რეგისტრირებული ფაქტები72423
სორტირება თარიღი მზარდობით
1964
ტიპი: ავტორობა
1964 წლის 5 ნოემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ელენე მეტრეველმა გასცა ცნობა, რომ ქრისტინე შარაშიძე 1958 წლის 1-ლი აგვისტოდან კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. შარშიძე პენსიაზე გასვლის გამო 1964 წლის 1-ლი ნოემბრიდან თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1965
ტიპი: ღონისძიება
1965 წლის ოქტომბერში გიორგი შარაშიძემ საუნივერსიტეტო კურსის შესავალი ლექცია წაიკითხა, რასაც იმდენად მაღალი შეფასება მოჰყვა, რომ მას წლიური ლექციების საათების რაოდენობა გაუორმაგეს.
1965
ტიპი: ღონისძიება
1965 წელს პარიზის უნივერსიტეტში გაიხსნა კავკასიურ ენათა კათედრა, რომლის გამგე იყო გიორგი შარაშიძე.
1965
ტიპი: ღონისძიება
1965 წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიდგა გიორგი ნახუცრიშვილის ზღაპარი-კომედია „შაითან-ხიხო”.
1965
ტიპი: თანამდებობა
1965-1991 წლებში მარიამ ბარათაშვილი იყო ჟურნალ „საქართველოს ქალის“ რედაქტორი.
1965
ტიპი: ღონისძიება
1965 წელს აკაკი გაწერელიას მიენიჭა საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული წოდება.
1965
ტიპი: ღონისძიება
1965 წელს სამშობლოში ყოფნისას მაია კვალიაშვილი სადისერტაციო მასალებს აგროვებდა საქართველოს ეთნოგრაფიის შესახებ.
1965
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1965 წელს პლატონ თაყაიშვილს პოზნანში ინვალიდობის პენსია ჰქონდა დანიშნული.
1965
ტიპი: ღონისძიება
1965 წელს საქართველოში ჩამოსულმა მიხეილ კვალიაშვილმა გორში – ორი და თბილისში სამი იუნკერი მეგობარი მოინახულა, იყო ტაბახმელაში, ნახა სკოლა, თბილისის, ქართლისა და კახეთის ეკლესიები და ა. შ.
1965
ტიპი: თანამდებობა
1965 წელს ა. დოლიძე საქართველოს სსრ კ. მარქსის სახელობის სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის გამგე იყო.
1965
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1965 წელს პლატონ თაყაიშვილი მეუღლესთან, იანინა თაყაიშვილთან ერთად პოზნანში, ფ. ნოვოვიესკის ქუჩა №22/24-ში ცხოვრობდა.
1965
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1965 წელს ჯერზი შტეფან სტავინსკი მეუღლესთან, ელენე ამირეჯიბთან ერთად ვარშავაში ცხოვრობდა.
1965
ტიპი: ღონისძიება
1965 წელს ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
1965
ტიპი: გარდაცვალება
ვარლამ ჟურული გარდაიცვალა 1965 წლის 30 იანვარს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
1965
ტიპი: ღონისძიება
1965 წლის თებერვალში მიხეილ კვალიაშვილმა თბილისიდან მიღებული წიგნებისა და კატალოგების თითო ეგზემპლარი ნიკოლოზ მათიკაშვილსა და ვიქტორ ნოზაძეს გაუგზავნა.