლირიკა”.

1956

ტიპი: თანამდებობა

1956 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის პოეზიის სექციას გალაკტიონ ტაბიძე ხელმძღვანელობდა.

1956

ტიპი: ღონისძიება

1956 წელს სამდივნოს გამგე ნინა თოფჩიშვილმა დაადასტურა ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის შესახებ საქართველოს მწერალთა კავშირში აღმოჩენილი მასალები.